დიდი 10. XII ტური: ექვსეული გამოიკვეთა

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი, მართალია, დასრულდა, მაგრამ გასამართავი კიდევ რამდენიმე გადატანილი მატჩი დარჩა.

ერთ-ერთში "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" ბოლნისის "ყოჩები", რომელიც პლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძვის, აუტსაიდერ თბილისის "არმაზს" დაუპირისპირდა და 17:8 დაამარცხა.

"არმაზი" ერთადერთი გუნდია მიმდინარე გათამაშებაში, რომელსაც ჯერ ერთი მატჩიც არ მოუგია. "ყოჩებთან" მატჩში არმაზელებს შანსი ჰქონდათ, ეს უსიამოვნო სტატისტიკა გამოესწორებინათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს.

მატჩის პირველ ნახევარში 30 წუთი "არმაზის" უპირატესობით წარიმართა. მათი ერთ-ერთი შეტევა მე-15 წუთზე ფულბეკად მოთ
ამაშე დავით კიკნაძემ არეკნით დაასრულა და ანგარიში გახსნა - 3:0.

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში მგეზავის პოზიციაზე არმაზელთა რიგებში საქართველოს ნაკრების ცხრა ნომერი, ვასილ ლობჟანიძე თამაშობდა.

"არმაზს" კიდევ უფრო დაწინაურება შეეძლო, მაგრამ კიკნაძემ ხელსაყრელი პოზიციიდან საჯარიმო ვერ გაიტანა. მან მატჩის მეორე ნახევარში კიდევ ორი საჯარიმო დარტყმა და ერთი გარდასახვა გააცუდა.

"ყოჩებმა" ნელ-ნელა შეძლო თამაშის დალაგება და პირველი ნახევრის დასკვნით ათ წუთში უპირატესობასაც დაეუფლა. ტაიმის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე კი, მგეზავმა თემურ სოხაძემ საჯარიმო დარტყმიდან ანგარიში გაათანაბრა - 3:3.

შესვენების შემდეგ "ყოჩების" უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა. 52-ე წუთზე ბოლნისელებმა მეტოქის 22-მეტრიან ზონაში საკუთარი შერკინება მოიგეს. ბურთი გარეთ გამოუვარდათ, თუმცა იქვე აიტაცეს და ერთი მარტივი კომბინაციის შემდეგ მესამეხაზელი გიორგი ტყეშელიაძე ლელოში შეიჭრა. სოხაძემ ვერ გარდასახა - 8:3.

თუმცა 12 წუთში მანვე საჯარიმო 49 მეტრიდან დაარტყა და მეტოქის ძელებს შორის ზუსტად გაატარა - 11:3.

"არმაზმა" მარცხის მოახლოება იგრძნო, უფრო აქტიურად ამოქმედდა და 4 წუთში საპასუხო ლელო მიითვალა. კიკნაძემ, როგორც უკვე ვთქვით, გარდასახვა ვერ გამოიყენა - 8:11.

მატჩის დასრულებამდე დარჩენილ დროში ინიციატივას ისევ "ყოჩები" დაეუფლა. სოხაძემ კიდევ ორი საჯარიმო გაიტანა და უაღრესად საჭირო გამარჯვება მიითვალა - 17:8.

დიდი 10. XII ტური
ყოჩები-არმაზი 17:8
ყოჩები (15-9) გოგოლაშვილი, ცირეკიძე, ხარშილაძე (გარუჩავა 78), ცერცვაძე, ხუციშვილი, სოხაძე, ბეგაძე (კაჭარავა 65). (1-8) ჯინჭარაძე (ხოსიტაშვილი 77), სვანიძე, შენგელია, ეფრემიძე (ურუშაძე 650, გრძელიშვილი, გაჩეჩილაძე, ტყეშელიაძე, კიკვიძე (გუგეშაშვილი 32).
ლ: ტყეშელიაძე. 4ს: სოხაძე
არმაზი (15-9) კიკნაძე, გიორგაძე, ლიპარტელიანი, კაიფაჯიანი, სვანიძე, ლობჟანიძე, ბროძელი. (1-8) ჯიბლაძე (ნარსავიძე 32), სოსელია, მელიქიძე (ფხაკაძე 74), ჯიმშელეიშვილი, ფრიდონიშვილი, გიგაური, ცხადაძე, ამირანაშვილი.
ლ: სოსელია. ა: კიკნაძე
სინბინი: ცხადაძე.
მსაჯი: ნიკა ამაშუკელი

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ
1. ლელო 12 9 1 2 +56 41 3
2. ბათუმი 12 8 1 3 +43 38 4
3. ჯიქი 12 7 1 4 +58 35 5
4. ლოკომოტივი 11 7 0 4 +51 33 5
5. აია 11 7 1 3 +35 32 2
6. ყოჩები 11 6 0 5 +0 28 4
7. ხარები 12 4 0 8 -56 20 4
8. აკადემია 11 4 0 7 -57 19 3
9. არმია 11 2 1 8 -70 15 5
10. არმაზი 11 0 1 10 -69 8 6

გამოტოვებული
21 დეკემბერი
ლოკომოტივი-არმაზი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული