გოჩა სვანიძე: მსაჯს ჭრილობა აქვს ფეხის არეში და ეს უდავოა

AutoSharing Option
მსაჯს ჭრილობა აქვს ფეხის არეში და ეს უდავოა, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ განაცხადა.

სვანიძე გამოეხმაურა 27 მარტს ფოთში მომხდარ ინციდენტს, რომელიც ბათუმის "ბათუმისა" და თბილისის "არმიის" მატჩის შემდეგ მოხდა.

როგორც სვანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სამართალდამცველმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ, თუ რისგან აქვს ჭრილობა მიყენებული მსაჯ ნიკა ამაშუკელს.

მისივე თქმით, სწორედ სამართალდამცველებმა უნდა დაადგინონ, ეს განზრახ მიყენებული ჭრილობაა თუ რაიმე სხვა ფაქტორიდან გამომდინარე.

სვანიძის თქმით, გარკვეული ინფორმაციები გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით აქვს, თუმცა ეს ინფორმაციები
არის არაერთგვაროვანი და ამიტომ დღეს მასზე საუბრისგან თავს შეიკავებს.

"ჭორებზე ვერ ვილაპარაკებ. ფაქტია, რომ გუშინდელ თამაშში იყო დაძაბულობა. ორივე გუნდს ჰქონდა თავისი ინტერესი. თამაშის დასრულების შემდეგ მსაჯის მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, არ იყო კორექტული დამოკიდებულება. ვისგან იყო ეს, ამ დროისთვის თავს შევიკავებ საუბრისგან. მსაჯს ჭრილობა აქვს ფეხის არეში და ეს უდავოა. ყველას მოვუწოდებ, თუ განზრახ მოხდა დაჭრა, ეს უნდა თქვან და ეს უნდა დადგინდეს. სამართლადამცველებმა უნდა დაადგინონ, ჭრილობა რისგან მიიღო მსაჯმა, განზრახ თუ რაიმე სხვა ფაქტორიდან გამომდინარე", - განაცხადა გოჩა სვანიძემ. მისივე თქმით, რაგბის კავშირის სადისციპლინო კომიტეტი მომხდართან დაკავშირებით ათი დღის ვადაში იმსჯელებს.

დღეს განცხადება რაგბის კავშირმაც გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ ფაქტზე საქართველოს კანონმდებლობით გამოძიება სამართალდამცველმა ორგანოებმა უნდა ჩაატარონ.

"რაც შეეხება საქართველოს რაგბის კავშირის პოზიციას მსაჯზე მომხდარ ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით, აღნიშნული საკითხი გამოსაკვლევად გადაეცა საქართველოს რაგბის კავშირის სადისციპლინო კომიტეტს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში კომიტეტი სწავლობს მომხდარ ფაქტს და მიიღებს უმკაცრეს ზომებს", - ნათქვამია განცხადებაში.

მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 8 /
თუ თქვენ ასე ყველაფერი კარგად იცით, მიბრძანდით პოლიციაში და მიეცით ჩვენება. კარ მთქმელს კარგი გამგონე უნდა, სვანიძე კვალიდფიციური იურისტია და თქვენზე უკეთ იცის კანონები და ისიც კარგად უწყის, რომ ჭორებზე დაყრდნობით სიმართლე არ დადგინდება. მალხაზ, ჩემო კარგო შენ ეტყობა ძალიან გაბოროტებული ხარ რომ შენმა ფავორიტმა ვერ "მოიგო" არჩევნები და ცდილობ გაუმართლებლად ჩირქი მოსცხო ამ კაცს და მთლიანად კავშირს. უმრავლესობამ აირჩია და თვითონ მიხედავენ პრეზიდენტს. შენ კი შეგიძლია მოქალაქეობრივი ვალი მოიხადო და ასეთი გათვითცნობიერებული თუ ხარ, ჩვენება მისცე პოლიციას. თუ არადა თვითონ მოგძებნიან. დღეს ძალიან ადვილია ამის გაკეთება. დამნაშავე კი აუცილებლად უნდა დაისაჯოს.
datos malxazs da misnairebs
11:35 29-03-2016
0
აბა რა ცდილობენ ეხლა შეთხზან რაგაც სისულეები ყველამ კარგად იცის ყველაფერი
dato
22:55 28-03-2016
0

სიახლეები პოპულარული