საქართველოს რაგბის ჩემპიონატის ფინალზე მსოფლიოს მეგავარსკვლავები გეპატიჟებიან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს რაგბის ჩემპიონატის დიდი 10-ის დიდ ფინალზე სარაგბო მსოფლიოს და "ტულონის" მეგავარსკვლავები, მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავას და კოტე მიქაუტაძის გუნდელები, ლეგენდარული "ვოლაბები" და სუპერბექები მეთ გიტო, ქუეიდ კუპერი და დრიუ მიჩელი გეპატიჟებიან!

ადამიანი, რომელმაც გეპარდს გაასწრო, "ქურციკების" ლეგენდა და 2007 წლის მსოფლიო ჩემპიონი ბრაიან ჰაბანა!

"პუმების" ლეგენდარული კაპიტანი ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე!

საფრანგეთის კაპიტანი გიონ გირადო და "ლებლეს" ლეგენდარული მგეზავი ფრედერიკ მიშალაკი!

2011 და 2015 წლების მსოფლიო ჩემპიონი, "ოლბლექი" მა'ა ნონუ!

"ტულონის" ინგლისური დესანტი, ძმები არმითაჟები და უელსის სუპერფულბეკი ლი
ჰავფენი!!!

მოდი, ერთად დავამყაროთ შინაური რაგბის რეკორდი! დიდი 10-ის ფინალზე გავავსოთ სტადიონი! გააზიარე, დიდი 10-ის დიდი ფინალი ყველამ გაიგოს! ყველამ იცოდეს!

15 მაისი, 17:00 საათი, მესხის ("ლოკომოტივის") სტადიონი - დასწრება თავისუფალია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყველას გულითადათ გტხოვთ მივიდეთ თასის ფინალზე, ძალიან მაგარი ტამაში გველის.
kaxa
16:09 11-05-2016
0

სიახლეები პოპულარული