რაგბი. საქართველოს ჩემპიონატი. I და II ლიგა: რეგიონში გუნდების მატებაა

AutoSharing Option
სექტემბრის პირველი რიცხვებიდან სარაგბო სეზონი საქართველოშიც გაიხსნება.

პირველ ლიგაში, ისევე, როგორც შარშან, რვა გუნდი იასპარეზებს, რომლებიც ორწრიან შეჯიბრებაში შეეცდებიან, უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვონ. წლეულს პირველლიგელებს უმაღლესში ხელმოცარული რუსთავის "ხარები" შეუერთდა, რომელიც ისევ უკან დაბრუნების უმთავრესი პრეტენდენტია.

პირველი ლიგა ფოთის "რაინდებმა" დატოვეს, მისი ადგილი კი მეორე ლიგის გამარჯვებულმა ქუთაისის "უნივერსიტეტმა" დაიკავა, რომელმაც წლეულს სახელი შეიცვალა და "არესი" დაირქვა.

მეორე ლიგა ორ, დასავლეთ და აღმოსავლეთ ზონებადაა დაყოფილი და თითოეულში რვა-რვა გუნდია. აღმოსავლეთში რეგიონის ხუთი გუნდია. ისინი კიკეთის, დუშეთის, გორისა და თელავის ღირსებას
იცავენ. თელავი ორი გუნდით, "კახელებითა" და "ჭადრით" იქნება წარმოდგენილი.

დასავლეთ ზონაში სამი გუნდი აჭარიდანაა: "ფირალები" (ქედა), "ბათუმი XV" (ბათუმი) და "პონტო" (ქობულეთი). ამდენივეა იმერეთიდან: "წყალტუბო" (წყალტუბო), რაგბის სკოლა (ჭიათურა) და "აიეტი" (ვანი). თითო სამეგრელოდან და მესხეთიდან: "რაინდები" (ფოთი) და "ტაო" (ასპინძა).

საქართველოს ჩემპიონატი. I ლიგა
ხარები (რუსთავი), დინამო (თბილისი), უნივერსიტეტი (თბილისი), ივერია (თბილისი), ხულიგანა (თბილისი), კახეთი (პატარძეული), სტუ (თბილისი), არესი (ქუთაისი)

II ლიგა
აღმოსავლეთი ზონა
იუნკრები (კიკეთი), ტორნადო (დუშეთი), დევები (თბილისი), კახელები (თელავი), წიქარა (თბილისი), გორდა (გორი), თსუ (თბილისი), ჭადარი (თელავი)

დასავლეთი ზონა
რაინდები (ფოთი), წყალტუბო (წყალტუბო), ფირალები (ქედა), რაგბის სკოლა (ჭიათურა), აიეტი (ვანი), ბათუმი XV (ბათუმი), პონტო (ქობულეთი), ტაო (ასპინძა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩემო "ლელო"–ს მოთამაშე გურულებო: სად ხართ?, რაგბი აბდლების საქმეა თუ?
ვაჟა
13:55 24-08-2016
0

სიახლეები პოპულარული