დიდი 10. XI ტური: "ლელო" რენომეს ინარჩუნებს, "ლოკომოტივიც" იქვეა

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის მე-11 ტურით წლევანდელი სარაგბო სეზონი დასრულდა, სატურნირო ცხრილის სათავეში კი ორხელისუფლებიანობაა. ქვეყნის ჩემპიონმა "ლელომ" და "მრავალგზის ჩემპიონმა "ლოკომოტივმა" თანაბარი, 37-37 ქულა დააგროვეს.

"ლელომ" წლევანდელი სეზონის ბოლო მატჩი თბილისის "არმაზთან" გამართა, რომელიც უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. ჩემპიონებმა მეტოქეს ლელოს გატანა არ დაანებეს, თვითონ კი სამჯერ შეაღწიეს ჩათვლის მოედანში და 24:9 მოიგეს, თან ერთი საპრემიო ქულაც მიითვალეს.

საპრემიეო ქულის მოპოვება "ლოკომოტივმაც" შეძლო, რკინიგზელებმა წლის ბოლო მატჩში "არმიას" მოუგეს დამაჯერებლად - 26:3.

ლიდერებს ორი ქულით ჩამორჩება "ბათუმი", რომელმაც მოულოდნელად დიდი
ანგარიშით სძლია შინ ქუთაისის "ბაგრატს" - 67:0. რა დაემართა ქუთაისურ გუნდს, რომელიც წლეულს ძალიან საინტერესოდ ჩაება ჩემპიონატში, ძნელი სათქმელია.

მორიგი მარცხი იწვნია ბოლნისის "ყოჩებმა". ამჯერად ეს ტიტულოვანი კლუბი აუტსაიდერია და გასვლით შეხვედრაში ქუთაისის "აიასთან" ვერას გახდა - 8:18. ქუთათურებს, ბათუმელთა მსგავსად, 35 ქულა აქვთ და მე-4 ადგილზე არიან.

მოულოდნელად დამარცხდა გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი გორის "ჯიქი". მისი მძლეველი ამჯერად თბილისის"აკადემია" შეიქნა - 9:7. აკადემიელებმა პლეი ოფში გაღწევისთვის სერიოზული განაცხადი გააკეთეს.

საქართველოს ჩემპიონატი გაისად, თებერვალში განახლდება.

დიდი 10. XI ტური
ბათუმი-ბაგრატი 67:0
აია-ყოჩები 18:8
აკადემია-ჯიქი 9:7
არმია-ლოკომოტივი 3:26
არმაზი-ლელო 9:24

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ
1. ლელო 11 7 2 2 +71 37 5
2. ლოკომოტივი 11 8 1 2 +69 37 3
3. ბათუმი 11 8 0 3 +106 35 3
4. აია 11 8 0 3 +43 35 3
5. ჯიქი 11 6 1 4 +93 33 7
6. აკადემია 11 5 0 6 -6 24 4
7. არმია 11 5 0 5 -36 22 2
8. ბაგრატი 11 3 0 8 -112 17 5
9. არმაზი 11 2 0 9 -121 10 2
10. ყოჩები 11 1 0 10 -107 7 3

XII ტური
ბაგრატი-არმაზი
ყოჩები-ბათუმი
ჯიქი-აია
ლოკომოტივი-აკადემია
ლელო-არმია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული