შეგახსენებთ, რომ კლაივ ვუდვორდი ყოფილი მორაგბე და მწვრთნელია, რომელმაც ინგლისს 2003 წლის მსოფლიოს თასზე გაამარჯვებინა და ამისთვის რაინდის წოდებაც მიიღო. ბუნებრივია, მის სიტყვას სარაგბო სამყაროში ფასი აქვს.
მაინც, რაში მდგომარეობს სერ კლაივ ვუდვორდის იდეა? პლეი-ოფი, ანუ მატჩი ექვსი ერის ბოლოადგილოსანსა და ერთა თასის გამარჯვებულს შორის, პირველ ეტაპზე მაშინ დაინიშნოს, თუკი ბოლოადგილოსანი "ხის კოვზს" (Wooden Spoon) მიიღებს, ანუ ყველა თამაშს
"არ არის მისაღები, როცა საქართველო, რომელმაც ბოლო 9 ერთა თასიდან 8 მოიგო, ვერ იღებს შანსს, რომ პლეი-ოფში მაინც ითამაშოს. საქართველოს რომ ცუდი სეზონი ჰქონდეს, ის ქვედა ლიგაში დაქვეითდება, მაგრამ ეს სისტემა საპირისპირო მხარეს არ მოქმედებს, შესანიშნავი სეზონის შემთხვევაში, საქართველო წინ ვერ მიდის.
ეს იმიტომ ხდება, რომ ექვსი ერი დახურული კლუბია, რომელიც იმისთვის არსებობს, რომ ბედნიერი ექვსეული საკუთარ ინტერესებსა და ფინანსებს მოემსახუროს. ექვსი ერის მონოპოლია ევროპაში სხვა ერებს იმედს უსპობს.
ჩვენ ვართ თვითგამოცხადებული ელიტა ევროპაში. ვინ მოგვცა უფლება, ჩვენ ვაკონტროლოთ რაგბი? ეს არ უნდა იყოს ექვსი ერის გადასაწყვეტი, მსოფლიო რაგბის ორგანიზაცია უნდა მართავდეს სიტუაციას.
თანამედროვე მსოფლიოში ექვსი ერი ისეთივე ღია უნდა იყოს, როგორც ეს ერთა თასია და ის არ უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ რჩეულ ექვსეულს.
რიოს ოლიმპიადაზე შვიდკაცას ტურნირის ნახვის მერე მივხვდი, რომ ექვსი ერი წარსულში ჩარჩა", - განუცხადა "დეილი მეილს" სერ კლაივ ვუდვორდმა.