საქართველოს ნაკრებმა "რაგბი ევროპის ჩემპიონატი" ბელგიის ძლევით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
11 თებერვალს საქართველოს მორგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2017 წლის "რაგბი ევროპის ჩემპიონატზე" პირველი მატჩი სტუმრად ბრიუსელში, ბელგიის წინააღმდეგ გამართა და ბონუს ქულით, ანგარიშით 31:6 გაიმარჯვა.

უამინდობამ შეხვედრას თავისი კვალი დაამჩნია, თუმცა "ბორჯღალოსნებმა" უპირატესობა ანგარიშში პირველსავე ტაიმში ასახეს, რომელიც 17:0 მოიგეს.

ანგარიში მერაბ კვირიკაშვილმა ზუსტი საჯარიმოთი გახსნა. მატჩის პირველი ლელო კი 23-ე წუთზე გიორგი თხილაიშვილმა დადო. მეორედ იგივე ტაიმის მიწურულს გიორგი კოშაძემ (39) მოახერხა და ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო ლელო მიითვალა. კვირიკაშვილმა ორივე ჯერზე გარდასახა.

შესვენების შემდეგ ბელგიელებმა ზედიზედ ორი საჯარიმო გაიტანეს, 29-ე
წუთზე კი "ბორჯღალოსნებმა" საჯარიმო ლელო მიითვალეს, რასაც კვირიკაშილის ზუსტი გარდასახვა მოჰყვა.

მძიმე და ნაკლებად სანახაობრივი მატჩის საბოლოო ანგარიში შეხვედრის მიწურულს ბექა გორგაძის ლელოსა და ლაშა მალაღურაძის გარდასახვის შემდეგ დაფიქსირდა - 31:6.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საქართველოს ნაკრები სამშობლოში 13 თებერვალს დაბრუნდება და მეორე ტურში გერმანიასთან მატჩისთვის "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე მოემზადება. საქართველო-გერმანიის დაპირისპირება 19 თებერვალს, 15:00 სთ-ზე რუსთავში გაიმართება.

რაც შეეხება "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" სასტარტო ტურის სხვა შეხვედრებს, გერმანიამ შინ რუმინეთი სენსაციურად, ანგარიშით 41:38 დაამარცხა, ესპანეთმა კი საკუთარ კედლებში რუსეთს მოუგო - 16:6.

საქართველოს ნაკრები ბელგიასთან ამ შემდგენლობით ითამაშა:
15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. გიორგი ფრუიძე, 13. გიორგი კოშაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე. 1. გიორგი თეთრაშვილი, 2. ბადრი ალხაზაშვილი, 3. გიორგი მელიქიძე, 4. გიორგი ნემსაძე, 5. ნოდარ ჭეიშვილი, 6. ლაშა ლომიძე, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. ბექა გორგაძე.
სათადარიგოები: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. თორნიკე მატარაძე, 18. სოსო ბეკოშვილი, 19. ოთარ გიორგაძე, 20. გიორგი ცუცქირიძე, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. ბექა წიკლაური.

სატურნირო ცხრილი
ა გ ქ
1. საქართველო 5
2. ესპანეთი 4
3. გერმანია 4
4. რუმინეთი 1
5. რუსეთი 0
6. ბელგია 0
მკითხველის კომენტარები / 29 /
რა ლოგიკით დაასკვენი, რო არ მინდა 6 ერი?! 6 ერში შესვლა მე რო მინდა შეილება ეგრე შენ არ გინდოდეს მეგობარო... სტატისტიკა რო ვახსენე ალბათ ეგ გიდევთ სარჩულად, იქვე მივაწერე ეგ სტატისტიკა 6 ერის ხელმძღვანელობის დასანახათ გვინდა თქო... მემგონი ყველაფერი გასაგებად ეწერა... და მე არ მინდა 6 ერში შესვლა და მსგავსი კომენტარებისგან თავი შეიკავე
zura
14 თებერვალი 2017 10:05
0
თქვენ არ გინდათ 6 ერი იმიტომ რომ ესპანეთის და რუსეთის ფონზე უფრო მაგრები ჩანხართ.. ესე მარადიულად იძახოთ რომ რაგბი პირველი სპორტია საქართველოში ეს გინდათ!!!
zura-s
13 თებერვალი 2017 16:28
0
თამაშს მოგების გამო არ უყურე, ბევრად უფრო მაინტერესებფა თამაშის ხარისხი, რაც არ მომეწონა... 1) ტემპი გვაქ ძააან დაბალი 2) ხელიდან ბურთი გვივარდება 3) 80 წუთის განმავლობაში რამოდენიმეჯერ უწყინარ სიტუაციაში ნორმალურ პასს რო ვერ გააკეთებ ეგ უკვე ძააან ცუდია 4) არ მინახია ხელით თამაში რასაც ველოდებოდი და ვერ განვითარდებით სანამ ხელით თააშს არ ვისწავლით სანამ უკანახაზლები ფორვადების მსგავსად არ დაგლიჯავენ 5) რაქის გაწმენდას ძაან დიდ დროს ვანდომებთ 6) ემოციები სადაც შეიძლება რო ჩავახშოდ უნდა ჩავახშოდ ეს სპორტია... (ამინდი გასამართლებელ საბუთად არ მიიღება როცა პროფესიონალიზმზე და 6 ერზე გაქ პრეტენზია) სამწვრთნელო შტაბმა და მოთამაშეებმა კრიტიკაც უნდა გაითვალისწინონ და იმუშაონ შეცდომებზე... მოკლედ წარმატებები აბა თქვენ იცით 19 ში კიდევ ერთი ბონუსით ვიგებთ და ჩემი აზრით ყველა თამაში დაუნდოლად უნდა მოვიგოთ ძააან დიდი ანგარიშებით სტატისტიკისთვის, რომ ნახონ სტატისტიკა 6 ერის მამებმა და მამიდებმა... წარმატებები !!!
zura
13 თებერვალი 2017 11:30
0
მე მიკვირს ესეთი ძლიერი ნაკრები ვყავს სოფლიოში რეიტიგით 12 რატო არ გვიშვებენ ექვს ერში დავეთახმები აქ კომეტარებს ჩვენისდანა ძლიერი გუდი რო ყავდეთ რუსეთს ბელგიას გერმანიას ესპანეც ეგრევე მოხვდებიან 6 ერში რომელიმე გუდი ეს უსამართლობა დხეს 6ერში თამაშობს იტალია და საქართველო არა ჩვენ რევბი უქენით ტოგას ფიჯს სამუას თავიათ კედლებში ამას ვერ ხედავენ 6ერის მახალ ჩინოვნიკები იოპონასთან ცოტა დაგვაკლდა იაპნიასაც მოუგებდით არ გაგვიმართლა არა უშავს ხდება ეგრეც შეიძლება ძლიერ გუდს მოუგოთ და სუსტ გუდთან წავაგოთ საქართველოს ნაკრებმა ფეხბურთში ესპანეც მოუგეთ და აქ ლატვიასტან წავაგეთ სიტყვაზე ვიძახი მართლა მაგარი ძლიერი ნაკრები გყვავს ჩვენ
rakli
13 თებერვალი 2017 00:06
0
ნატოშიც შევალთ სანო, 6 ერშიც და რუსებსაც გადავუვლით ისევე როგორც რაგბში!
valderama
12 თებერვალი 2017 18:29
0
უელსთან და ინგლისთან რომ ითამაშებ პრაქტიკას მიიღებ და იმათ დონემდეც ახვალ თორემ ჩვენ გაგვასწრებენ სხვა ქვეყნები თუ არაფერი გავაკეთეთ ..ინგლისის და უელსის დონე რა არი?? უფრო მეტს დარბიან და უფრო ნაკლები წვანან მოედანზე.
gaga
12 თებერვალი 2017 16:21
0
ვინც უყურა გუშინ უელსი ინგლისის თამაშს შეუძლებელია არ დამეთანხმოს რომ სამწუხაროდ ჯერ ბევრი გვაკლია მათ დონემდე . ძაან ბევრი ((((((((
ასეა და რა ვქნა
12 თებერვალი 2017 15:37
0
მართალი ხარ. იმიტომ რომ გერმანია შუა ევროპაა და მერეც ფული აქვთ. ჩვენთან 200 ლარს ვერ იხდიან მაისურებში, რომელიც მინიმუმ წელიწადს გეყოფა და 50 ევრო რომ დაადო ბილეთს, იმას იყიდიან?
gagas
12 თებერვალი 2017 14:56
0
ესეთი გუნდი გერმანიას რომ ყავდეს უკვე ექვსი ერის ნაცვლად შვიდი ერი იქნებოდა, ან თუნდაც რუსეთს რომ ყავდეს რუსები ყველაფერს გააკეთებენ და ფულსაც გადაიხდიდნენ და შევიდოდნენ ექვს ერში, ჩვენები არაფერს აკეთებენ ამისათვის!
gaga
12 თებერვალი 2017 13:38
0
რუსეთს ქულა რატომ არ უწერია?
zurab
12 თებერვალი 2017 11:20
0

სიახლეები პოპულარული