უამინდობამ შეხვედრას თავისი კვალი დაამჩნია, თუმცა "ბორჯღალოსნებმა" უპირატესობა ანგარიშში პირველსავე ტაიმში ასახეს, რომელიც 17:0 მოიგეს.
ანგარიში მერაბ კვირიკაშვილმა ზუსტი საჯარიმოთი გახსნა. მატჩის პირველი ლელო კი 23-ე წუთზე გიორგი თხილაიშვილმა დადო. მეორედ იგივე ტაიმის მიწურულს გიორგი კოშაძემ (39) მოახერხა და ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო ლელო მიითვალა. კვირიკაშვილმა ორივე ჯერზე გარდასახა.
შესვენების შემდეგ ბელგიელებმა ზედიზედ ორი საჯარიმო გაიტანეს, 29-ე
მძიმე და ნაკლებად სანახაობრივი მატჩის საბოლოო ანგარიში შეხვედრის მიწურულს ბექა გორგაძის ლელოსა და ლაშა მალაღურაძის გარდასახვის შემდეგ დაფიქსირდა - 31:6.
საქართველოს ნაკრები სამშობლოში 13 თებერვალს დაბრუნდება და მეორე ტურში გერმანიასთან მატჩისთვის "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე მოემზადება. საქართველო-გერმანიის დაპირისპირება 19 თებერვალს, 15:00 სთ-ზე რუსთავში გაიმართება.
რაც შეეხება "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" სასტარტო ტურის სხვა შეხვედრებს, გერმანიამ შინ რუმინეთი სენსაციურად, ანგარიშით 41:38 დაამარცხა, ესპანეთმა კი საკუთარ კედლებში რუსეთს მოუგო - 16:6.
საქართველოს ნაკრები ბელგიასთან ამ შემდგენლობით ითამაშა:
15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. გიორგი ფრუიძე, 13. გიორგი კოშაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე. 1. გიორგი თეთრაშვილი, 2. ბადრი ალხაზაშვილი, 3. გიორგი მელიქიძე, 4. გიორგი ნემსაძე, 5. ნოდარ ჭეიშვილი, 6. ლაშა ლომიძე, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. ბექა გორგაძე.
სათადარიგოები: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. თორნიკე მატარაძე, 18. სოსო ბეკოშვილი, 19. ოთარ გიორგაძე, 20. გიორგი ცუცქირიძე, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. ბექა წიკლაური.
სატურნირო ცხრილი
ა გ ქ
1. საქართველო 5
2. ესპანეთი 4
3. გერმანია 4
4. რუმინეთი 1
5. რუსეთი 0
6. ბელგია 0