საქართველოს ნაკრებმა "რაგბი ევროპის ჩემპიონატი" ბელგიის ძლევით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
11 თებერვალს საქართველოს მორგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2017 წლის "რაგბი ევროპის ჩემპიონატზე" პირველი მატჩი სტუმრად ბრიუსელში, ბელგიის წინააღმდეგ გამართა და ბონუს ქულით, ანგარიშით 31:6 გაიმარჯვა.

უამინდობამ შეხვედრას თავისი კვალი დაამჩნია, თუმცა "ბორჯღალოსნებმა" უპირატესობა ანგარიშში პირველსავე ტაიმში ასახეს, რომელიც 17:0 მოიგეს.

ანგარიში მერაბ კვირიკაშვილმა ზუსტი საჯარიმოთი გახსნა. მატჩის პირველი ლელო კი 23-ე წუთზე გიორგი თხილაიშვილმა დადო. მეორედ იგივე ტაიმის მიწურულს გიორგი კოშაძემ (39) მოახერხა და ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო ლელო მიითვალა. კვირიკაშვილმა ორივე ჯერზე გარდასახა.

შესვენების შემდეგ ბელგიელებმა ზედიზედ ორი საჯარიმო გაიტანეს, 29-ე
წუთზე კი "ბორჯღალოსნებმა" საჯარიმო ლელო მიითვალეს, რასაც კვირიკაშილის ზუსტი გარდასახვა მოჰყვა.

მძიმე და ნაკლებად სანახაობრივი მატჩის საბოლოო ანგარიში შეხვედრის მიწურულს ბექა გორგაძის ლელოსა და ლაშა მალაღურაძის გარდასახვის შემდეგ დაფიქსირდა - 31:6.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საქართველოს ნაკრები სამშობლოში 13 თებერვალს დაბრუნდება და მეორე ტურში გერმანიასთან მატჩისთვის "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე მოემზადება. საქართველო-გერმანიის დაპირისპირება 19 თებერვალს, 15:00 სთ-ზე რუსთავში გაიმართება.

რაც შეეხება "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" სასტარტო ტურის სხვა შეხვედრებს, გერმანიამ შინ რუმინეთი სენსაციურად, ანგარიშით 41:38 დაამარცხა, ესპანეთმა კი საკუთარ კედლებში რუსეთს მოუგო - 16:6.

საქართველოს ნაკრები ბელგიასთან ამ შემდგენლობით ითამაშა:
15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. გიორგი ფრუიძე, 13. გიორგი კოშაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე. 1. გიორგი თეთრაშვილი, 2. ბადრი ალხაზაშვილი, 3. გიორგი მელიქიძე, 4. გიორგი ნემსაძე, 5. ნოდარ ჭეიშვილი, 6. ლაშა ლომიძე, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. ბექა გორგაძე.
სათადარიგოები: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. თორნიკე მატარაძე, 18. სოსო ბეკოშვილი, 19. ოთარ გიორგაძე, 20. გიორგი ცუცქირიძე, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. ბექა წიკლაური.

სატურნირო ცხრილი
ა გ ქ
1. საქართველო 5
2. ესპანეთი 4
3. გერმანია 4
4. რუმინეთი 1
5. რუსეთი 0
6. ბელგია 0
მკითხველის კომენტარები / 29 /
დააფინანსონ გუნდი ჩელენჯ ქაფზე. რა გახდა ასეტი?
kaxa
11 თებერვალი 2017 23:11
0
დააფინანსონ გუნდი ჩელენჯ ქაფზე. რა გახდა ასეტი?
kaxa
11 თებერვალი 2017 23:11
0
ევროჯორჯიას
მაპატიე ისეთი მთვრალი ვარ რომ აზრი ვერ გამოვიტანე შენი კომენტარიდან. იმედია ბოდიშს მიიღებ :))
xvistani
11 თებერვალი 2017 22:53
0
ევროჯორჯიას
საქართველოს ჩემპიონატში მოტამაშე ბიჭებმა, ტალახში, თოვლში და თანაც რაც ყველაზე ცუდია-გასვლაზე მოუგეს გუნდს, რომელიც არ განეკუთვნება ძლიერ გუნდდთა კატეგორიას, მაგრამ არც იმ დონისაა, როგორებიც ფეხბურთში იორდანია და ყირგიზეთი, თუ უზბეკეთი. როდესაც რამეში ვერ ერკვევი აუცილებელი არაა აზრი დააფიქსირო, თან დარწმუნებული ვარ არც გიყურებია თამაშისთვის-ალბათ 10 წუთი და გადარრთე :)
xvistani
11 თებერვალი 2017 22:50
0
ჩვენებმა მე3 შემადგენლობიტ მოიგეს!მეორე უფრო სერიოზული გუნდია
irakli Apkhaidze
11 თებერვალი 2017 22:44
0
მართლა რაღა ნატო და რაღა ექვსი ერი. ისე ბელგიას თამაშში მეტი ინტერესი ჩაედო ვიდრე შპილკაობაში არ იქნებოდა ურიგო, ფეხბურთში ანტი-ფეხბურთი დაერქვათ და აქ ანტი-რაგბის თამაშისთვის მიუყვიათ ხელი
evrojorjia
11 თებერვალი 2017 22:16
0
9 ნორის პოზიციაზე ლობჯანიძე უკონკურენტოა!!! ბეგაძე ვერ იღებს სწრაფ გადაწყვეტილებებს და რასაც იღებს ხშირად არასწორს.რაქიდან ბურთი დამთქნარების გარეშე არ გამოაქ და მთქნარების დრო არ არის!!!
333
11 თებერვალი 2017 22:11
0
ნატოს საქართველო ვერასოდეს ვერ ეღირსება,აი რაგბის ამბავში კი ეგ დრო მოსულია მეგობარო
sano
11 თებერვალი 2017 22:10
0
ეს ბანძი იტალია10:63 განადგურდა. სადაა სამართალი. შარშა 5 თამაშში 5 ვე წაგება ქონდა 6 ერზე. ბურთები 45:225 . რაღა ნატო და რაღა 6 ერი. არ გვიშვებს არცერთი
giorgi
11 თებერვალი 2017 22:00
0
Rogor cqvekana ar vimsaxurebt evropuls arapers am mtavrobis xelshi !!! magram ragbistebi sul sxva temaa kacebi Arian politikosebisgan gansxvavebit.......
Dato
11 თებერვალი 2017 21:53
0

სიახლეები პოპულარული