საქართველოს ნაკრებმა "რაგბი ევროპის ჩემპიონატი" ბელგიის ძლევით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
11 თებერვალს საქართველოს მორგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2017 წლის "რაგბი ევროპის ჩემპიონატზე" პირველი მატჩი სტუმრად ბრიუსელში, ბელგიის წინააღმდეგ გამართა და ბონუს ქულით, ანგარიშით 31:6 გაიმარჯვა.

უამინდობამ შეხვედრას თავისი კვალი დაამჩნია, თუმცა "ბორჯღალოსნებმა" უპირატესობა ანგარიშში პირველსავე ტაიმში ასახეს, რომელიც 17:0 მოიგეს.

ანგარიში მერაბ კვირიკაშვილმა ზუსტი საჯარიმოთი გახსნა. მატჩის პირველი ლელო კი 23-ე წუთზე გიორგი თხილაიშვილმა დადო. მეორედ იგივე ტაიმის მიწურულს გიორგი კოშაძემ (39) მოახერხა და ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო ლელო მიითვალა. კვირიკაშვილმა ორივე ჯერზე გარდასახა.

შესვენების შემდეგ ბელგიელებმა ზედიზედ ორი საჯარიმო გაიტანეს, 29-ე
წუთზე კი "ბორჯღალოსნებმა" საჯარიმო ლელო მიითვალეს, რასაც კვირიკაშილის ზუსტი გარდასახვა მოჰყვა.

მძიმე და ნაკლებად სანახაობრივი მატჩის საბოლოო ანგარიში შეხვედრის მიწურულს ბექა გორგაძის ლელოსა და ლაშა მალაღურაძის გარდასახვის შემდეგ დაფიქსირდა - 31:6.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საქართველოს ნაკრები სამშობლოში 13 თებერვალს დაბრუნდება და მეორე ტურში გერმანიასთან მატჩისთვის "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე მოემზადება. საქართველო-გერმანიის დაპირისპირება 19 თებერვალს, 15:00 სთ-ზე რუსთავში გაიმართება.

რაც შეეხება "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" სასტარტო ტურის სხვა შეხვედრებს, გერმანიამ შინ რუმინეთი სენსაციურად, ანგარიშით 41:38 დაამარცხა, ესპანეთმა კი საკუთარ კედლებში რუსეთს მოუგო - 16:6.

საქართველოს ნაკრები ბელგიასთან ამ შემდგენლობით ითამაშა:
15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. გიორგი ფრუიძე, 13. გიორგი კოშაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე. 1. გიორგი თეთრაშვილი, 2. ბადრი ალხაზაშვილი, 3. გიორგი მელიქიძე, 4. გიორგი ნემსაძე, 5. ნოდარ ჭეიშვილი, 6. ლაშა ლომიძე, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. ბექა გორგაძე.
სათადარიგოები: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. თორნიკე მატარაძე, 18. სოსო ბეკოშვილი, 19. ოთარ გიორგაძე, 20. გიორგი ცუცქირიძე, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. ბექა წიკლაური.

სატურნირო ცხრილი
ა გ ქ
1. საქართველო 5
2. ესპანეთი 4
3. გერმანია 4
4. რუმინეთი 1
5. რუსეთი 0
6. ბელგია 0
მკითხველის კომენტარები / 29 /
ყოჩაღ ჩვენს ბიჭებს, ასეთ თოვლ-ჭყაპია ამინდში, სიცივეში მათივე მოედანზე 17 -თით ნული რომ იყო პირველ ტაიმში.
სიმართლე გითხრათ მე-2 ტაიმში შემეშინდა მაგრამ მორკინალებმა მაგრა იმუშავეს ბოჭვებზე.
როგორც იტყვიან -გააქვავეს ბელგიელები.
სულ არ მინდა მაგ ექვსეულში. აქ ლიდერობა ჯობია , იქ აუტსაიდერობას.
გილოცავთ. გაგვახარეთ.
11 თებერვალი 2017 21:37
0
20 წლამდელთა მსოფლიომდე 3 თვე დარჩა და ტიპები ზედა ეშელონებში მარათონულად
shako
11 თებერვალი 2017 21:25
0
ისევ 6 ერის უაზრო პროპაგანდა, ნაკლები ყურადღება და ფინანსები საკლუბო რაგბს, რა გახდა ამ დედ-ულ Challenge Cup ზე 1 ქართული სარაგბო კლუბის ჩართვა მაინც, სადაც სხვებთან ერთად ბელგიის გერმანიის იტალიის და რუსეთსი კლუბები თამაშობენ
shako
11 თებერვალი 2017 21:24
0
გასაგებად გეუბნებიან რომ საქართველო იტალიის მაგივრად არ აწყობთ. თითქმის ერთი დონის გუნდები ვართ ჩვენ და იტალია. მაგრამ იტალიას მარკეტინგული ბაზარი აქვს დიდი ძაან და რაში აწყობს კერძO ბიზნესს საქართველოს იქ დმატება რომელიც იტალიის მსგავსად გაცამტვერდება ყველასთან. სხვა გზა უნდა მოვნახოთ
giorgi
11 თებერვალი 2017 21:14
0
იმედია გერმანია მოუმატებს და მოუმატებს. რაც მეტი ძლიერი გუნდა იქნება ერთა თასზე უკეთესია ჩვენთვის. გერმანია ჩვენ დონეზე რომ იყოს კი მიიღებდნენ ექვს ერში. რუსეთი რუმინეთი გერმანია და ჩვენ თუ ვიქნებით ძლიერები (ესპანეთმა დაარჭო დღეს რუსეთს) მერე შეიძლება ექვს ერზე ფლეიოფი. მარტო ჩვენთვის არ გახსნიან ფინანსურად არ აწყობთ. გერმანია და რუსეთი კი უკვე თემაა
gia
11 თებერვალი 2017 21:09
0
საქართველომ მეორე შემადგენლობით (ფაქტიურად საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე რაგბისტებით) მოუგო მსოფლიოს 26-ე გუნდს!!!!
pele
11 თებერვალი 2017 20:39
0
შანსი არაა ჩვენ ირლანდიამ სახლში 63-10 მოგვიგოს. მაკარონშიკი იტალიელები და უსინდისო ექვსი ერის მესვეურები თავისი კომერციული ინტერესებით. ჰაჰაჰა, ჩვენ უკვე მეორე გუნდით უგებთ ევროპაზე მოწინააღმდეგეებს. უნდა შეგვიშვან თორემ რუმინეთივით მოგვივა. ხო ხედავენ რომ უკან-უკან მიდის რუმინეთი. დრო იყო საფრანგეთს უგებდნენ და იტალიასთან თამაშს არც კადრულობდნენ. დღეს კი უკვე გერმანიამაც მოუგო. მაგათი ცოდვა მსოფლიო რაგბის მესვეურების კისერზეა. არ მიცეს წინსვლის საშუალება და ეხლა ჩვენც გვიჩალიჩებენ.
მადლობა ბიჭებს
11 თებერვალი 2017 20:22
0
გაგიჭირდებოდათ ალბათ :)
ლაშა
11 თებერვალი 2017 20:21
0
გერმანიამ ბოლოს 1938 წელს მოუგო რუმინეთს ბუქარესტში - 79 წლის წინ...
ინგლისური ლელობურთი
11 თებერვალი 2017 20:11
0

სიახლეები პოპულარული