საქართველოს ნაკრებმა "რაგბი ევროპის ჩემპიონატი" ბელგიის ძლევით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
11 თებერვალს საქართველოს მორგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2017 წლის "რაგბი ევროპის ჩემპიონატზე" პირველი მატჩი სტუმრად ბრიუსელში, ბელგიის წინააღმდეგ გამართა და ბონუს ქულით, ანგარიშით 31:6 გაიმარჯვა.

უამინდობამ შეხვედრას თავისი კვალი დაამჩნია, თუმცა "ბორჯღალოსნებმა" უპირატესობა ანგარიშში პირველსავე ტაიმში ასახეს, რომელიც 17:0 მოიგეს.

ანგარიში მერაბ კვირიკაშვილმა ზუსტი საჯარიმოთი გახსნა. მატჩის პირველი ლელო კი 23-ე წუთზე გიორგი თხილაიშვილმა დადო. მეორედ იგივე ტაიმის მიწურულს გიორგი კოშაძემ (39) მოახერხა და ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო ლელო მიითვალა. კვირიკაშვილმა ორივე ჯერზე გარდასახა.

შესვენების შემდეგ ბელგიელებმა ზედიზედ ორი საჯარიმო გაიტანეს, 29-ე
წუთზე კი "ბორჯღალოსნებმა" საჯარიმო ლელო მიითვალეს, რასაც კვირიკაშილის ზუსტი გარდასახვა მოჰყვა.

მძიმე და ნაკლებად სანახაობრივი მატჩის საბოლოო ანგარიში შეხვედრის მიწურულს ბექა გორგაძის ლელოსა და ლაშა მალაღურაძის გარდასახვის შემდეგ დაფიქსირდა - 31:6.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საქართველოს ნაკრები სამშობლოში 13 თებერვალს დაბრუნდება და მეორე ტურში გერმანიასთან მატჩისთვის "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე მოემზადება. საქართველო-გერმანიის დაპირისპირება 19 თებერვალს, 15:00 სთ-ზე რუსთავში გაიმართება.

რაც შეეხება "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" სასტარტო ტურის სხვა შეხვედრებს, გერმანიამ შინ რუმინეთი სენსაციურად, ანგარიშით 41:38 დაამარცხა, ესპანეთმა კი საკუთარ კედლებში რუსეთს მოუგო - 16:6.

საქართველოს ნაკრები ბელგიასთან ამ შემდგენლობით ითამაშა:
15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. გიორგი ფრუიძე, 13. გიორგი კოშაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე. 1. გიორგი თეთრაშვილი, 2. ბადრი ალხაზაშვილი, 3. გიორგი მელიქიძე, 4. გიორგი ნემსაძე, 5. ნოდარ ჭეიშვილი, 6. ლაშა ლომიძე, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. ბექა გორგაძე.
სათადარიგოები: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. თორნიკე მატარაძე, 18. სოსო ბეკოშვილი, 19. ოთარ გიორგაძე, 20. გიორგი ცუცქირიძე, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. ბექა წიკლაური.

სატურნირო ცხრილი
ა გ ქ
1. საქართველო 5
2. ესპანეთი 4
3. გერმანია 4
4. რუმინეთი 1
5. რუსეთი 0
6. ბელგია 0
მკითხველის კომენტარები / 29 /
თამაშს მოგების გამო არ უყურე, ბევრად უფრო მაინტერესებფა თამაშის ხარისხი, რაც არ მომეწონა... 1) ტემპი გვაქ ძააან დაბალი 2) ხელიდან ბურთი გვივარდება 3) 80 წუთის განმავლობაში რამოდენიმეჯერ უწყინარ სიტუაციაში ნორმალურ პასს რო ვერ გააკეთებ ეგ უკვე ძააან ცუდია 4) არ მინახია ხელით თამაში რასაც ველოდებოდი და ვერ განვითარდებით სანამ ხელით თააშს არ ვისწავლით სანამ უკანახაზლები ფორვადების მსგავსად არ დაგლიჯავენ 5) რაქის გაწმენდას ძაან დიდ დროს ვანდომებთ 6) ემოციები სადაც შეიძლება რო ჩავახშოდ უნდა ჩავახშოდ ეს სპორტია... (ამინდი გასამართლებელ საბუთად არ მიიღება როცა პროფესიონალიზმზე და 6 ერზე გაქ პრეტენზია) სამწვრთნელო შტაბმა და მოთამაშეებმა კრიტიკაც უნდა გაითვალისწინონ და იმუშაონ შეცდომებზე... მოკლედ წარმატებები აბა თქვენ იცით 19 ში კიდევ ერთი ბონუსით ვიგებთ და ჩემი აზრით ყველა თამაში დაუნდოლად უნდა მოვიგოთ ძააან დიდი ანგარიშებით სტატისტიკისთვის, რომ ნახონ სტატისტიკა 6 ერის მამებმა და მამიდებმა... წარმატებები !!!
zura
11:30 13-02-2017
0
გერმანიამ ბოლოს 1938 წელს მოუგო რუმინეთს ბუქარესტში - 79 წლის წინ...
ინგლისური ლელობურთი
20:11 11-02-2017
0

სიახლეები პოპულარული