საქართველო-გერმანიის მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოსა და გერმანიის მორაგბეთა ნაკრებების "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 19 თებერვალს რუსთავში, "რუსთავი არენაზე", 15:00 საათზე გაიმართება.

მატჩის ბილეთების შეძენა მსურველებს ინტერნეტში TKT.GE-ზე უკვე შეუძლიათ. ბილეთის ფასი 10 და 5 ლარია.

ბილეთების დარჩენის შემთხვევაში, ისინი მატჩის დღეს სტადიონის სალაროში გაიყიდება.

ფოტო: რაგბის კავშირის "ფეისბუქგვერდი"
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
გაყიდვა დაიწყო? ბილეთები თითქმის აღარაა :D მესხზე ჯობდა ყოფილიყო თამაში მაინც შეივსებოდა მოედანი
გიორგი
14:10 14-02-2017
0
მინდვრის საფარს უფრთხილდებიან!
pele
15:58 14-02-2017
0

სიახლეები პოპულარული