შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ, ტურნირის სტარტზე "ბორჯღალოსნებმა" ბელგიას სტუმრად, ბონუს ქულით, ანგარიშით 31:6 მოუგეს და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად ლიდერობენ, ხოლო გერმანიამ პირველ ტურში შინ, სენსაციურად, 41:38 დაამარცხა რუმინეთის ნაკრები.
სამი ახალბედა
საქართველოს ნაკრების ახალზელანდიელი მწვრთნელი თებერვალში ნაკრების ბირთვს ასვენებს და ახალბედებს ცდის. ბელგიასთან ოთხმა დებიუტანტმა მიიღო პირველი, ღვინისფერი სამი სიახლეა დამწყებ 15-ეულშიც: შეიცვალა ორივე ბურჯი - თადარიგიდან დაწინაურდნენ საფრანგეთში მოთამაშე ლეგიონერები - თორნიკე მატარაძე და სოსო ბეკოშვილი, გუნდს კი დაგეზავს "ბაგრატის" 10 ნომერი რევაზ ჯინჭველაშვილი.
მეკო - 100 კეპი!
კაპიტანი კვლავაც მერაბ შარიქაძეა. თადარიგში ორი გამოცდილი მგეზავი - ლაშა მალაღურაძე და ლაშა ხმალაძე გვეყოლება. გერმანიის ნაკრებთან მატჩი გამორჩეული იქნება - მეასე სანაკრებო კეპს მიითვლის მერაბ კვირიკაშვილი. საქართველოს საუკეთესო მექულე "ბორჯღალოსანთა" 29-წლიან ისტორიაში პირველი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით 43-ე "ცენტურიონი" გახდება.
საქართველოს და გერმანიის მორაგბეთა ნაკრებები აქამდე ხუთჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და გამარჯვება ყოველთვის ქართველ მორაგბეებს დარჩათ (ჯამში - 252:26, ლ - 37/3).
საქართველოს ნაკრები სამატჩო რაზმი
უკანა ხაზი: 15 მერაბ კვირიკაშვილი, 14 გიორგი ფრუიძე, 13 გიორგი კოშაძე, 12 მერაბ შარიქაძე (კაპ), 11 სანდრო თოდუა, 10 რევაზ ჯინჭველაშვილი, 9 გიორგი ბეგაძე.
შერკინება: 1 თორნიკე მატარაძე, 2 ბადრი ალხაზაშვილი, 3 სოსო ბეკოშვილი, 4 გიორგი ნემსაძე, 5 ნოდარ ჭეიშვილი, 6 ლაშა ლომიძე, 7 გიორგი თხილაიშვილი, 8 ბექა გორგაძე.
მარქაფა: 23 ლაშა მალაღურაძე, 22 ლაშა ხმალაძე, 21 გელა აფრასიძე, 16 გიორგი ჭყოიძე, 17 გიორგი თეთრაშვილი, 18 ლაშა ტაბიძე, 19 გიორგი მჭედლიშვილი, 20 საბა შუბითიძე.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით