კობუს პოტხიტერი: საქართველოში საქართველოს წინააღმდეგ... უკეთესი რა უნდა იყოს?!

AutoSharing Option
18 თებერვალს, რუსთავის სარაგბო სტადიონის მედიადარბაზში, გერმანიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კობუს პოტხიტერმა პრესკონფერენცია გამართა.

19 თებერვალს, "ბორჯღალოსნები" "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მეორე ტურში გერმანიას დაუპირისპირდებიან. თამაში რუსთავში 15:00 საათზე დაიწყება.

- მილტონ ჰეიგმა გერმანიასთან მატჩისთვის "ბორჯღალოსნების" სამატჩო რაზმი დაასახელა

"რუმინეთის ნაკრებთან გამარჯვება უკან დარჩა. ახლა მხოლოდ საქართველოზე ვფიქრობთ, რომელსაც დიდ პატივს ვცემთ. მთლიანად ამ თამაშზე ვართ კონცენტრირებულნი.

გუნდი შენების პროცესშია და შემადგენლობაში ცვლილებები სწორედ ამ მიზეზით შევიტანე. რამდენიმე პოზიციის გაძლიერება გვსურს. საქართველოს ნაკრებს საქართველოში რომ ეთამაშები, მათ გამოსაცდელად ამაზე
უკეთესი შესაძლებლობა რა უნდა იყოს?!

რუმინეთთან მოგების მიუხედავად, ჩვენი გეგმები არ შეცვლილა. ჩვენი ამოცანა ჯგუფში კვლავ ორი გამარჯვებაა. გვესმის, რომ ყველა მატჩში მოედანზე მოსაგებად ვერ გავალთ, მაგრამ მთავარია, მორაგბეებს თვდაჯერება შეემატათ", - განაცხადა პოტხიტერმა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ყველას უნდა მსოფლიოზე გასვლა, გერმანიას და ესპანეთსაც გაუჩნდათ ამბიცია. ბელგიაა მარტო უშანსოდ. რადგან ჩვენთან ქულები არ ეთვლებათ ყველა დაისვენებს ჩვენთან და ექსპერიმენტებით გამოვლენ. ისედაც წინააღმდეგობას ვერავინ გვიწევდა და ესე ხო საერთოდ გაგვიჭირდება პროგრესი. ექვსი ერი გვჭირდება ან ოფიციალურად საქართველო ბ ვათამაშოთ ამ ტურნირში როგორც არგენტინა აკეთებს ამერიკის თასზე
0
თამაშამდე და თამაშის დროს ფსიქოლოგიურად მოდუნება და რაღაც ილუზიების შექმნა გამორიცხული უნდა იქნეს, ბრძოლაა საჭირო და მოხერხებული ჭკვიანურად თამაში. წინ საქართველოვ , შენ უნდა გაიმარჯვო.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული