"ხდება ის, რასაც ვამბობდით - ახალგაზრდა მორაგბეები ვითარდებიან"

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა დღეს, 19 თებერვალს გერმანიასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

- "ბორჯღალოსნებმა" გერმანიის ნაკრები გაანადგურეს

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნებმა" "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მეორე ტურში გერმანიის ნაკრებს უმასპინძლეს და მეტოქე ანგარიშით 50:6 დაამარცხეს.

"როგორც ვთქვი, ეს შემადგენლობა ამ ორი მატჩისთვის იყო დასახელებული. ხვალ მწვრთნელები დღევანდელ მატჩს შევაჯამებთ. შესაძლოა, ესპანეთთან მატჩს რუმინეთისა და რუსეთისგან განსხვავებით სხვანაირად მივუდგეთ. ვნახოთ, ვიფიქრებთ შემადგენლობაზე.

დღევანდელ მატჩში პირველხაზელების თამაშით ვარ კმაყოფილი. მათ ბრწყინვალედ ითამაშეს და მგონია, ყვითლები, რომელიც მიიღეს, გაუგებარია. გორგაძე უკვე
2 წელია გუნდშია და თამაშიდან თამაშამდე უმატებს. კმაყოფილი ვარ კოშაძის თამაშითაც. პრინციპში, ხდება ის, რასაც ვამბობდით - ახალგაზრა მორაგბეები ვითარდებიან.

პირველი ტაიმის შემდეგ, მორაგბეებს ვუთხარი, რომ ბურთით კარგად ვთამაშობთ და მეორე ტაიმში სწორედ ბურთის კონტროლი დავავალე.

რაც შეეხება ტრავმებს, რაგბი ძალისმიერი სპორტია. შესაძლოა, მორაგბემ სირბილის დროსაც მიიღოს დაზიანება. ტრავმა ჩვეულებრივი ამბავია. 5 წელია აქ ვარ და ამდენი ტრავმა მოთამაშეებს არ მიუღიათ. დღეს უბრალოდ ასე დაემთხვა. მოგვიანებით, ფიზ. მომზადების მწვრთნელებს გავესაუბრები (იცინის)", - თქვა ჰეიგმა.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ასე უცხოელი და გადამთიელი ჩვენს ქვეყანას გამოდგომოდეს არ გამიგია და არც მახსოვს რაა:))მადლობა მილტონს! ნამდვილად კარგი თაობა მოდის და კარგია რომ ასეთ მატჩებში მათ აქვთ გამოცდილების მიღების,ზრდის შესაძლებლობა.
0
pirvel righi vulocav mtels saqartvelos da hvens moragbeebs.
axla me mgoni mtavari amocana unda ikos rac heidzleba didi angarihit movigot da metoqes qula ar avagebinot.
TAMAZIKO
12:11 20-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული