"ბორჯღალოსნებმა" გერმანიის ნაკრები გაანადგურეს

AutoSharing Option
19 თებერვალს რუსთავის სარაგბო სტადიონზე "ბორჯღალოსნებმა" "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" ფარგლებში გერმანიის ნაკრები ანგარიშით 50:6 დაამარცხეს.

"ბორჯღალოსნებმა" პირველი ტაიმი ანგარიშით 21:6 მოიგეს.

ქართველმა მორაგბეებმა დაწინაურება მალევე მე-3 წუთზე ლამაზი კომბინაციით გიორგი კოშაძის ლელოთი შეძლეს. მერაბ კვირიკაშვილმა უპრობლემოდ გარდასახა - 7:0.

მე-8 წუთზე სტუმრებმა ჯარიმა ზუსტად შეასრულეს და სხვაობა შეამცირეს - 7:3.

მე-17 წუთზე ამჯერად უკვე ლელო გიორგი ფრუიძემ მიითვალა. კვირიკაშვილმა საკმაოდ მახვილი კუთხიდან გარდასახა და ანგარიში 14:3 გახდა.

28-ე წუთზე გერმანელებმა ჯარიმა ზუსტად შეასრულეს - 14:6. უკვე 29-ე წუთზე კი კოშაძემ
ერთ მომენტში გერმანელი მეტოქე მოძრაობით დააბნია და მეორე ლელო მიითვალა, რასაც კვირიკაშვილმა ზუსტი გარდასახვა მიაყოლა - 21:6.

47-ე წუთზე გიორგი თხილაიშვილმა გამოიყენა თავისი შანსი და ლელო მიითვალა. 56-ე წუთზე კი ლელო ბექა გორგაძემ დადო. 64-ე წუთზე კი გორგაძემ მეორე ლელოც ჩაიწერა ანგარიშზე.

სამწუხაროდ კვირიკაშვილის სამივე გარდასახვა არ აღმოჩნდა ზუსტი. პირველის შემთხვევაში ბურთი მარჯვენა ძელს მოხვდა.

68-ე წუთზე კი თხილაიშვილმა უკვე მეორე ლელო გაიფორმა, კვირკაშვილმა კი გარდასახვა ამჯერად ზუსტად შეასრულა და ანგარიში 43:6 გახადა.

ბოლო წუთზე კი ლელოს დადება საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ შეძლო, რასაც ასევე ზუსტი გარდასახვა მოჰყვა და საბოლოოდ "ბორჯღალოსნებმა" ანგარიშით 50:6 გაიმარჯვეს.

ამ გამარჯვებით ჩვენმა ნაკრებმა ბონუს ქულა აიღო და სატურნირო ცხრილში 10 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მორიგ მატჩს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სტუმრად ესპანეთთან 4 მარტს ჩაატარებს.

ფოტო: rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 15 /
1 ქულა უნდა აეღო წაგებულ თამაშში და 3 მოგებულში
VAZHA
19 თებერვალი 2017 17:57
0
მიუხედავად კლასისა ძალიან ბევრ შეცდომებს ვუშვებთ.
დემე
19 თებერვალი 2017 17:52
0
გადახალისებული გუნდით იყო გერმანია ძაან, დაასვენეს მოთამაშეები შესარჩევისთვის ერთა თასის მოგების არც სურვილი აქვთ ამ ეტაპზე და არც ამბიცია. მთავარ მიზნად მსოფლიოს საკვალიფიკაციო აქვთ და შემდეგი თამაშები ეს უბრალოდ ამხანაგურად განიხილეს. ასევე იზამს ყველა სხვა გუნდი რუმინეთის გარდა და ჩვენთვის ცუდია ეს ძაან. ისედან როგორ ვუგებთ ამათ და ეხლა კიდე ამათი მეორე გუნდებთან თამაშით როგორ უნდა გავიზარდოთ.
thgh-s
19 თებერვალი 2017 17:25
0
გილოცავთ ბიჭებო...აშკარა წინსვლაა ხელით თამაშში,ცოტა არი შეცდომები მაგრამ მუშაობით დალაგდება ყველაფერი...წინსვლა საქართველოს !!!
levani
19 თებერვალი 2017 17:25
0
გილოცავთ და გაგიმარჯოთ!!! მიკვირს, გერმანიამ როგორ მოუგუ რუმინეთს???
tngh
19 თებერვალი 2017 17:04
0

სიახლეები პოპულარული