Daily Mail: ივანიშვილი ექვს ერში საქართველოს მიღებისთვის წელიწადში 10 მლნ ევროს იხდის

AutoSharing Option
ბრიტანული Daily Mail-ის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი მზად არის, ქართული რაგბის განაცხადი ექვსი ერის პირველობაზე ფინანსურად უზრუნველყოს.

"მისი სასახლე სამხრეთ თბილისის შემაღლებულ ადგილას ლითონისა და მინისგან არის აშენებული. ის ჯეიმს ბონდის ვილას წააგავს. ზღვის მარილით მარაგდება მისი დიდი აკვარიუმი. აქ არის გამოფენილი მილიარდ დოლარად შეფასებული ხელოვნების ნიმუშები. სასახლის პატრონს ფარშევანგები, პინგვინები და ზებრები ჰყავს. "მსოფლიოში 8 სახის ფარშევანგი არსებობს და მე ყველა მყავს", - ამაყად აცხადებს იგი.

წლების განმავლობაში ბევრმა არც იცოდა, როგორ გამოიყურებოდა ამ რეზიდენციის პატრონი,
თუმცა ის უკვე აფინანსებდა ქართულ თეატრსა და ქართულ რაგბის.

2011 წელს ის ყურადღების ცენტრში მოექცა, წარმატებულად მოიგო საარჩევნო კამპანია და გახდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. მას მოლაპარაკებები ჰქონდა დევიდ კამერონთან და ბარაქ ობამასთან. ახლა კი ქართველი მილიარდერი დააფინანსებს ქართულ კამპანიას, რომლის მიზანია ნაკრებმა ექვს ერში ითამაშოს", - ასე ახასიათებს გამოცემა ბიძინა ივანიშვილს.

ნაკრების თავკაცმა მილტონ ჰეიგმა შემდეგი განუცხადა "დეილი მეილს":

"ჩვენ ვაპირებთ, საქართველოში მოვიწვიოთ ექვსი ერის შეფი ჯონ ფიენი და არა მარტო ის. ჩვენ მათთან საუბრის საშუალება არასოდეს გვქონია. რა არის საჭირო ტურნირზე მოსახვედრად, სარაგბო დონის მომატება თუ ფინანსური უზრუნველყოფა? ჩვენ ორივე შეგვიძლია.

Sportall.Ge
ქართული რაგბი "დეილი მეილის" მიხედვით

გვითხარით, რა არის ამის ფასი? თუ ეს 10 მილიონი ევროა წელიწადში, გვითხარით და გვეცოდინება, რატომ არ ვართ ექვს ერზე. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ 10 მილიონს წელიწადში აუცილებლად ვიშოვით.

როცა აქ მოვედი 2011 წელს, ნაკრები მაისურების სპონსორისგან 10 ათას დოლარს იღებდა, ახლა კი ეს თანხა 300 ათასის ტოლფასია. მსოფლიოში მხოლოდ ორი ქვეყანაა, სადაც რაგბი ეროვნული სახეობაა - ახალი ზელანდია და უელსი. საქართველო არც ისე შორსაა.

მოგვეცით შანსი და თუ ყოველ მატჩში 40-40 ქულით დავმარცხდებით, დავუბრუნდებით ჩვენს ადგილს".
მკითხველის კომენტარები / 143 /
გაიხარე ბატონო ბიძინა................
...............................
20 თებერვალი 2017 22:15
0
ვეტერანი რაგბისტი ვარ,რაგბზე არა მგონია ჩემზე უფრო ბევრს შესტკიოდეს გული,მაგრამ ქვეყანას მიხედე ივანიშვილო!..მერე რაგბსაც ეშველება ფეხბურთსაც და მხატვრულ ტანვარჯისშაც...და რაც მთავარია ამდენ გაჭირვებულ ადამიანს...თუ არ გქონდა მართვის თავი, ან სხვა მიზნით მოხვედი ხელისუფლებაში, მაშინ ვერც 10 მილიონი გშველის და ვერც შენს მიერ დაბოლიი ხალხი,რომელთა რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით მცირდება....
dato
20 თებერვალი 2017 21:58
0
ფაქტი ერთია: რომ ძალიან წაადგება ეს ფული ქართულ რაგბის!
irakli Apkhaidze
20 თებერვალი 2017 21:47
0
ოლიგარქის საკეთილდღეო შემფასებლებო, ამ დონის, ერის და ქვეყნის გამყიდველი-ოლიგარქი ქართველი ერის ისტორიას არ ახსოვს. ოლიგარქს, ერის და ქვეყნის სიძლიერე ინტერესში არ არის. მისი ინტერესი ის არის, როგორ დააგოიმოს ქართველი და ჩააბაროს პუტინის მაფიას და ამით შეინარჩუნოს საკუთარი მილიარდები. ამას ვერ ხვრება ერთეული ქართველი გოიმი. აზრზე მოდით ერთეულებმა, თორემ ედიკას პერიოდი სანატრელი შეგექმნებათ.
maldini-55555
20 თებერვალი 2017 21:26
0
მაგარი კაცია ბიძინა,ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს,ვისაც გულზე გხვდებათ მისი გაკეთებული სიკეთეები იმათ საყურადღებოდ,,,,მთავრობაში 37 მილიონერიაო ქვეყანაში 10 ჯერ მეტი,გაგიგიათ მათი დახარჯული 1ლარი ქვეყნის სასიკეთოდ,
თაზო
20 თებერვალი 2017 20:41
0
ძლივს გავიღიმე კომენტარებშიც რომ გამოჩნდა ასეთი დადებითი კომენტარი და ჩემი აზრით სწორი. რაგბისთვის კი არა ყვეყნისთვის და ხალხისთვის იმდენი რამ აქვს გაკეთებული ივანიშვილს რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში ვერ დაინახავ კაცი თუ არ გინდა არაფრის დანახვა, უკმაყოფილოებს უნდათ ფული ჯიბეში ჩაუდოს ბიძინამ და მერე გახდება ქვეყნის აღმშენებელი. სამწუხაროდ ძალიან ბევრია ესეთი. მიხარია რომ მათზე არაა ქვეყნის ბედი დამოკიდებული ^_^
ნია-ს
20 თებერვალი 2017 20:38
0
მამულო მამულისთვის იმის 0.1 პროცენტი მაინც თუ გაქვს გაკეთებული რაც ივანიშვილმა გააკეთა? კრიტიკა ადვილია არა? კარგის დანახვაც არაა ძნელი თუ მოინდობემს კაცი, თორე კიდევ კარგი მასეთი აზროვნების ადამიანებზე არ დგას საქართველო თქვენ რომ ხართ, ვითარდება ქყვეყანა იმის მიუხედავათ რას ვიფქრობთ თქვენ. ეს მახარებს მე
მამულოს
20 თებერვალი 2017 20:32
0
ღმერთმა გაუმარჯოს და ჯანმრთელად ამყოფოს ჩვენი ერის სასიკეთოდ და საამაყოდ!!!
mir
20 თებერვალი 2017 20:02
0
isa-ს.12 სტადიონი ააშენა???? და ქვეყანა კი დააქცია თავის მოყვანილ მთავრობასთან ერთად.აი ეს ნახე და ნუ შემედავები"მონიტორინგის ცენტრმა „მედიატორმა“ და პარტია „ახალმა საქართველომ“ ერთობლივი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

როგორც კვლევის შედეგის ერთ-ერთი ავტორი ლევან ხაბეიშვილი აღნიშნავს მმართველი პარტიის 115 დეპუტატიდან 37 მილიონერია"
mamulo
20 თებერვალი 2017 19:55
0
გადაიხდის თუ არა ეს თვითონ იცის და მისი ნებაა, მაგრამ რაც რაგბისთვის უკვე გაკეთებული აქვს (ვინც რაგბის წრეში ტრიალებს მათ კარგათ იციან) მადლობა კი ეკუთვნის. რომც არ გადაიხადოს და თამაშის შანსი გაჩნდეს ქვეყანამ მაინც უნდა გადაიხადოს.
moragbe
20 თებერვალი 2017 19:33
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული