Daily Mail: ივანიშვილი ექვს ერში საქართველოს მიღებისთვის წელიწადში 10 მლნ ევროს იხდის

AutoSharing Option
ბრიტანული Daily Mail-ის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი მზად არის, ქართული რაგბის განაცხადი ექვსი ერის პირველობაზე ფინანსურად უზრუნველყოს.

"მისი სასახლე სამხრეთ თბილისის შემაღლებულ ადგილას ლითონისა და მინისგან არის აშენებული. ის ჯეიმს ბონდის ვილას წააგავს. ზღვის მარილით მარაგდება მისი დიდი აკვარიუმი. აქ არის გამოფენილი მილიარდ დოლარად შეფასებული ხელოვნების ნიმუშები. სასახლის პატრონს ფარშევანგები, პინგვინები და ზებრები ჰყავს. "მსოფლიოში 8 სახის ფარშევანგი არსებობს და მე ყველა მყავს", - ამაყად აცხადებს იგი.

წლების განმავლობაში ბევრმა არც იცოდა, როგორ გამოიყურებოდა ამ რეზიდენციის პატრონი,
თუმცა ის უკვე აფინანსებდა ქართულ თეატრსა და ქართულ რაგბის.

2011 წელს ის ყურადღების ცენტრში მოექცა, წარმატებულად მოიგო საარჩევნო კამპანია და გახდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. მას მოლაპარაკებები ჰქონდა დევიდ კამერონთან და ბარაქ ობამასთან. ახლა კი ქართველი მილიარდერი დააფინანსებს ქართულ კამპანიას, რომლის მიზანია ნაკრებმა ექვს ერში ითამაშოს", - ასე ახასიათებს გამოცემა ბიძინა ივანიშვილს.

ნაკრების თავკაცმა მილტონ ჰეიგმა შემდეგი განუცხადა "დეილი მეილს":

"ჩვენ ვაპირებთ, საქართველოში მოვიწვიოთ ექვსი ერის შეფი ჯონ ფიენი და არა მარტო ის. ჩვენ მათთან საუბრის საშუალება არასოდეს გვქონია. რა არის საჭირო ტურნირზე მოსახვედრად, სარაგბო დონის მომატება თუ ფინანსური უზრუნველყოფა? ჩვენ ორივე შეგვიძლია.

Sportall.Ge
ქართული რაგბი "დეილი მეილის" მიხედვით

გვითხარით, რა არის ამის ფასი? თუ ეს 10 მილიონი ევროა წელიწადში, გვითხარით და გვეცოდინება, რატომ არ ვართ ექვს ერზე. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ 10 მილიონს წელიწადში აუცილებლად ვიშოვით.

როცა აქ მოვედი 2011 წელს, ნაკრები მაისურების სპონსორისგან 10 ათას დოლარს იღებდა, ახლა კი ეს თანხა 300 ათასის ტოლფასია. მსოფლიოში მხოლოდ ორი ქვეყანაა, სადაც რაგბი ეროვნული სახეობაა - ახალი ზელანდია და უელსი. საქართველო არც ისე შორსაა.

მოგვეცით შანსი და თუ ყოველ მატჩში 40-40 ქულით დავმარცხდებით, დავუბრუნდებით ჩვენს ადგილს".
მკითხველის კომენტარები / 143 /
dzalian kargi da gasaxaria kvela kargi saqme,magram he kai adamiano sahxerehi erti normaluri fexburtis stadioni ver agihenebia da ravi. . . . ???
TAZO
21 თებერვალი 2017 13:38
0
სხვა სპორტსაც მიხედოს. ხომ შეიძლება, სხვაგან დიდი ფული არ კეთდება თუუუუუუუუუუუ
xalxi
21 თებერვალი 2017 13:17
0
ბოღმიანებო რა გეშველებათ.
daji
21 თებერვალი 2017 13:06
0
საკდრისისმერე ბიძინას როგორ აქეფტ გმერთის არ გეშინიათ? მაგრამ თქვენი გმერთი ბიძინაა
gaga
21 თებერვალი 2017 13:05
0
ბაჩო ბატონია ბიძინა? ვაი ვაი რა გიქნათ ამ უსინდისომ
guga
21 თებერვალი 2017 13:03
0
რომელი უბრალო ადამიანი დააფინანსა ბიძომ, ხომ ვერ მეტყვით? მაგ ადამიანმა წაბილწა საქართველო, ახლა თურმე ათ მილიონს იხდის?! კიდევ გჯერათ ამ ზღაპრების, ხალხო? ვერაფერი ისწავლეთ და გაიგეთ?
mamuka09ze
21 თებერვალი 2017 13:03
0
ხალხნო! ერთი გვერდი წავიკითხე კომენტარების და ვხვდები, რა დინის ვართ ქართველები.რო ვიძახით ევროპა გვინდა, ნატო გვინდა... არაფერიც აღარ გინდათ!მადლიზა ეს ადამიანი დათანხმდა 2012 წელს პრემიერობას და ამდენი გააკეთა .მერე ასპარეზი სხვას დაუთმო მეტი რა გინდათ. ეს მთავრობა ბიძინამ მოიყვანა თU თქვენ და თქვეენაირებმა. ინტერნეტში რომ ხმაურობთ და აძაგებთ ამ ადამიანს, თუ ისევ მოგინდათ მიშა და მისი რაზმი.ვერ გაგირჩევიათ კარგი და ცუდი ,ამ ადამიანმა მოგცათ არჩევანის უფლება და შენც აირჩიე. გაანძრიე შენი გონება, მიმოიხედე ირგვლივ რა ხდება, შენს ახლო მეზობლებში,მსოფლიოში ირგვლივ და მერე ანალიზი გაუკეთე ყველაფერს,რატომ და რისთვის ხდება ასე,მაგრამ ქართველების გონებას ძინავს,იმიტომ რომ გადაჩვეულები არიან წინაამღდეგობის გაწევას (მალობა ღმერთს რომ ყველა ვერ დაომორჩილეს).რატომ არ მიდიხართ არჩევნებზე,რომ მისცეთ ხმა ღირსეულს .ხომ იყო წინასწარ ჩაწერილი ვინ რომელ პარტიაში იყრიდა კენჭს, ვინმე ახალი იყო?!თქვენ ხომ ფულის მეშოკებს მიეცით ხმა და არა თქვენს მომავალს, ან რუსთავი2-ის მიტინგზე რამ მიგიყვანათ ხალხო! ჩვენს გონს ,რომ არ ძინებოდა ნაციონალები ჯერ კიდევ 2012წ. უნდა გასამართლებულიყო, მაგრამ ეს ბიძინას კი არა ჩვენ ხ ა ლ ხ ს უნდა გაგვეკეთებია, მაგრამ სად არის ხალხი? საღათას ძილს მისცემია ქართველი ხალხი. ამბობს კაცი: მე ბიზნესი ვიცი, პოლიტიკა ჩემი საქმე არ არისო და გადადგა, მეტი რა გინდათ თუ მაინცდამაინც გადატრიალების გზით წასულიყო,რაც ჩვენთვის ჩვეულებრივი ამბავია... გვეყოს ძილი გამოვიღვიძოთ, მითუმეტეს.სტიმული ჩვენმა პატრიარქმა მოგვცა- - მადლობა უფალს,კიდევ ერთხელ გვიხსნა ასეთი მძიმე განსაცდელისგან და გაანათა გონი საქართველოსი და გადავრჩით. ჩვენ გადაგვარჩენს - სიყვარული ღმერთის.სამშობლოს და ერთმანეთის. გ ა ვ ი ღ ვ ი ძ ო თ გავაანალიზოთ ირგვლივ ყველაფერი. შევკრიბოთ სამშობლოზე შეყვარებული (და არა ფულზე) ხალხი მრგვალ მაგიდასთან და მოინახება ჩვენი საშველი.მე მჯერა რომ ქართული გონი - ყველაზე ძლიერია მსოფლიოში. ასე რომ არ იყოს, ვერ მოვაღწევდით აქამდე, ასეთი ტერიტორიის მფლობელი.ბატონ ბიძინას კი მოვუბოდიშოთ და დიდი მადლობა ვუთხრათ, რაც მან გააკეთა საქართველოსთვის და ყველამ აკეთოს თავისი საქმე სიყვარულით და Yველაფერი კარგად იქნება.
UCNOBI 007
21 თებერვალი 2017 13:02
0
დარწმუნებული ვარ ბატონი ბიძინა კიდევ ბევრ სასიკეთოს გააკეთებს. გმადლობთ ბეტონო ბიძინა. აი, ბიძინაფობებს რა ეშველებათ არ ვიცი. ალბათ ბოღმისგან დაიხრჩობიან ან გასკდებიან :-)
ბაჩო
21 თებერვალი 2017 12:53
0
საყოველთაო დაზღვევა "ბიძინოფობიას" თუ მკურნალობს??? ვშიშობ, ამდენმა შურმა "ბოღმის" ბუშტი არ დაუხეთქოთ...
tngh
21 თებერვალი 2017 12:42
0
უმადურობა დაგღუპავთ, ქართველებო, რა ამოიღო ბიძინამ უკან? ათასობით მსახიობს, სპორტსმენს და უბრალოდ მოქალაქეს აფინანსებს 15 წელია, რა გინდათ ყველას სათითაოდ ჩამოგირიგოთ? უმადურებო, მარტო გორში ააშენა რაგბის ორი სტადიონიან ნაცები სულ მილიონერები არ არიან? დაგაფინანსოთ მელიამ, ოხრად დაურჩეს კლინიკა, ბოკერიამ, ადეიშვილმა და მისთანებმა, რა ნაკლები შეჭამეს? პირადად ვიცნობ ადამიანებს, ვისაც წელიწადში ორი ათასს ან ათას ლარს უხდის და არც კი იცნობს, არ გრცხვენიათ, არჩევნების დროს ოჯახის ხუთი წევრიდან ხუთივე სხვადასხვა პარტიებიდან იღებთ ფულებს, მაშინ გახსენდებათ საქართველო?ერთმა ბიძინამ უნდა აგიშენოთ თურმე ოჯახები.
მტკვარი
21 თებერვალი 2017 12:34
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული