Daily Mail: ივანიშვილი ექვს ერში საქართველოს მიღებისთვის წელიწადში 10 მლნ ევროს იხდის

AutoSharing Option
ბრიტანული Daily Mail-ის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი მზად არის, ქართული რაგბის განაცხადი ექვსი ერის პირველობაზე ფინანსურად უზრუნველყოს.

"მისი სასახლე სამხრეთ თბილისის შემაღლებულ ადგილას ლითონისა და მინისგან არის აშენებული. ის ჯეიმს ბონდის ვილას წააგავს. ზღვის მარილით მარაგდება მისი დიდი აკვარიუმი. აქ არის გამოფენილი მილიარდ დოლარად შეფასებული ხელოვნების ნიმუშები. სასახლის პატრონს ფარშევანგები, პინგვინები და ზებრები ჰყავს. "მსოფლიოში 8 სახის ფარშევანგი არსებობს და მე ყველა მყავს", - ამაყად აცხადებს იგი.

წლების განმავლობაში ბევრმა არც იცოდა, როგორ გამოიყურებოდა ამ რეზიდენციის პატრონი,
თუმცა ის უკვე აფინანსებდა ქართულ თეატრსა და ქართულ რაგბის.

2011 წელს ის ყურადღების ცენტრში მოექცა, წარმატებულად მოიგო საარჩევნო კამპანია და გახდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. მას მოლაპარაკებები ჰქონდა დევიდ კამერონთან და ბარაქ ობამასთან. ახლა კი ქართველი მილიარდერი დააფინანსებს ქართულ კამპანიას, რომლის მიზანია ნაკრებმა ექვს ერში ითამაშოს", - ასე ახასიათებს გამოცემა ბიძინა ივანიშვილს.

ნაკრების თავკაცმა მილტონ ჰეიგმა შემდეგი განუცხადა "დეილი მეილს":

"ჩვენ ვაპირებთ, საქართველოში მოვიწვიოთ ექვსი ერის შეფი ჯონ ფიენი და არა მარტო ის. ჩვენ მათთან საუბრის საშუალება არასოდეს გვქონია. რა არის საჭირო ტურნირზე მოსახვედრად, სარაგბო დონის მომატება თუ ფინანსური უზრუნველყოფა? ჩვენ ორივე შეგვიძლია.

Sportall.Ge
ქართული რაგბი "დეილი მეილის" მიხედვით

გვითხარით, რა არის ამის ფასი? თუ ეს 10 მილიონი ევროა წელიწადში, გვითხარით და გვეცოდინება, რატომ არ ვართ ექვს ერზე. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ 10 მილიონს წელიწადში აუცილებლად ვიშოვით.

როცა აქ მოვედი 2011 წელს, ნაკრები მაისურების სპონსორისგან 10 ათას დოლარს იღებდა, ახლა კი ეს თანხა 300 ათასის ტოლფასია. მსოფლიოში მხოლოდ ორი ქვეყანაა, სადაც რაგბი ეროვნული სახეობაა - ახალი ზელანდია და უელსი. საქართველო არც ისე შორსაა.

მოგვეცით შანსი და თუ ყოველ მატჩში 40-40 ქულით დავმარცხდებით, დავუბრუნდებით ჩვენს ადგილს".
მკითხველის კომენტარები / 143 /
საკდრისი გაიხსენეთ და მერე ადიდეთ ტქვენი ბელადი
guga
21 თებერვალი 2017 14:57
0
უგმერტოები ხართ ბიზინას გმერთს როგორ ადარებტ საცოდავებო
guga
21 თებერვალი 2017 14:54
0
მართალი ხართ:ინტელიგენცია დააფინანსა,სპორცმენები დააფინანსა...1.200.000 სოციალურად დაუცველია რატომ ისინი არ დააფინანსა???-
ზურაბი
21 თებერვალი 2017 14:43
0
ბატუმსჰი გაადგურეს 3 სტადიონი,1 50 მტრ აუზი,1 იაჰტცლუბი და მრავალი სხვა ,ეგებ ბატონი ბიდზინა აასჰენოს 1 სტადიონი ...
OTAR
21 თებერვალი 2017 14:41
0
ღმერთმა ხელი მოგიმართოს, ბიძინავ. აკეთე ქართული საქმე და ლანძღვა-გინებამ გული არ აგიცრუოს. ილიას ლანძღავდნენ მისი თანამედროვენი და დიდი ამბავი შენც თუ გლანძღავენ შენი თანამედროვენი. მთავარია ისტორია რას იტყვის, როცა ყველა ნაკეთები საქმე, ავიცა და კარგიც, მაგას დარჩება გასასამართლებლად.
giglia
21 თებერვალი 2017 14:34
0
ბატუმსჰი განადგურებულია სპორტული იფრასრუკტურა 3 სტადიონი,50 მტრ აუზიიაჰტცლუბი და მრავალი სჰვა ... იკნებ ბატონი ბიდზინა მოგეჰვამარება
batumeli
21 თებერვალი 2017 14:33
0
ამას ბიუჯეტიდან ამოიღებს
ზურაბი
21 თებერვალი 2017 14:29
0
ბატუსჰი განაგურენ პეხბურტის ინფრასტუკტურა 3 სტადიონი,1 50 მტრ აუზი,1 იაჰტ კლუბი იალკანები და ბევრი სჰბ-ვა ,ბატონო ივანისჰვილო მოგევმარედ აგვისჰენონ 1 სტადიონი...
batumeli
21 თებერვალი 2017 14:29
0
ჭკვიანი კაცია, იცის დიდი ფული რომელი ბიზნესიდან ამოიღოს. განათლება დააფინანსოს,სკოლები და გონიერი მასწავლებლები დააფინანსოს, სოფლების კეთილმოწყობა დააფინანსოს, რომ ადამიანებმა შეძლონ მამაპაპისეულ სახლში დაბრუნება და შრომა
წაადიი
21 თებერვალი 2017 14:18
0
maდლობა უპალო რომ ააააცუქე სააქარტველოს ბიზინაა ის დიდ საქმეს აკეტებს ვინც ვერ ხედავს ის ქრისტეს გმერტს ვერ ხედავს გმერტის რცეულებს სულ ებრზვიაან მაგრაამ სულ მარცხდებინ რომელიმე ს ტქვენი სვილი ქუცაასი რომ მოეკლატ მაასინ როგორ ილაპააარაკებდიტ ნეტაა ეს იყო ტქვენი მისა
aana
21 თებერვალი 2017 13:57
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული