Corriere dello Sport: 2018 წლის ნოემბერში იტალია და საქართველო ტესტს ითამაშებენ

AutoSharing Option
იტალიური სარაგბო ბლოგი rugby1823 იუწყება, რომ 2018 წლის ნოემბერში ტესტ-მატჩი გაიმართება იტალიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის. ბლოგს წყაროდ ცნობილი გამოცემა Corriere dello Sport მოჰყავს.

ამ ნაკრებებს ერთმანეთში არ უთამაშიათ 2003 წლის სექტემბრის შემდეგ. მაშინ ასტიში იტალიამ 31:22 მოიგო.

ბუნებრივია, ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ექნება, რადგან საქართველომ უნდა დაამტკიცოს, რამდენად იმსახურებს ექვსი ერის ტურნირზე თამაშს. დღეისათვის, "ბორჯღალოსნები" მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილზე არიან, ხოლო იტალიელები მე-14 ადგილზე იმყოფებიან.
მკითხველის კომენტარები / 34 /
ამ "ექვსერელს" აუცილებლად უნდა გადავუაროთ.
მიშა
24 თებერვალი 2017 09:34
0
ოპააა... ეს უკვე თემააა)))
ქართველი
24 თებერვალი 2017 09:26
0
მიდით ბიჭებო შანსი გვეძლევა იტალია და 6ერის ბოსები ერთად შევარცხვინოთ.
Me
24 თებერვალი 2017 08:41
0
თუ იტალიამ უნდა დაამტკიცოს, რომ იმსახურებს 6 ერში თამაშს?!
კობა
24 თებერვალი 2017 05:57
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული