ამ ნაკრებებს ერთმანეთში არ უთამაშიათ 2003 წლის სექტემბრის შემდეგ. მაშინ ასტიში იტალიამ 31:22 მოიგო.
ბუნებრივია, ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ექნება, რადგან საქართველომ უნდა დაამტკიცოს, რამდენად იმსახურებს ექვსი ერის ტურნირზე თამაშს. დღეისათვის, "ბორჯღალოსნები" მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილზე არიან, ხოლო იტალიელები მე-14 ადგილზე იმყოფებიან.
იქ დამარცხება სერიოზულად გაგვიგრძელებს გზას,ექვსი ერისაკენ,ამიტომ აუცილებელია გამარჯვება.მაფიქრებს მხოლოდ ის,რომ მომავალ წელსაც, რაგბი ევროპაზე, ჩვენთან მთელი ძალით არავინ ითამაშებს და შესაბამისად ჩვენი ნაკრები შეიძლება სრულ მზადყოფნაში ვერ შეხვდეს ამ მატჩს.