![](https://sportall.ge/pictures/image31/1583cd76cca533a0e13d829b52d546fc.jpg)
ამ ნაკრებებს ერთმანეთში არ უთამაშიათ 2003 წლის სექტემბრის შემდეგ. მაშინ ასტიში იტალიამ 31:22 მოიგო.
ბუნებრივია, ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ექნება, რადგან საქართველომ უნდა დაამტკიცოს, რამდენად იმსახურებს ექვსი ერის ტურნირზე თამაშს. დღეისათვის, "ბორჯღალოსნები" მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილზე არიან, ხოლო იტალიელები მე-14 ადგილზე იმყოფებიან.