იტალია ექვსი ერის გაფართოების მომხრეა

AutoSharing Option
inews.co.uk წერს, რომ იტალიის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი ალფრედო გავაცი ექვსი ერის ორგანიზატორებს შეჯიბრების გაფართოებას სთავაზობს.

ევროპულ სარაგბო სამყაროში უკვე ძალიან ბევრი ექსპერტი და მწვრთნელი ემხრობა ექვს ერსა და ერთა თასს შორის პლეი ოფის შემოღებას. მათ შორის არის ინგლისელთა ექსთავკაცი კლაივ ვუდვორდიც. ბუნებრივია, იტალიას, რომელიც მე-18 სეზონია, მონაწილეობს ექვსი ერის გათამაშებაში, ეს არ აწყობს.

ექვსი ერის ისტორიაში იტალიამ 87 მატჩი გამართა, რომელთაგანაც 12 მოიგო.

"რაგბის განვითარებისთვის ბაზრის გაზრდა უკეთესი გადაწყვეტილებაა. ასე რომ, გუნდების გაზრ
და საინტერესო ვარიანტია. უდიდეს პატივს ვცემ საქართველოს, როგორც დიდებულ და ვნებიან სარაგბო ქვეყანას", - განაცხადა ალფრედო გავაციმ.
მკითხველის კომენტარები / 13 /
დღეს CNN-მა გააშუქა საქართველოს 6 ერში გაწევრიანების საკითხი. გადაცემაში მილტონ ჰეიგი მონაწილეობდა. CNN-ის კორესპონდენტი საკმაოდ გეთილგანწყობილი იყო ჩვენს მიმართ. ვისც გსურთ, გადაახვიეთ ჩვენი დროით 16 სთ და 51 წთ-ზე და უყურეთ.
gogig
24 თებერვალი 2017 19:21
0
ჯერ ერთი, 6 ერში იტალიელებს არავინ არაფერს ეკითხება. მეორე, ცხადია, წინააღმდეგები არ იქნებიან, იმედი აქვთ მაგათ მაინც მოვუგებთო.
gogig
24 თებერვალი 2017 18:50
0
ჩვენ ქართული გვეგონა და "ჩათრევას ჩაყოლა სჯობია" იტალიელების მოგონილი ყოფილა....
მსქროლავი ტროლი
24 თებერვალი 2017 18:36
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული