ესპანეთის ნაკრებთან მატჩის შემდეგ, ერთი კვირის თავზე "ბორჯღალოსნები" შინ მიიღებენ რუსეთის ეროვნულ გუნდს, რომელიც მომავალ უქმეებზე გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტს, რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლებს. რუსები მეტოქეს სოჭში დაუხვდებიან და სათამაშოდაც იქვე ემზადებიან.
რუსეთის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში ერთი ცვლილებაა: ტრავმირებული მეორეხაზელი ანდრეი გარბუზოვის ნაცვლად გუნდს მოსკოვის "სლავას" მორაგბე დენის ანტონოვი შეუერთდა. რუსებს
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ნაკრებმა პირველ ტურში ესპანეთში წააგო, მეორეში კი გაჭირვებით მოუგო ბელგიას. ორივე შეხვედრა ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობლებმა სტუმრად გამართეს.
ორიდან ერთი მატჩი მოიგო რუმინეთის ნაკრებმაც. "სტეჟარი", რომელიც ლეგიონერებითაა გაძლიერებული, პირველ ტურში მოულოდნელად დამარცხდა სტუმრად გერმანიის ეროვნულ გუნდთან. რუმინელებს უმძიმესი ბრძოლა გადახდათ შინ ესპანეთთან, რომელსაც დიდი გაჭირვებით მოუგეს. მათ, რუსებისგან განსხვავებით, ერთი საპრემიო ქულის მოპოვება შეძლეს და მეტოქეს სწორედ ამ ერთი ქულით უსწრებენ.
სარუსეთოდ რუმინელებს კაპიტანი და ლიდერი, მესამეხაზელი მიჰაი მაკოვეი დაუბრუნდათ.
საგულისხმოა, რომ ორივე გუნდში ნატურალიზებული ქართველები თამაშობენ. ორივე პირველხაზელია. რუმინელებს ოთარ ტურაშვილი ეხმარება, რომელმაც 2015 წლის მსოფლიოს თასზეც ითამაშა "სტეჟარის" შემადგენლობაში. ის ახლა ფრანგული "კოლომიეს" შერკინების კვაჭია.
2011 წლის მსოფლიოს თასზე იასპარეზა რუსთა გუნდში ვალერი ცნობილაძემ. ის დღემდე ნაკრების წევრია და კრასნოიარსკის "კრასნი იარის" ღირსებას იცავს.
რუმინეთი
პირველი ხაზი: კონსტანტინ პრისტავიტა (ბაია მარე), ალექსანდრუ ტარუსი (ბეზიე), ალექსანდრუ გორდასი (სტიაუა), იონელ ბადიუ (კარკასონი), ჯიჯი მილიტარუ, მარიან კაპატანა, ანდრეი რადოი (სამიივე-ტიმიშოარა), ოთარ ტურაშვილი (კოლომიე)
მეორე ხაზი: ვალენტინ პოპარლანი, იონუც მურეშანი (ტიმიშოარა), იოჰან ფან ჰირდენი (ბაია მარე), მარიუს ანტონსეკუ (ტარბი)
მესამე ხაზი: ვიორელ ლუკაჩი, ესერი ვუეტი (ორივე-სტიაუა), ანდრეი გორჩიოაია (მასი), ვლად ნისტორი (ალბი), მიჰაი მაკოვეი (კოლომიე)
#9: ვალენტინ კალაფეტეანუ (ბუქარესტი), ფლორინ სურუჯუ (სტიაუა), ტუდორელ ბრატუ (დინამო)
#10: ჯოდი როსი (ტიმიშოარა), ჯორჯ ოპრეა (ბაია მარე)
#12-13: ფლორინ ვლაიკუ (სტიაუა), ჯეკ უმაგა, ფლორინ პოპა (ორივე-ტიმიშოარა), სიონე ფაკაოსილეა (ბაია მარე)
#11-14: სტივენ შენანი, მადალინ ლემნარუ (ტიმიშოარა), იონუც დუმიტრუ (სტიაუა), ჯეკ კობდენი (ბუქარესტი)
#15: კატალინ ფერკუ (ტიმიშოარა), სამოა ლუკე (ბაია მარე), რობერტ ნეაგუ (სტიაუა)
რუსეთი
პაველ ბუტენკო, რამილ გაისინი, დიმიტრი გერასიმოვი, ევგენი ელგინი, ინოკენტი ზიკოვი, დიმიტრი კროტოვი, იგორ კორშუნოვი, იური კუშნარიოვი, ალექსეი მიხალცოვი, ვალერი მოროზოვი, ანდრეი პრივალოვი, ევგენი პრონენკო, ანტონ რუდოი, დენის სიმპლიკევიჩი, ანდრეი ტემნოვი, კონსტანტინ უზუნოვი, ალექსეი შერბანი, ნიკიტა ჩურაშოვი (ყველა-ენისეი). ვასილი არტემევი, აზამატ ბიტიევი, ოგორ გალინოვსკი, ანდრეი გარბუზოვი, ვიქტორ გრესევი, ანტონ რიაბოვი, ბოგადნ ფედეტკო, ვალერი ცნობილაძე (ყველა-კრასნი იარი), ტაჰირ გაჯიევი, ნაზირ ჰასანოვი, დიმიტრი გრიცენკო, სერგეი სუგრობოვი (ყველა-ყუბანი).
რაგბი ევროპის ჩემპიონატი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ
1. საქართველო 2 2 0 0 +69 10 2
2. რუმინეთი 2 1 0 1 +7 5 1
3. ესპანეთი 2 1 0 1 0 4 0
4. გერმანია 2 1 0 1 -41 4 0
5. რუსეთი 2 1 0 1 -3 4 0
6. ბელგია 2 0 0 2 -32 1 1
4 მარტი
ესპანეთი-საქართველო
რუსეთი-რუმინეთი
გერმანია-ბელგია
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"