ესპანეთი VS საქართველო - რკენა დიდგულა "ლომებთან"

AutoSharing Option
ფოტოზე: საქართველოს ნაკრების კაპიტნის ვარჯიში
დღეს, 4 მარტს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები "რაგბი ევროპის ჩემპიოანტის" III ტურის შეხვედრას სტუმრად ესპანეთის ნაკრებთან გამართავს. "ბორჯღალოსნები" მეტოქეს ვალიადოლიდთან ახლოს, დაბა მედინა დელ კამპოში დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისის დროით 19:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.

მილტონ ჰეიგის გუნდი თამაშისთვის ესპანეთში თითქმის ერთი კვირა ემზადებოდა, მატჩის წინა დღეს კი კაპიტნის ვარჯიში ჩაატარა. მანამდე "ბორჯღალოსნების" თავკაცმა სამატჩო შემადგენლობა გამოაცხადა, რომელშიც წინა ტურში, გერმანიასთან მატჩის შემადგნელობასთან შედარებით, რვა ცვლილება განახორციელა. დღეს ნაკრებში
დებიუტი ექნებათ "არმაზის" მოთამაშე ბადრი ლიპარტელიანსა და "აკადემიას" გარემარბ იოსებ მათიაშვილს.

- რაგბი ევროპის ჩემპიონატი: ორი დებიუტანტით ესპანეთთან

დღემდე საქართველოს ნაკრები ესპანეთის ეროვნულ გუნდს 17-ჯერ შეხვედრია. აქედან 13 მატჩი "ბორჯღალოსნებმა" მოიგეს. ერთი ფრედ დასრულდა და სამჯერ გამარჯვება ესპანელებს დარჩათ. ბოლოს ესპანეთის ნაკრებთან 2012 წელს მადრიდში დავმარცხდით - 18:25. ყველაზე დიდი ანგარიშით ესპანელები 2011 წელს ვაკის სტადიონზე დავამარცხეთ - 60:0.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ ორ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ბელგიასა და გერმანიას დამაჯერებლად მოუგო და ცხრილს ლიდერობს, ესპანელებმა კი შინ რუსეთის ნაკრებს მოუგეს და სტუმრად რუმინელებთან დამარცხდნენ. აღსანიშნავია, რომ სანტიაგო სანტოსის მიერ ტურნირისთვის დასახელებულ გაფართოებულ შემადგენლობაში 25 მორაგბე ფრანგული კლუბებიდანაა, ხოლო 8 - ესპანურიდან.

სხვათა შორის, თამაშამდე სანტიაგო სანტოსმა ერთ-ერთი ინტერვიუში დაიქადნა, რომ საქართველოს ნაკრების დამარცხება შეგვიძლიაო.

- ესპანეთის ნაკრების თავკაცი: ჩვენ საქართველოს დამარცხება შეგვიძლია!

ესპანეთი VS საქართველო
ესპანეთი: 15. ბრედლი ლაინკდეიტერი, 14. სილვიო კასტილიონი, 13. დანიელ სნი, 12. ტიბო ალვარესი, 11. ხორდი ხორბა, 10. მატიო ბელი, 9. სებასტიან რუე. 1. ფერნანდო ლოპესი, 2. უნაი ლასა, 3. ალბერტო ბლანკო, 4. ილაიტია გავიდი, 5. ვიქტორ სანჩესი, 6. იგნასიო მარტინი, 7. ხავიერ კანოსა, 8. გაუტიერ გიბუნი.
16. ფრანსისკო ბლანკო, 17. სტეფან ბარნსი, 18. ხუან საბალა, 19. ხავიერ დე ხუანი, 20. მატიო ფულდი, 21. ხუან რამოსი, 22. ალვარ ხიმენო, 23. გაუტიერ მინგუილონი
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. იოსებ მათიაშვილი, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. გიორგი თეთრაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. სოსო ბეკოშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. ოთარ გიორგაძე, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. ლაშა ლომიძე.
16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. თორნიკე მატარაძე, 18. ლაშა ტაბიძე, 19. გიორგი ცუცქირიძე, 20. საბა შუბითიძე, 21. გიორგი ბეგაძე, 22. ბადრი ლიპარტელიანი, 23. ბექა წიკლაური

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ
1. საქართველო 2 2 0 0 +69 10 2
2. რუმინეთი 2 1 0 1 +7 5 1
3. ესპანეთი 2 1 0 1 0 4 0
4. გერმანია 2 1 0 1 -41 4 0
5. რუსეთი 2 1 0 1 -3 4 0
6. ბელგია 2 0 0 2 -32 1 1.
მკითხველის კომენტარები / 2 /
დღეს გაირკვევა ვინაა მომგები თამაშის!!!
წარმატებები ბორჯღალოსნებს
ლაშა
14:37 04-03-2017
0
ამისათვის ემზადებოდნენ ერთი კვირა?ასეთი უჭკუო და არაორგანიზებული თამაში დიდი ხანია არ მინახავს.უკანა ხაზმა კი ერთხელ ვერ დაარტყა ბურთი წესიერად.ამას პირველი ტაიმის შემდეგ ვწერ და ჰეიგი ალბათ გამოასწორებს თამაშს, მაგრამ ეს თამაში უკვე ვერავითარ შემთხვევაში ვეღარ შევა ჩვენს აქტივში.ისიც აშკარაა,რომ მსაჯის იმედი არაფერში არ უნდა გვქონდეს,ასე რომ თუ არ გამოფხიზლდნენ,დიდ სირცხვილში ჩავვარდებით.
სოსო
19:54 04-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული