მილტონ ჰეიგმა რუსეთთან მატჩისთვის ნაკრებში მამუკა გორგოძეც გამოიძახა

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" დასკვნითი ორი მატჩისთვის, რომელსაც "ბორჯღალოსნები" რუსეთსა და რუმინეთთან ჩაატარებენ, გაფართოებული შემადგენლობა გამოაცხადა.

საქართველოს ნაკრები 12 მარტს რუსეთს თბილისში უმასპინძლებს, რუმინეთს კი სტუმრად 19 მარტს დაუპირისპირდება.

"ბორჯღალოსნების" ახალზელანდიელმა თავკაცმა ეროვნულ გუნდში 31 მორაგბე გამოიძახა, რომელთა შორის სამი გამოცდილი ლეგიონერი: მამუკა გორგოძე, მიხეილ ნარიაშვილი და ზურაბ ჟვანიაა. ნაკრებიდან კლუბს დაუბრუნდა შალვა მამუკაშვილი, ახალბედა იოსებ მათიაშვილს კი "შვიდკაცამ" უხმო.

მილტო ჰეიგმა საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახურთან კომენტარი გააკეთა:

"ნდობა ყველა ახალბედამ გაამართლა. მათ
ჩინებულად გამოიყენეს შანსი და უნარ-ჩვევებით მწვრთნელებს თავი მოაწონეს. უბრალოდ, დასკვნითი ორი მატჩისთვის უფრო გამოცდილი მორაგბეების დამატება ვამჯობინეთ და ამის გამო მოვიწვიეთ ნარიაშვილი და გორგოძე.

ჟვანია მამუკაშვილს შეცვლის, რომელიც ახალ კლუბ "ტულონში" სამედიცინო ჯოკერია და მისი გათავისუფლება გვმართებდა.

რაც შეეხება დაშავებულ შარიქაძეს, ვაკვირდებით. ცოტა მოკეთდა, მაგრამ შეძლებს თუ არა თამაშს, ეს კვირის ბოლოსკენ გამოჩნდება", - აცხადებს ჰეიგი.

საქართველო-რუსეთის მატჩი 12 მარტს, "დინამო არენაზე", 18:00 საათზე დაიწყება. ბილეთები იყიდება საიტ TKT.ge/geovrus-ზე და სტადიონის სალაროებში (ყოველდღე, 11:00-19:00).

საქართველოს ნაკრები
უკანა ხაზი: მერაბ კვირიკაშვილი (ლელო სარასენსი), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი), სანდრო თოდუა (ლელო სარასენსი), ირაკლი სვანიძე (გორის ჯიქი), დავით კაჭარავა (ენისეი), მერაბ შარიქაძე (ორიაკი), გიორგი კოშაძე (რუსთავის ხარები), ბადრი ლიპარტელიანი (არმაზი), ლაშა მალაღურაძე (კრასნი იარი), ლაშა ხმალაძე (ლელო სარასენსი), რევაზ ჯინჭველაშვილი (ქუთაისის ბაგრატი), გიორგი ბეგაძე (ბოლნისის ყოჩები), ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), გელა აფრასიძე (ლელო სარასენსი).

შერკინება: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), გიორგი თეთრაშვილი (აჟენი), თორნიკე მატარაძე (ლიონი), ჯაბა ბრეგვაძე (ვორსტერი), ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე), სოსო ბეკოშვილი (ბრივი), ლაშა ტაბიძე (ბორდო), გიორგი ნემსაძე (ბრისტოლი), კოტე მიქაუტაძე (მონპელიე), ნოდარ ჭეიშვილი (ლელო სარასენსი), მამუკა გორგოძე (ტულონი), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), ლაშა ლომიძე (ბეზიე), საბა შუბითიძე (აკადემია), ბექა გორგაძე (მონ-დე-მარსანი), ოთარ გიორგაძე (კლერმონი), გიორგი ცუცქირიძე (ბრივი).
მკითხველის კომენტარები / 19 /
ცდები კახა მამუკა ყველა თამაშზე ვერ ითამაშებს მარტივი მიზეზის გამო .ახალგაზრდებს მისცემენ უფრო მეტ დროს .რაც შეეხება კუნძUლებზე კიდევ თუ მოგვცენ ტესტები იქ მამუკა არამგონია წავიდეს იმიტომ რომ მაგ დროს ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვთ ფრანგულ კლუბებს
ასე,რომ მამუკას ცენტურიუნობა უახლოეს 3 წელიწადში ოდნავ საეჭვოა. იმედია ვცდები.
giorgi9
19:35 09-03-2017
0
გახდება ცენტურიონი 5-6თამაში მსოფლიოზე იაპონიაში მანამდე რუმინეთი რუსეთი 4 ეს 10 2 წელიწადში ტურნე სამხრეთ ამერიკაში ტესტესტები მოიმატებს უეჭველი ესეც კიდე ერთი 8-9 თამაში მსოფლიოს მერე კიდე უფრო საპატიო გახდება ჩვენთან თამაში ბობოლებისთვის და ესც ცენტურიონი მაგრ რამე ქართული შესაბამისი მოვიფიქროთ უნდა ცენტურიონებზე "იტალიელებმა იოცნებონ"
კახა
23:19 08-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული