რაგბი ევროპის ჩემპიონატი: რუსები თბილისში არიან

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩისთვის მზადებას "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" აგრძელებს, სადაც დღეს, 10 მარტს ღია ვარჯიშს ჩაატარებს.

"ბორჯღალოსნები" 12 მარტს ეროვნულ სტადიონზე რუსეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 18:00 სთ-ზე დაიწყება.

ჩვენი მეტოქე, რუსეთის ნაკრები თბილისში 9 მარტს ჩამოვიდა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ პერვუხინმა თან 26 მორაგბე იახლა. რუსთა შემადგენლობაში არ არის ქართული წარმოშობის შერკინების ბურჯი ვალერი ცნობილაძე, რომელმაც საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაშზე ისევ უარი განაცხადა.

სხვადასხვა მიზეზის გამო ნაკრებში არ არიან ანდრეი ტემნოვი, იგორ გალინოვსკი, სერგეი სუგრობოვი
და დენის ტემნოვი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს რუსთა გუნდთან აქამდე 20-ჯერ უთამაშია. 18 მატჩში ქართველებმა მოიგეს, ერთი ფრედ დასრულდა, ერთშიც გამარჯვება რუსებს დარჩათ შორეულ 1993 წელს.

საქართველო
პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), გიორგი თეთრაშვილი (აჟენი), თორნიკე მატარაძე (ლიონი), ჯაბა ბრეგვაძე (ვორსტერი), ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე), სოსო ბეკოშვილი (ბრივი), ლაშა ტაბიძე (ბორდო)
მეორე ხაზი: გიორგი ნემსაძე (ბრისტოლი), კონსტანტინე მიქაუტაძე (მონპელიე), ნოდარ ჭეიშვილი (ლელო)
მესამე ხაზი: მამუკა გორგოძე (ტულონი), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), ლაშა ლომიძე (ბეზიე), საბა შუბითიძე (აკადემია), ბექა გორგაძე (მონ დე მარსანი), ოთარ გიორგაძე (კლერმონი), გიორგი ცუცქირიძე (ბრივი)
#9: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), გიორგი ბეგაძე (ყოჩები), გელა აფრასიძე (ლელო)
#10: ლაშა ხმალაძე (ლელო), ლაშა მალაღურაძე (კრასნი იარი), რეზო ჯინჭველაშვილი (ბაგრატი)
#12-13: მერაბ შარიქაძე (ორიაკი), დავით კაჭარავა (ენისეი), გიორგი კოშაძე (ხარები), ბადრი ლიპარტელიანი (არმაზი)
#11-14: ალექსანდრე თოდუა (ლელო), ირაკლი სვანიძე (ჯიქი)
#15: მერაბ კვირიკაშვილი (ლელო), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი)

რუსეთი
პაველ ბუტენკო, რამილ გაისინი, დიმიტრი გერასიმოვი, ევგენი ელგინი, ინოკენტი ზიკოვი, დიმიტრი კროტოვი, იგორ კურაშოვი, იური კუშნარიოვი, ალექსეი მიხალცოვი, ვალერი მოროზოვი, ევგენი პრონენკო, ანტონ რუდოი, დენის სიმპლიკევიჩი, კონსტანტინ უზუნოვი, ალექსეი შერბანი (ყველა- ენისეი), ვასილი არტემევი, აზამატ ბიტიევი, ვიქტორ გრესევი, ევგენი კოლომიიცევი, ანტონ რიაბოვი, ბოგდან ფედოტკო (ყველა-კრასნი იარი), ტაჰირ გაჯიევი, ნაზარ ჰასანოვი, დმიტრი გრიცენკო (სამივე-ყუბანი), ვლადიმერ პოდრეზოვი (ვვა), სერგეი ჩერნიშოვი (სლავა).

რაგბი ევროპის ჩემპიონატი. IV ტური
11 მარტი
ბელგია-რუმინეთი
გერმანია-ესპანეთი

12 მარტი
საქართველო-რუსეთი

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ
1. საქართველო 3 3 0 0 +79 14 2
2. რუმინეთი 3 2 0 1 +27 10 2
3. გერმანია 3 2 0 1 -36 8 0
4. ესპანეთი 3 1 0 2 -10 4 0
5. რუსეთი 3 1 0 2 -23 4 0
6. ბელგია 3 0 0 3 -37 2 2.

საქართველო-რუსეთის სტატისტიკა
1993 წ. სოპოტი 9:15
1996 წ. თბილისი 29:20
1998 წ. თბილისი 12:6
2001 წ. კრასნოდარი 25:23
2002 წ. თბილისი 12:12
2002 წ. თბილისი 17:13
2003 წ. კრასნოდარი 23:17
2004 წ. თბილისი 9:3
2006 წ. თბილისი 46:19
2007 წ. თბილისი 31:12
2008 წ. კრასნოიარსკი 18:12
2009 წ. მარიუპოლი 29:21
2010 წ. ტრაბზონი 36:8
2011 წ. სოჭი 15:9
2012 წ თბილისი 46:0
2013 წ. სოჭი 23:9
2014 წ. თბილისი 36:10
2015: წ. თბილისი 33:0
2016: წ. სოჭი 24:7.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ratom wert da avrcelebt dezimpormacias?ar gamoiyvanes cnobiladze agmashenebeli?muxlis tramva aqvs da egaa mxolod mizezi.mag bichs warmatebebs usurveb,magram pativs vcemt am saits da nuapuchebt yvelapers((((
joni
15:43 10-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული