მილტონ ჰეიგი: კაპიტანი დაგვიბრუნდა, როტაციას კი ვაგრძელებთ

AutoSharing Option
დღეს, 11 მარტს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა.

12 მარტს, "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" IV ტურის მატჩში "ბორჯღალოსნები" "დინამო არენაზე" რუსეთის ნაკრებს უმასპინძლებენ. შეხვედრა 18:00 სთ-ზე დაიწყება.

- კაპიტანი გორგოძეა - რუსეთთან "ბორჯღალოსნების" სამატჩო რაზმი ცნობილია

"უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ გუნდს კაპიტანი მამუკა გორგოძე დაუბრუნდა.

რამდენიმე ცვლილება განხორციელდა და ეს იმითაა გამოწვეული, რომ გარკვეულ პოზიციებზე სიღრმეების შესაქმნელად როტაციას ვაგრძელებთ.

გასულ სამ თამაშში რამდენიმე ახალგაზრდა მორაგბემ თავი კარგად წარმოაჩინა. ეს პროცესი გრძელდება. ცუცქირიძე რამდენჯერაც შემოვიდა
ცვლილებაზე, კარგად ითამაშა და დაიმსახურა ხვალ სასტარტო შემადგენლობაში ყოფნა.

გელა აფრასიძე კარგი მორაგბეა, მაგრამ გერმანიასთან მას მხოლოდ ხუთი წუთი მიეცა სათამაშო დრო და ამიტომ ხვალაც მიეცემა შანსი.

ერთი სიტყვით, ახალგაზრდა მორაგბეები დაკისრებულ მოვალეობებს თავს კარგად ართმევენ", - თქვა ჰეიგმა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ხალხოოო, ვისაც გინდათ სტვენა უსტვინეთ ვისაც არ გინდათ ნუ დაუსტვენთ.
maiash
12 მარტი 2017 13:47
0
ვახ როგორ მკერდით იცავენ პუტანას ჰიმნს!!
კი მაგრამ რუსეთი და სპორტი პოლიტიკის გარეშე?!!
დიქტატურაში სპორტი-პოლიტიკის გარეშე არ არსებობს, მითუმეტეს პუტალანდში!!
vax!!
12 მარტი 2017 13:21
0
ჰიმნს ვისიც არ უნდა იყოს პტივისცემა და პატივისცემა! სხანაირად უბრალოდ არ შეიძლება.
დონ ტყემალაძე
12 მარტი 2017 09:45
0
ქვეყნის დაპყრობა ანექსია მოსახლეობის გაჟლეტა ჯარუსკაცების წამება ათასობით ადამიანის განდევნა მამაპაპისეულ მიწიდან და ა.შს კულტურულობაზე მეტყველებს???
nika
12 მარტი 2017 03:31
0
სტვენა ჰიმნის დროს ეს ჩემი აზრით უკულტურობაა... რადგანაც ეს ჰიმნი არ ეკუთვნის მხოლოდ იმ ..... პოლიტიკოსებს რომლებმაც განახორციელეს ოკუპაცია, არამედ უდანაშაულო ხალხსაც უბრალო მოქალაქეებს რუსეთისა და ეს შეურაცხყოფაა მათი.. უბრალოდ ვისიამოვნოთ სპორტით არ შეიძლება? რა სიბნელეა ეს ჰიმნის დროს სტვენა რა სიოვნებას განიჭებთ ვერ ვხვდები.
Ilush
12 მარტი 2017 00:53
0
მამულოს-არ გინდათ ეს ქართული გულში მჯიღის ცემა რააა!!! შენს გუნდს ეცი ჯერ პატივი და მათ თხოვნას! საკუთარის გამხნევება და გვერდში დგომაა ზუსტად მათთვის პასუხის გაცემა და არა ბარბაროსივით სტვენა და გინება.საკუთარი ჰიმნი იმღერო და იღრიალო თუნდაც ჯობია და მათ ჰიმნს სრული დუმილით შეხვდე,ასე უფრო ღირსეულია!
11
12 მარტი 2017 00:10
0
მამულო წადი რა ავტომატი დაითრიე და ცხინვალისკენ დაიძარი ) კლავიატურაზე და ტრიბუნაზე ყველა მაგარი ბიჭები როგორ ხართ ))
საბა
11 მარტი 2017 23:18
0
მამულოს,მაშინ საერთოდ ნუ ვეთამაშებით რუსეთს ამ ლოგიკით
Koba
11 მარტი 2017 22:42
0
ჰიმნი და დროშა ქვეყნის სიმბოლოა და როცა მე სტვენით გამოვხატავ ოკუპანტი ქვეყნის უპატივცემულობას,სად ჩანს აქ ,ჩემი უკულტურობა?პირიქით თუ სამშობლო გიყვარს ,შენი ქვეყნის დამპყრობელის ჰიმნს პატივისცემით ( ჩუმათ,შეურაცხოფის მიყენების გარეშე) როგორ უნდა შეხვდე.შენ ამით რეგბისტებს კი არა მათ ოკუპანტ ქვეყანას უცხადებ პროტესტს.ასე რომ სტვენითა და უარყოფითი განწყობიტ შევხვდეთ დამპყრობელი ქვეყნის ჰიმნს ძმებო.
mamulo
11 მარტი 2017 20:21
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული