მილტონ ჰეიგი: კაპიტანი დაგვიბრუნდა, როტაციას კი ვაგრძელებთ

AutoSharing Option
დღეს, 11 მარტს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა.

12 მარტს, "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" IV ტურის მატჩში "ბორჯღალოსნები" "დინამო არენაზე" რუსეთის ნაკრებს უმასპინძლებენ. შეხვედრა 18:00 სთ-ზე დაიწყება.

- კაპიტანი გორგოძეა - რუსეთთან "ბორჯღალოსნების" სამატჩო რაზმი ცნობილია

"უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ გუნდს კაპიტანი მამუკა გორგოძე დაუბრუნდა.

რამდენიმე ცვლილება განხორციელდა და ეს იმითაა გამოწვეული, რომ გარკვეულ პოზიციებზე სიღრმეების შესაქმნელად როტაციას ვაგრძელებთ.

გასულ სამ თამაშში რამდენიმე ახალგაზრდა მორაგბემ თავი კარგად წარმოაჩინა. ეს პროცესი გრძელდება. ცუცქირიძე რამდენჯერაც შემოვიდა
ცვლილებაზე, კარგად ითამაშა და დაიმსახურა ხვალ სასტარტო შემადგენლობაში ყოფნა.

გელა აფრასიძე კარგი მორაგბეა, მაგრამ გერმანიასთან მას მხოლოდ ხუთი წუთი მიეცა სათამაშო დრო და ამიტომ ხვალაც მიეცემა შანსი.

ერთი სიტყვით, ახალგაზრდა მორაგბეები დაკისრებულ მოვალეობებს თავს კარგად ართმევენ", - თქვა ჰეიგმა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ჰიმნი და დროშა ქვეყნის სიმბოლოა და როცა მე სტვენით გამოვხატავ ოკუპანტი ქვეყნის უპატივცემულობას,სად ჩანს აქ ,ჩემი უკულტურობა?პირიქით თუ სამშობლო გიყვარს ,შენი ქვეყნის დამპყრობელის ჰიმნს პატივისცემით ( ჩუმათ,შეურაცხოფის მიყენების გარეშე) როგორ უნდა შეხვდე.შენ ამით რეგბისტებს კი არა მათ ოკუპანტ ქვეყანას უცხადებ პროტესტს.ასე რომ სტვენითა და უარყოფითი განწყობიტ შევხვდეთ დამპყრობელი ქვეყნის ჰიმნს ძმებო.
mamulo
20:21 11-03-2017
0
მამულოს,მაშინ საერთოდ ნუ ვეთამაშებით რუსეთს ამ ლოგიკით
Koba
22:42 11-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული