საქართველო-რუსეთის მატჩის 44 000-ზე მეტი ბილეთი უკვე გაყიდულია

AutoSharing Option
საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებებს შორის "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მეოთხე ტურის მატჩზე დასასწრები 44 000-ზე მეტი ბილეთი უკვე გაყიდულია.

ამის შესახებ ინფორმაცია რაგბის კავშირმა მოგვაწოდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-რუსეთის მატჩი "დინამო არენაზე" 12 მარტს, 18:00 საათზე დაიწყება.

ბილეთების შეძენა მსურველებს ინტერნეტით Tkt.ge-ზე შეუძლიათ. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 20 ლარია. ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია "დინამო არენის" სალაროებში.
მკითხველის კომენტარები / 11 /
მათ მივმართავვინც ჰიმნზე სტვენას გვიშლით---ისრაელში რომ,პალესტინელი მაგ.ფეხბურთელები ჩავიდნენ და სტადიონზე მათი ჰიმნი დაუკრან,ნეტა რას იზამს მაყურებელი?და თუ მოინახება 1 მაინც ისრაელის მოქალაქე ,რომელიც ჰიმნის პატივისცემისკენ მოუწოდებს ებრაელებს.რუსეთი დამპყრობელია,დამპყრობლის ჰიმნს ყველა ნორმალური ადამიანი უარყოფითად ხვდება,
mamulo
11 მარტი 2017 20:46
0

სიახლეები პოპულარული