"ჩვენ იმდენად კარგად ვთამაშობთ, რამდენადაც ამის საშუალებას მეტოქე გვაძლევს"

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა რუსეთის ნაკრებთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა.

- "ბორჯღალოსნებმა" რუსეთის ნაკრები დაამარცხეს [VIDEO]

შეგახსენებთ, რომ "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მეოთხე ტურში "ბორჯღალოსნებმა" "დინამო არენაზე" რუსეთის ნაკრებს უმასპინძლეს და მეტოქე ანგარიშით 28:14 დაამარცხეს.

"მსაჯისგან უფრო მეტ ჯარიმასა და მკაცრ ქმედებებს ველოდით.

მეტოქემ კარგი დაცვა დაგვიპირისპირა და ჩვენ იმდენად კარგად ვთამაშობთ, რამდენადაც ამის საშუალებას მეტოქე გვაძლევს. დღეს რუსეთის ნაკრებმა პირველი 30 წუთი კარგად ჩაატარა და ალბათ, სწორედ ამიტომაც გაგვიჭირდა", - თქვა ჰეიგმა.
მკითხველის კომენტარები / 26 /
რავიცი მე პირადად იმედები გამიცრუვდა, უფრო მეტს კი არა ბევრად უფრო მეტს მოველოდი, ბაზარი არაა ბევრი წამყვანი მორაგბე არ გვყვავდა, მაგრამ ექვსი ერი თუ გვინდა რუსეთან პირველი და მეორე შემადგენლობითაც მინიმუმ 30 ქულის სხვაობით უნდა ვიგებდეთ თანაც სანახაობრივი და ლაღი თამაშით. ეს რა იყო მეტოქის ლელოსთან ორი მეტრი გვრჩებოდა ერთი ათჯერ და ჯარიმდებოდნენ ან კარგავდნენ ბურთს ესეთი თამაშით ექვის ერი კი არა სამოას და ტონგას როგორ მოვუგეთ წარმოდგენა ნაღდად მიჭირს, მე მაპატიეთ უბრალოდ უდიდესი გულშემატკივარი ვარ ჩვენი ნაკრების და უფრო მეტს მოველოდი მიუხედავათ იმისა რომ ბევრი ახალგაზრდა გვყავდა(გამოუცდელი).
მორაგბე
12 მარტი 2017 23:17
0
ესპანეთთან და ახლა უკვე რუსეთთან ჩვენი ნაკრებისგან გაცილებით მეტს ველოდებოდი თამაშის ხარისხით, მაგრამ ძალიან ბევრი იყო ამ ორ თამაში ტექნიკური წუნი, ასევე სისწრაფეც არ ჩანდა და დაცვაში თამაშიც არა დამაჯერებელი იყო, იმედი მაქვს რუმინეთან გამოასწორებენ და სწრაფ და ტექნიკურად იტამაშებენ.
gogi
12 მარტი 2017 23:08
0

კოშაძე,სვანიძე.ფრუძე-ც...საერთოდ უკანა ხაზის ნიჭიერი ბიჭები ს ა ს წ რ ზ ფ ო დ გაუშვით საფრანგეთში,სერიოზულად უნდა მომძლავრდნენ ფიზიკურად,ა შ კ ა რ ა დ გამოჩნდა რომ დაცვაში ს ი მ ძ ლ ა ვ რ ე აკლიათ,ისეთი როგორიც აქვთ -კოლელიშვილს,შარიკაძეს,მჯედლიძეს...დაცვაში აგრესიული თამაში არ შეუძლიათ და ეს გ ა მ ო ჩ ნ დ ა დღეს!
glaxuna
12 მარტი 2017 23:07
0
VAXO-S მწვრთელის შეცვლა არაფერ შუაშია, ამდენი ხანია ჰეიგი ცდილობს ბურთის თამაში ასწავლოს ჩვენ ნაკრებს და მაინც არ გამოდის. ისმის კითხვა რატომ?ცჰვენი რაგბი ოდითგანვე შერკინებაზე იყო კონცეტრირებული რაშიც ჩვენი ჯანი და ღონე ხელს გვიცყობდა და სულ შეგვიცყობს, ხელით ბურთაობას კი გამოცდილება და დიდი შრომა ჭირდება. ამისათვის კი კვალიფიკაციური მწრთვნელებია საჭირო, რომლის დეფიციტიც გაგვაჩნია, ჰეიგის ნაცვლად ვინც არ უნდა მოვიდეს ვერავინ ვერ შედზლებს სიტუაციის გამოსწორებას თუკი ჩვენ თვიტონ არ დავიცყეთ იმ კულტურის დამკვიდრება ჩვენს რაგბის სასწავლებლებში რასაც ხელით ბურთაობა ქვია. საფრანგეთის ელიტურ დივიზიონებში ვინც სისტემატიურად და მყარად თამაშობს ეს ჩჰვენი მორკინალებია არიან, როცა მაგათ ჩვენი უკანი ხაზიც შეუერთდება მაშინ შეგვეძლება 10-ის ზემოთ ცასვლაზე ფიქრი.
ialakin
12 მარტი 2017 22:41
0
მადლობა ალექს.
იმედია რუმინეთთან თამაშში დამატებითი მოტივაცია იქნება ბიჭებისთვის ის, რომ მოგების შემთხვევაში მე-11 ადგილზე გადავდივართ
UKL
12 მარტი 2017 22:36
0
ჰეიგმა ქართული რაგბი ჩემი აზრით 10 თავით თავით აწია მაღლა და ჯერ კიდევ არ ამოუწურავს თავისი შესაძლებლობები. თუ ჩვენი კლუბი პრო12ში ან ზე რაგბში დაამატეს იქ ვისურვებდი მწვრთნელად ჰეიგს.
gia
12 მარტი 2017 22:04
0
მე მგონია რომ უკეთესიც შეგვიძლია, დააკვირდით ჯერ კიდევ ასფალტებზე და ვარკეთილის ბაზაზე გაზრდილი ხალხი თამაშობს ბორჯღალოსნებში და მე-12 ვართ მსოფლიო ასპარეზზე

მოდი გავხადოთ ქვეყანა ქვეყანა, ავაშენოთ ინფრასტრუქტურა და შევუერთდეთ ევრო-სარაგბო-საკლუბოებს და დამერწმუნე საქმე წინ წავა

ექვს ერამდე ევროპულ საკლუბოებს შევუერთდეთ და ქვეყნის პირველობა უნდა გავმართოთ - შედეგი მერე ნახეთ

საქმის კეთებას შრომა და გარჯა უნდა, სიმღერით მესამე ტაიმი დავამშვენოთ, მანამდე კი ვარკეთილის ბრიტვა მოედანზე გაზრდილმა თაობის შრომამ მე-12 ადგილი მოგვიყვანა მსოლფიო რეიტინგში

ასე რომ მეტი შემართებით წინ...
alexa
12 მარტი 2017 22:02
0
ამაზე კარგ შედეგს ვერ დავდებთ? ხუმრობ? ეხლა იწყება ჯერ ყველაფერი, ეხლა წამოვა ის თაობა ვინც ბავშვობიდან რაგბით იზრდებოდა და ჩაანაცვლებს იმ თაობას რომელმაც რაგბის თამაში 15 წლისამ დაიწყო. მორაგბეების რაოდენობა 200 დან რამდენიმე ათასამდე გაიზარდა. ჯერ სად ხარ მოიცადე 8 წელი და ნახავ თუ 8 გუნდში არ ვიყოთ.
gia
12 მარტი 2017 22:01
0
ვეთანხმები ukr-ს და xaxo-ს. ეს ვაი-მოგება იყო, ყოჩაღ ბიჭებო... მაგრამ.ბოლო თამაშებია პოზიტივი მხოლოდ ახალგაზრდების ნაკრებში ინტეგრაციაა. ამ თამაშით რუმინეთთან-??? წინსვლა ან მცდელობა მომატების უფრო მეტად სუსტ გუნდებთან უნდა იგრძნობოდეს !? ერთი სიტყვით ჰეიგმა ხომ არ ამოწურა.....ახალგაზრდებზე უნდა იფიქრონ. პ.ს. შერკინება ??? - უყურეთ მოწინავე გუნდებს. მადლობა რაგბი-ტვ-ს
gusani
12 მარტი 2017 21:59
0
ტექნიკურ წუნზე აღარაფერს ვამბობ,მაგრამ ახლა 6 ერის პირველობასაც ხომ ვუყურებთ,რამხელა სხვაობაა სისწრაფეში. მარტო აზროვნებისა კი არა,მოძრაობის სისწრაფეშიც.ორჯერ გავჭერით ხაზი ისე,რომ ლელო დავდეთ,შესაბამისად ჩვენი უკანა ხაზელები სრული სისწრაფით გარბოდნენ,მაგრამ 100 მეტრზე ალბათ სულ ცოტა 2 წამით მაინც ჩამორჩებიან 6 ერის უკანა ხაზელებს.დიდი პრობლემა იყო კონცენტრაციაც,რამდენიც მოვიდნენ 22-იან ზონაში,იმდენი ლელო დადეს და თან დიდი ბრძოლის გარეშე.თავდაჯერება კარგია,მაგრამ ნამეტანი,არც ეგ ვარგა.
სოსო
12 მარტი 2017 21:48
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული