- "ბორჯღალოსნებმა" რუსეთის ნაკრები დაამარცხეს [VIDEO]
შეგახსენებთ, რომ "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მეოთხე ტურში "ბორჯღალოსნებმა" "დინამო არენაზე" რუსეთის ნაკრებს უმასპინძლეს და მეტოქე ანგარიშით 28:14 დაამარცხეს.
"მსაჯისგან უფრო მეტ ჯარიმასა და მკაცრ ქმედებებს ველოდით.
მეტოქემ კარგი დაცვა დაგვიპირისპირა და ჩვენ იმდენად კარგად ვთამაშობთ, რამდენადაც ამის საშუალებას მეტოქე გვაძლევს. დღეს რუსეთის ნაკრებმა პირველი 30 წუთი კარგად ჩაატარა და ალბათ, სწორედ ამიტომაც გაგვიჭირდა", - თქვა ჰეიგმა.
რ ა ტ ო მ ივიწყებთ გულშემატკივრებო-
6 - 22 წლამდე ბიჭი თამაშობდა სასტარტოში!
ამას ვერცერთი ნაკრები ვერ გაბედავს დღეს ...და მაინც მოიგეს,უბრალოდ უკანა ნიჭიერი ბიჭებს მხოლოდ ფიზიკური ს ი მ ძ ლ ა ვ რ ე აგრესიული დაცვისათვის!
მომავალ თაობას მომავლის იმედით!!!
1. ძალიან მიხარია რომ აქ კომენტარებს წერენ ადამიანები, რომლებიც ეტყობათ რომ ფეხბურთის გულშემატკივრები არიან და ნაკლებად ერკვევიან რაგბში.
2. ძალიან მომწონს რომ ათასობით და ათიათასობით ადამიანი მოდის სტადიონზე რიგით თამაშზე, რომლის 100% შედეგი წინასწარ იცის.
3. ძალიან მომწონს ბებერი ლომების გვერდით როგორ იყენებენ ფაფარს ახალი ბოკვრები რომლებიც არანაკლებ თვისებებს, გონიერებას და ძალას აჩვენებენ.
4. შესანიშნავი ახალი თაობა მოდის და მომავალი უცილობლად უკეთესი იქნება ვიდრე დღევანდელი დღეა.
5. გვყავს საქართველოზე არანორმალურად შეყვარებული და უმაღლესი კატეგორიის მწვრთნელი, რომელსაც გათვითცნობიერებული აქვს ქართული რეალობა და მენტალიტეტი და ჩვენს უარყოფით თვისებებს პოზიტიურად იენებს. არ ვამტკიცებ რომ მასზე მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელი არ არსებობს, მაგრამ ეჭვი მაქვს ბევრი მოიძებნებოდეს კვალიფიკაციური, რომელსაც ქვეყანა ასე ეყვარება და იზრუნებს მასზე.
საშინლად აქ მომწონს:
ა) უმადურობა! უმადურობა ჩვენი ძველი გვარდიის მიმართ, რომლებმაც მოახერხეს ის რომ რიგით თამაშებზე ათიათასობით ადამიანი მოდის.
ბ) საშინლად არ მომწონს უმადურობა მწვრთნელის მიმართ, რომელიც 100% იხარჯება, არა მარტო ამ ნაკრებისთვის, არამედ ქართული რაგბის მომავლისთვის. 3-4 წელიწადში უკეთ გამოჩნდება რა აქვს უკვე გაკეთებული ქართული რაგბისთვის.
გ) საშინლად არ მომწონს რაგბის კავშირის უმოქმედობა 20 წლამდელთა ნაკრების მიმართ - არ მიეცა გუნდს საშუალება ყოლოდა მაღალი დონის მწვრთნელები რომლებსაც არ ექნებოდათ შიში მოწინააღმდეგის და არ განაწყობდნენ გუნდს ყველა თამაშის წინასწარ წასაგებად (იტალიის გარდა). არ იწუწუნებდნენ გამოუცდელობაზე, ექნებოდათ მცირედი სპორტული თავხედობა რათა ნებისმიერი მეტოქისთვის თავი არ დაეხარათ. ყველა კარგად ვხედავთ რომ შარშანდელი 20 წლამდელებიდან 5-6 კაცი ეროვნულის სრულუფლებიანი წევრი გახდა. ახალმა გუნდმა გაიარა მხოლოდ ერთი შეკრება - მენტალური გამძლეობის (საინტერესოა მწვრთნელებმა თუ გაიარეს?). 3 თვეში მსოფლიო თასი გვაქვს და ბაიბური არ ისმის ნაკრებზე - ნეტა ხომ გამოვდივართ?
ვერასდროს ვერ შევალთ 6 ერში სანამ 20 წლამდელებს არ ეყოლებათ ისეთივე კვალიფიკაციის მწვრთნელი როგორიც ეროვნულს და არ იზრუნებს ისე როგორც ზრუნავს ეროვნულზე მილტონ ჰეიგი.
მადლობა ბატონო მილტონ თქვენი სამსახურისთვის, ერთგულებისთვის და ჩემი სამშობლოს სიყვარულისთვის!
უელსთან ამ წლის ნოემბერში ტესტი რომ გვაქვს მილენიუმ სტადიონზე არავინ რატო არ წერს?
რაღაცით მაინც ვიფხანთ გულს. ამასობაში კი ჩვენი რაგბი მსოფლიო დონის გახდა და ფეხბურთის ადგილი დაიკავა, როგორც ეროვნულმა თამაშმა.