მამუკა გორგოძე: პრობლემაა, რომ სუსტ გუნდებთან მობილიზება გვიჭირს

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მამუკა გორგოძემ რუსეთის ნაკრებთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

- "ბორჯღალოსნებმა" რუსეთის ნაკრები დაამარცხეს [VIDEO]
- მამუკა გორგოძემ რუსი მორაგბე ლამის დაახრჩო [VIDEO]

შეგახსენებთ, რომ "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მეოთხე ტურში "ბორჯღალოსნებმა" "დინამო არენაზე" რუსეთის ნაკრებს უმასპინძლეს და მეტოქე ანგარიშით 28:14 დაამარცხეს.

"დაცვაში თამაში გაგვიჭირდა და შესვენებისას სწორედ ეს აღვნიშნეთ. საერთოდ, ეს ჩვენი პრობლემაა: სუსტ გუნდებთან მობილიზება და კარგად თამაში გვიჭირს. მეორე ტაიმში გამოვასწორეთ.

კრიტიკა საჭიროა და ის წინ წაგვწევს აუცილებლად, მაგრამ გაითვალისწინეთ ისიც, რომ
დღეს რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშემ ითამაშა, რომლებმაც თავი კარგად წარმოაჩინეს. მთავარია, ამ ბიჭებს მოტივაცია არ აკლიათ და დღეს მოვიგეთ.

მეც გამიკვირდა, რომ მოლი არ გვქონდა და მწვრთნელმაც მოლზე თამაში გვირჩია, მაგრამ 2-3-ჯერ დაჯარიმდნენ რუსები. ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო, რომ ამდენი ხალხის წინ უფრო სანახაობრივად გვეთამაშა და ამიტომ ბიჭებს ხელით თამაშისკენ მოვუწოდე. დღეს ეს კარგად არ გამოგვივიდა, მაგრამ შემდეგში გამოვა.

რუმინეთია მოლში ძლიერი? კი, კი, გერმანიასთან გამოჩნდა (იცინის)", - თქვა გორგოძემ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
სიმართლეს ამბობს მოტივაცია არის 0.
me
13 მარტი 2017 12:39
0
პირადათ მგონია რომ არის რეგრესის ნიშნები, რაც გამოჩთება რუმინეთან!
გოგი ქუთაისელი
13 მარტი 2017 11:05
0
აშკარად გაუგებარი განცხადებაა. დაცვაში მეორე ტაიმში გამოვასწორეთ თამაშიო - მამუკა ამბობს, მაგრამ ზუსტად მეორეში გავუშვით 2 ლელო. სუსტებთან გვიჭირს თამაშიო. ძლიერ შოტლანდიასთან კარგად ვიყავით მობილიზიბული? რუსეთი რატომ არის სუსტი? მეტი პატივისცემა მოწინააღმდეგეს.
gogig
12 მარტი 2017 23:59
0
ძალიან ცუდათ და უხარისხოდ ითამაშეს ჩვენმა ბიჭებმა არ მოველოდი მიუხედავათ მოგების, ასევე ესპანეთთან, 2 მატჩია ძალიანა არა დამაჯერებლად გამოიყურებიან და იმედი მაქვს აღმოფხვრიან ტექნიკურ წუნს და უფრო სწრაფად და ტექნიკურად ითამაშებენ.
gogi
12 მარტი 2017 23:01
0

სიახლეები პოპულარული