მამუკა გორგოძე: პრობლემაა, რომ სუსტ გუნდებთან მობილიზება გვიჭირს

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მამუკა გორგოძემ რუსეთის ნაკრებთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

- "ბორჯღალოსნებმა" რუსეთის ნაკრები დაამარცხეს [VIDEO]
- მამუკა გორგოძემ რუსი მორაგბე ლამის დაახრჩო [VIDEO]

შეგახსენებთ, რომ "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მეოთხე ტურში "ბორჯღალოსნებმა" "დინამო არენაზე" რუსეთის ნაკრებს უმასპინძლეს და მეტოქე ანგარიშით 28:14 დაამარცხეს.

"დაცვაში თამაში გაგვიჭირდა და შესვენებისას სწორედ ეს აღვნიშნეთ. საერთოდ, ეს ჩვენი პრობლემაა: სუსტ გუნდებთან მობილიზება და კარგად თამაში გვიჭირს. მეორე ტაიმში გამოვასწორეთ.

კრიტიკა საჭიროა და ის წინ წაგვწევს აუცილებლად, მაგრამ გაითვალისწინეთ ისიც, რომ
დღეს რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშემ ითამაშა, რომლებმაც თავი კარგად წარმოაჩინეს. მთავარია, ამ ბიჭებს მოტივაცია არ აკლიათ და დღეს მოვიგეთ.

მეც გამიკვირდა, რომ მოლი არ გვქონდა და მწვრთნელმაც მოლზე თამაში გვირჩია, მაგრამ 2-3-ჯერ დაჯარიმდნენ რუსები. ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო, რომ ამდენი ხალხის წინ უფრო სანახაობრივად გვეთამაშა და ამიტომ ბიჭებს ხელით თამაშისკენ მოვუწოდე. დღეს ეს კარგად არ გამოგვივიდა, მაგრამ შემდეგში გამოვა.

რუმინეთია მოლში ძლიერი? კი, კი, გერმანიასთან გამოჩნდა (იცინის)", - თქვა გორგოძემ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
სიმართლეს ამბობს მოტივაცია არის 0.
0
პირადათ მგონია რომ არის რეგრესის ნიშნები, რაც გამოჩთება რუმინეთან!
გოგი ქუთაისელი
11:05 13-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული