მატჩი, რომელშიც საქართველომ ანგარიშით 28:14 იმარჯვა, ბრიტანულმა გამოცემამ კიდევ ერთ არგუმენტად მოიყვანა, თუ რატომ უნდა მიიღონ "ბორჯღალოსნები" "ექვს ერში".
"55 000 მიზეზი საქართველოს "ექვს ერში" მისაღებად", - სწორედ ასე ასათაურებს საიტი სტატიას, რომელშიც დღევანდელი მატჩია განხილული.
- მერაბ კვირიკაშვილის შესანიშნავი დრიბლინგი რუსეთთან მატჩში [VIDEO]
- "ბოჯღალოსნებმა" რუსეთის ნაკრები დაამარცხეს [VIDEO]
- მამუკა გორგოძემ რუსი მორაგბე ლამის დაახრჩო [VIDEO]
- საქართველო-რუსეთის მატჩის დროს
- ქართველი ქომაგების "მოკითხვა" პუტინს საქართველო-რუსეთის მატჩიდან [VIDEO]
"რაგბი საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სპორტია და დღეს ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა, როცა რუსეთთან თამაშს 50 000-ზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო. საქართველოს ნაკრები "ექვსი ერისკენ" მიიწევს და ამაში ხელს ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი უწყობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ივანიშვილი მზადაა, 8,5 მილიონი ფუნტი გადაიხადოს საქართველოს ელიტაში დამკვიდრებისთვის.
და მაშინ, როცა იტალია კვლავ მარცხდება საფრანგეთთან 18:40, საქართველოში რაგბი უფრო ვითარდება", - წერს საიტი.