საქართველო-რუსეთი 28:14 - გავექცეთ რუსეთს, ევროპა გვინდა [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
მეორე ტაიმის შუაწელში, როცა რუსების ნაკრები სახიფათოდ გვიტევდა, უეცრად ყველამ ყურადღება მოვლენების ეპიცენტრიდან მოშორებით გადაიტანა. საქართველოს ნაკრების კაპიტანს, მამუკა გორგოძეს რუსების მესამეხაზელი პაველ ბუტენკო ქვეშ მოექცია და "გუდავდა".
იხილეთ ვიდეო
მამუკა გორგოძემ რუსი მორაგბე ლამის დაახრჩო
Sportall.Ge

მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზე კაპიტანს ჰკითხეს, ძიუდოში მსგავს შემთხვევაში მეტოქე ხელს ტატამზე ურტყამს და რუსმა რა ქნაო? დავარტყმევინეო - უპასუხა მამუკამ.

"ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი, კაპიტნისგან განსხვავებით, შეფიქრიანებული ჩანდა. პრესკონფერენციამ ისე ჩაიარა, წარბი არ გაუხსნია, რაც იშვიათი შემთხვევაა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ნაკრების თავკაცი ფიქრებით
უკვე ბუქარესტში იყო, თუმცა მომავალ მეტოქეზე არაფერი უთქვამს.

ერთი კი ცხადია, რუმინელებთან ბევრად მძიმე თამაში გველის. ბოლო ტურში "სტეჟარი" ჩვენ დამარცხებას და ერთა თასის მოგებას შეეცდება.

რუსებთან მატჩს რაც შეეხება, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახალგაზრდა მორაგბეები იმედს ნამდვილად ამართლებენ. ერთი ეგაა, რომ შეუთამაშებლობა მაინც ეტყობა ჩვენს ნაკრებს. მერე, ისევ ხშირად გვივარდება ბურთი. განსაკუთრებით კი, მეტოქესთან კონტაქტისას.
იხილეთ ვიდეო:
საქართველოს ლელოები რუსეთთან მატჩში
Sportall.Ge

რაც ნამდვილად გამოსწორდა წინა შეხვედრებთან შედარებით, ეს ბურთიან მორაგბეზე მიყოლაა.

საქართველოს ნაკრების მეორე ლელო კი ჩვენი ფულბეკის, მერაბ კვირიკაშვილის გროსმეისტერული გარღვევის შედეგი იყო. კიდევ ერთი - კვირიკაშვილმა მატჩში რვა ქულა მიითვალა და რვაასქულიანი ზღვარი გადალახა. ახლა მის ანგარიშზე 801 ქულაა.
იხილეთ ვიდეო
მერაბ კვირიკაშვილის შესანიშნავი დრიბლინგი
Sportall.Ge

მატჩში დებიუტი ჰქონდა "ჯიქის" გარემარბ ირაკლი სვანიძეს, რომელიც საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის, გოჩა სვანიძის ძმისშვილია. შუამარბმა გიორგი კოშაძემ კი ეროვნულ ნაკრებში ოთხი მატჩი გამართა და მის ანგარიშზე ამდენივე ლელოა.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

მატჩისშემდგომი კომენტარები:
- "ჩვენ იმდენად კარგად ვთამაშობთ, რამდენადაც ამის საშუალებას მეტოქე გვაძლევს"
- პერვუხინი: ჩვენც გვინდა საქართველოსავით ძლიერი გუნდი და კარგი სტადიონი, მაგრამ...
- მამუკა გორგოძე: პრობლემაა, რომ სუსტ გუნდებთან მობილიზება გვიჭირს

ასევე იხილეთ:
- მობილურით განათებული "ტალღები" - ულამაზესი სანახაობა საქართველო-რუსეთის მატჩზე [VIDEO]
- ქართველი ქომაგების "მოკითხვა" პუტინს საქართველო-რუსეთის მატჩიდან [VIDEO]

რაგბი ევროპის ჩემპიონატი. IV ტური
საქართველო-რუსეთი 28:14
საქართველო (15-9) კვირიკაშვილი, სვანიძე, კოშაძე, კაჭარავა, თოდუა, ხმალაძე, ლობჟანიძე (აფრასიძე 74). (1-8) ნარიაშვილი (თეთრაშვილი 69), ბრეგვაძე (ჟვანია 69), ტაბიძე (ბეკოშვილი 45), ნემსაძე, მიქაუტაძე (ლომიძე 59), ცუცქირიძე (შუბითიძე 71), გორგოძე, გორგაძე
4ლ: კოშაძე, ლობჟანიძე (2), კაჭარავა. 4გ: კვირიკაშვილი
რუსეთი (15-9) კუშნარიოვი, კურაშოვი (მიხალცოვი 71), გერასიმოვი, არტემიევი, სიმპლიკევიჩი, გაისინი, უზუნოვი (რიაბოვი 78). (1-8) მოროზოვი (კროტოვი 28), ჰასანოვი (ჩერნიშოვი 71), ბითიევი (პოდრეზოვი 71), იელგინი, ზიკოვი (პრონენკო 61), გრესევი, ჰაჯიევი (გრიცენკო 61), ბუტენკო.
2ლ: კუშნარიოვი, კროტოვი. 2გ: კუშნარიოვი
სინბინი: მოროზოვი.
მსაჯი: იენ ტემპესტი (ინგლისი)

ბელგია-რუმინეთი 17:33
გერმანია-ესპანეთი 15:32

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ
1. საქართველო 4 4 0 0 +93 18 2
2. რუმინეთი 4 3 0 1 +43 15 3
3. ესპანეთი 4 2 0 2 +7 8 0
4. გერმანია 4 2 0 2 -53 8 0
5. რუსეთი 4 1 0 3 -37 4 0
6. ბელგია 4 0 0 4 -53 2 2

V ტური
18 მარტი
ესპანეთი-ბელგია
რუსეთი-გერმანია

19 მარტი
რუმინეთი-საქართველო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 18 /
ასეთი თამაშით გვინდა 6 ერში შესვლა?
status quo
11:46 13-03-2017
0
დაიგდო ლაჯებში? გორგოძეს ვენაცვალე
ზსს
12:05 13-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული