- Walesonline საქართველო-რუსეთზე: 55 000 მიზეზი საქართველოს "ექვს ერში" მისაღებად
- საქართველო-რუსეთი 28:14 - გავექცეთ რუსეთს, ევროპა გვინდა [VIDEO+PHOTO]
punditarena.com ეხმაურება თბილისურ მატჩს სტატიით: "კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველო ექვსი ერისთვის მზად არის".
"ეს იყო გამორჩეული უიქენდი ევროპულ რაგბიში და ჩვენ ამჯერად, არ ვსაუბრობთ ექვს ერზე. საქართველომ და რუსეთმა ბრწყინვალე მატჩი ითამაშეს 55 ათასი ადამიანის თვალწინ.
მაშინ, როცა იტალია განუწყვეტლივ მარცხდება ექვს
საქართველომ საბოლოოდ 28:14 დაამარცხა რუსეთის ნაკრები, მაგრამ ამ ისტორიაში უმთავრესი სხვაა. ეს ერი გაერთიანებულია საკუთარი ნაკრების ირგვლივ. და როდესაც გუნდს ასეთი შესანიშნავი მხარდაჭერა აქვს, მას ბევრის მიღწევა შეუძლია. მართლაც, საქართველომ შესანიშნავი ლელოები გაიტანა, ამიტომაც არ არის გასაკვირი ეს სუპერდასწრება".
"საქართველო ბოლო წლებში დიდი ნაბიჯებით მიდის წინ და ის ხდება ანგარიშგასაწევი ძალა რაგბის სამყაროში. ნაკრებს ჰყავს ერთგული გულშემატკივარი, რომელთაც ირწმუნეს "ბორჯღალოსნების". ახლა დროა, იგივე გააკეთოს ექვსი ერის ორგანიზაციამ", - წერს საიტი.
ირლანდიური sportsjoe.ie:
"საქართველოს აქვს ელიტური რაგბის პოტენციალი. მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ ცოტა მეტი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ამ ქვეყანამ ექვსი ერის კარი შეაღოს, ან გაუკვალოს მას გზა პროგრესისკენ".
Rugby World:
"საქართველოს ნაკრებმა 55 ათასი მაყურებლის თვალწინ დაამარცხა რუსეთის ნაკრები და ამით დიდი ნაბიჯი გადადგა ზედიზედ მეშვიდედ ექვსი ერი B-ს მოგებისაკენ.
ამავე დროს, ევროპული რაგბი ოფიციალურად ითხოვს ექვს ერის ორგანიზაციისგან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას".
planetrugby.com:
"საქართველომ ოთხიდან მეოთხე მატჩი მოიგო 55 ათასი გულშემატკივრის თვალწინ. ახლა გადამწყვეტი მატჩი ბუქარესტში გაიმართება, რომელიც ჩემპიონის ვინაობას გაარკვევს".
:D მახსოვს ერთხელ რომელიღაც რუსული გუბერნიის გუბერნატორი იძახდა: "მოსკოვში ხალხი იკრას ჭამს, ჩვენ კი კარტოფილის მეტი საჭმელი არ გვაქო. რა არი რა წესიაო, ავდგეთ და ყველამ ერთად ვჭამოთ კარტოფილიო"-:D იკრა ვჭამოთო ის კი არ უთქვამს ყველამ ერთადო, კარტოფილი ვჭამოთო :D ავსხნა რატომ დავწერე ეს? :D :D: