ფლორინ ვლაიკუ: ერთი წლის წინ საქართველოსთან სამარცხვინოდ დავმარცხდით, ახლა კი...

AutoSharing Option
რუმინეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრმა ფლორინ ვლაიკუმ ჟურნალისტებთან საქართველოსთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" გადამწყვეტ, მე-5 ტურში "ბორჯღალოსნები" სტუმრად რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. მატჩი 19 მარტს გაიმართება.

"ბელგიასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ საქართველოსთან მატჩს პოზიტიურ განწყობაზე ვხვდებით. უკვე დიდი ხანია, რაც საქართველოს ნაკრებს ვეღარ ვამარცხებთ, ჩვენგან კი ამას ელიან.

ერთი წლის წინ საქართველოსთან სამარცხვინოდ დავმარცხდით, ამიტომ ცვლილებები იყო საჭირო. ახლა საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ და ეს ჩვენი უპირატესობაა. ვფიქრობ, შეგვიძლია სიურპრიზის შეთავაზება. მთავარია, საკუთარი თავის და ერთმანეთის გვჯეროდეს", - თქვა
ვლიკუმ.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ვლაიკუს ძალიან ვაფასებ, კარგი პიროვნებაა, ვფიქრობ ძალიან რთული თამაში იქნება მაგრამ მოგება ძალიან გვჭირდება:)
giorgi
15:34 16-03-2017
0
გმადლობთ განმარტებებისათვის, მაგრამ ერთნაირ ქულებში მე ვიგულისხმე სატურნირო ცხრილის ქულები.
pele
13:14 15-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული