New Zealand Herald: "ოლ ბლექსი" თბილისში? ეს შეიძლება მოხდეს

AutoSharing Option
ზელანდიური გაზეთი New Zealand Herald მსოფლიო რაგბის ორგანიზაციის მიერ დამტკიცებულ ახალ კალენდარს ეხმიანება სტატიით: "ოლ ბლექსი" თბილისში? ეს შეიძლება მოხდეს ახალი კალენდრის წყალობით".

"მსოფლიო რაგბიმ" ახალი კალენდარი დაამტკიცა - რა შეიცვლება საქართველოსთვის

"მსოფლიო რაგბის ახალი შეთანხმების წყალობით, "ოლ ბლექსი" და საქართველოს ნაკრები ერთმანეთში უფრო ხშირად ითამაშებენ, ვიდრე ეს აქამდე ყოფილა.

ახალი კალენდარი მეორე დონის ქვეყნებს ივლისსა და ნოემბერში მეტი მატჩის საშუალებას აძლევს ტოპ-ნაკრებების წინააღმდეგ. SANZAAR-ის ქვეყნები დათანხმდნენ, ივლისში უმასპინძლონ მეორე დონის ქვეყნებს.

ახალზელანდიური რაგბის ბოსმა სტივ თიუმ რადიოინტერვიუში პირდაპირ თქვა, რომ
შეიძლება ისე მოხდეს, რომ "ოლ ბლექსი" სათამაშოდ თბილისში ჩავიდეს:

"რა თქმა უნდა, ჯერ საკმაოდ ადრეა იქამდე და კონკრეტული ადგილები არ შერჩეულა, თუმცა ფაქტია, რომ ბევრმა ერმა მოუმატა, თუნდაც ახლახან გერმანიის გამარჯვება რუმინეთზე საკვალიფიკაციო მატჩში რად ღირს. მსოფლიო რაგბიში ცვლილებები ხდება", - განაცხადა თიუმ.

აღსანიშნავია, რომ ახალი ზელანდიის ნაკრები უკვე სამჯერ ეწვია იტალიას, ხოლო საქართველოს, რომელიც იტალიაზე წინ არის რეიტინგში - არასოდეს", - წერს გამოცემა.

ჩვენი მხრიდან შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნები" აქამდე მხოლოდ ერთხელ დაუპირისპირდნენ ახალი ზელანდიის გუნდს. ეს 2015 წლის მსოფლიოს თასზე მოხდა - კარდიფში ჩვენს გუნდს ურიგოდ არ უთამაშია და მხოლოდ 10:43 დათმო.
მკითხველის კომენტარები / 11 /
მთავარია კარგათ ითამაშონ. ძალიან არ წააგონ. ბოლო თამაშები არ ვარგოდა.
გურამი
20 მარტი 2017 09:00
0
დავხვდებით და თანაც ისე როგორც ეკადრება საქართველოს და ოლ-ბლექსს
ragbi rugbi
18 მარტი 2017 17:36
0
ადრე თუ გვიან მოუწევთ ჩამოსვლა, ყველას. მთავარია ჩვენ მზად დავხვდეთ,როგორც თამაშით,ისე მასპინძლობით. თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო!!!
jemali
18 მარტი 2017 10:23
0
რატომღაც მგონია რომ ეს კომპენსაციის სახით თქვეს ეს თუ უახლოეს ხუთ წელიწადში არ მოხდა არაა მარტო ზელენდიაზე საუბარი თუნდაც იტალიასთან მაშინ ჩვენი ბიჭების მოტივაცია და ზოგადად რაგბი მითუმეტეს ჩვენი მენტალობის გათვალისწინებით დაბლა არ დაეშვას.
ziko
17 მარტი 2017 21:58
0
რატომღაც მგონია რომ ეს კომპენსაციის სახით თქვეს ეს თუ უახლოეს ხუთ წელიწადში არ მოხდა არაა მარტო ზელენდიაზე საუბარი თუნდაც იტალიასთან მაშინ ჩვენი ბიჭების მოტივაცია და ზოგადად რაგბი მითუმეტეს ჩვენი მენტალობის გათვალისწინებით დაბლა არ დაეშვას.
ziko
17 მარტი 2017 21:57
0
ბეიბი ოლ ბლექსი ხომ ჩამოდის, თან ჯერ ქუთაისში და წელს მაგით ვისიამოვნოთ. კაი მასპინძლობა ვაჩვენოთ. დიდებიც ჩამოვლენ :)
ქუთაისელი
17 მარტი 2017 21:56
0
ანუ, ბიძო თუ იკისრებსო? :)
რეზო
17 მარტი 2017 18:25
0
ბილეთები სად იყიდება? დღესვე დავიკაო რიგი :)
გიორგი
17 მარტი 2017 17:45
0
ბილეთები სად იყიდება რიგში რომ ჩავდგე უკვე :)
გიორგი
17 მარტი 2017 17:44
0
ზოგადი ნათქვამი იყო, მარა იმედია გამოვა და ჩამოვლენ.
giga
17 მარტი 2017 17:20
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული