მილტონ ჰეიგი: ესაა თამაში, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა და გუნდის ვიცე-კაპიტანმა გიორგი ნემსაძემ რუმინეთთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

"რაგბი ევროპის ჩემპიონატის" ბოლო ტურის მატჩი რუმინეთი-საქართველო 19 მარტს, ბუქარესტში გაიმართება. დღეს კი "ბორჯღალოსნები" რუმინეთის დედაქალაქში კაპიტნის ვარჯიშს ჩაატარებენ.

- რუმინეთთან მატჩისთვის "ბორჯღალოსნების" სამატჩო რაზმი ცნობილია

მილტონ ჰეიგი:
"მოხარული ვარ რუმინეთში სტუმრობით. ესაა თამაში, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა.

რუმინეთსა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა ყოველთვის დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარეობდა და კვირასაც ასე იქნება. ორივე გუნდში მრავლად არიან ახალგაზრდა მორაგბეები, თაობათა ცვლა მიმდინარეობს და ეს
თამაში მათთვის საინტერესო ტესტი იქნება.

მოუთმენლად ველით მატჩის დღეს, რომელმაც "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" გამარჯვებული უნდა გამოავლინოს. ადრე ჩამოვედით, რათა კარგად დავისვენოთ და ხარისხიანი კაპიტნის ვარჯიში ჩავატაროთ".

გიორგი ნემსაძე:
"წინ უმნიშვნელოვანესი თამაში გველის და მაქსიმუმს გავიღებთ წარმატების მისაღწევად".

მომავალ თამაშზე რუმინეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლინ ჰოუელსმა და კაპიტანმა მიხაი მაკოვეიმაც ისაუბრეს.

Sportall.Ge

ლინ ჰოუელსი:
"საქართველოსთან მატჩი ყოველთვის გამორჩეულია და გამონაკლისი არც ახლა იქნება. საქართველომ მსოფლიო თასის საგზური უკვე მოიპოვა, ჩვენ კი ამ უფლებისთვის ჯერ კიდევ დიდი ბრძოლის გადატანა მოგვიწევს. მოწინააღმდეგე 7 წელია არ დაგვიმარცხებია და დარწმუნებული ვარ, კვირას უშეღავათო ბრძოლა და საინტერესო თამაში იქნება“.

მიხაი მაკოვეი:
"საქართველო განსაკუთრებული მეტოქეა, თუმცა ჩვენ კარგად მოვემზადეთ და მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ. წარმატების მისაღწევად მაქსიმუმს გავიღებთ და იმედია, ქომაგი გაწბილებული არ დარჩება. დაე, უძლიერესმა გაიმარჯვოს".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასს აღარავინ ახსენებს, აღარ თამაშდება?!...
მსქროლავი ტროლი
19 მარტი 2017 11:07
0
დღეს როგორც ყოველთვის ამ ბოლო 7 წლის მანძილზე ციგან მუხაკოებს დაეპუტებათ ფოთლები და მაგათი რკოთი ღორებს დავაძღებთ!
მიროსან
19 მარტი 2017 10:41
0
ეს თამაში ჩვენი ,,ღირსების მატჩია,,....რა მნიშვნელობაც არ უნდა ჰქონდეს მცირე ერის ,,ელ კლასიკოდ,,დარჩება სულ.....7 წელიც და კიდევ 7 წელი უნდა მოუწიოტ ,,მუხის ფოთლებს,,ლოდინი...
ზურა ზურაბი12
18 მარტი 2017 23:36
0
ნემსო ერის სიამაყე ხარ, გული მტკივა გუნდში სათამაშო დროის სიმწირე რომ გაქვს :)
giorgi
18 მარტი 2017 22:31
0
ეს თამაშია ჩვენი ცხოვრება, ქართველი ერი მისი წოდება; ეს შეიმეცნეს ჩვენმა გონებამ, მათაც იციან, ბორჯღალოსნებმა.
dk
18 მარტი 2017 21:50
0
Hveno saamakho mamulishvilebo

Gmerti gparavdet mudam gamardjvebulebs gevlot tokens qvekhanastan eras
Up alms daglocot dzebo
Giorgi
18 მარტი 2017 19:20
0
თქვენ გვიხარებთ გულს, თქვენ ხართ ნამდვილი ქართველები, ვაჟკაცები, რითაც ამაყობს ქართველი ერი. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ მომავალ შერკინებებში. გაუმარჯოს საქართველოს!!!
თამაზი
18 მარტი 2017 18:57
0

სიახლეები პოპულარული