"ბორჯღალოსნები" რუმინეთის ნაკრებთან დამარცხდნენ

AutoSharing Option
19 მარტს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სტუმრად რუმინეთთან რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეხუთე ტურის მატში ანგარიშით 7:8 დამარცხდა.

გამომდინარე აქედან ივერიელის თასის მფლობელი რუმინეთი გახდა. აღსანიშნავია, რომ რუმინეთმა საქართველოს დამარცხება 2011 წლის შემდეგ პირველდ შეძლო.

სამწუხაროდ "ბორჯღალოსნებმა" საიუბილეო მეორასე შეხვედრაში მოგება ვერ მოიპოვეს.

ანგარიშის გახსნა უკვე მესამე წუთზე რუმინეთის ნაკრებმა მოახერხა. მასპინძლებმა ქართველი მორაგბეების შეცდომით ისარგებლეს და ბურთი დაამიწეს.

გარდასახვა მეტოქემ არაზუსტად შეასრულა და რუმინელები 5 ქულით დაწინაურდნენ.

მერაბ კვირიკაშვილს ანგარიშის სხვაობის შემცირება შეეძლო, თუმცა ჯარიმა ვერ გაიტანა.

ტაიმის მიწურულს 37-ე წუთზე
ლელოს დადება მერაბ შარიქაძემ შეძლო და ანგარიში გაათანბრა, ხოლო გარდასახვა კვირიკაშვილმა ზუსტად შეასრულა და "ბორჯღალოსნები" წინ გაიყვანა 7:5.

- მერაბ შარიქაძის ლელო და მერაბ კვირიკაშვილის გარდასახვა [VIDEO]

რუმინელებმა 52-ე წუთზე ჯარიმა გაიტანეს და ისევ დაწინაურდნენ 7:8.

70-ე წუთზე კვირიკაშვილს შანსი ჰქონდა "ბორჯღალოსნები" წინ გაეყვანა, მაგრამ ჯარიმა ვერ გაიტანა. 73-ე წუთზე კვირიკაშვილმა ურთულესი საჯარიმო დარტყმა შეასრულა, მაგრამ ბურთი ძელმა აისხლიტა და ანგარიში უცვლელი დარჩა.

- გაშვებული შანსი - მერაბ კვირიკაშვილმა ძელს გაარტყა [VIDEO]

საბოლოოდ "ბორჯღალოსნები" ანგარიშთ 7:8 დამარცხდნენ.
მკითხველის კომენტარები / 121 /
mekos rom erti jarima mainc gaetana albat movigebdit,vtkvat simartle es bihi albat skamze unda ijdes satadarigoebhi.sascrafod axali motamahe gvinda romelic praktikas gaivlis am tamahebhi.mekos fsiqologiurad uhirs es hans yvela tamashi.
halagaji
20 მარტი 2017 11:07
0
ეს ვაი გულშემატკივრები ნერვებს მიშლის რაგბის წესების 30% რომ იციან მარტო, მადლობა ჩვენს ბიჭებს ჩემპიონატის ყველა თამაშისათვის
გიორგი
20 მარტი 2017 11:07
0
გეთანხმები, რუმინელები ყოველთვის ცდილობენ ჩვენს პროვოკაციაზე წამოგებას, არ იქცევიან ღირსეულად
kritika-s
20 მარტი 2017 11:04
0
nestor sunadze
musenbezi
სავსებით გეთანხმებით, დავამატებდი იმას, რომ ყველა თამაშში ძალიან ბევრ შეცდომებს ვუშვებდით. კი მაგრამ კვირიკაშვილის გარდა არავის შეუძლია ჯარიმების დარტყმა ხეირიანად. თორემ დამარცხება რუმინეთთან სათაკილო ნამდვილად არ არის.
დემე
20 მარტი 2017 10:46
0
თუ სპეკტაკლი იყო, აქ როგორც ზოგიერთები ამტკიცებენ, მაშინ სულ არ მინდა ასე წინასწარ დაბევებული მსოფლიო... მე ნგონი მაინც მადლობა უნდა ვუთხრათ ჰეიგს და დავემშვიდობოთ, ყველა ეტაპს თავისი მაღალკვალიფიციური მწვრთნელი სჭირდება.
გეო
20 მარტი 2017 10:45
0
ნუ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ რუმინეთი არგენტინასტან ერთად თამაშობს ყველაზე ბინძურ რაგბის, რასაც ქართველები არასდროს იკადრებენ, სვანაძე შემეცოდა გაუგებრობაში იყო მოხვედრილი,ნეპოტიზმის მსხვერპლი იყო აშკარად, ფსიქოლოგი თუ მუშაობს ნაკრებთან მაინტერესებს, დათრგუნული სახეების გალერეა იყო გუშინდელი თამაში
kritika
20 მარტი 2017 10:26
0
აყაყანდნენ ვაი გულშემატკივრები!!!მოვიგებთ ხო-ხო-ხო 6 ერში კი არა მსოფლიო ჩემპიონები ვართო,როგორც კი წავაგებთ ეგრევე წამოვა ბოღმა და დორბლები.დიახ წავაგეთ ,შეცდომებიც ბლომად გვქონდა,მაგრამ ამ ბიჭების დამსახურებაა ,რომ 8;7 წაგებას გასვლაზე თან რუმინეთთან რომელთანაც მოგება 20 წლის უკან ფანტასტიკა იყო,ტრაგედიად ვთვლით. კი ბატონო მეტს ვითხოვთ,მართლებიცა ვართ ,მაგრამ ყველა თამაშს ხომ ვერ მოვიგებთ. მაგარი ბიჭები გვყავს და მაგარი თაობაც მოდის.გვიყვარდეს რაგბი და ვუგულშემატკივროთ ჩვენს ბიჭებს.წარმატებები ბიჭებს,მჯერა კიდევ ბევრჯერ გაგვახარებენ!
tazo
20 მარტი 2017 10:12
0
მინიმუმ ხუტი ექვსი კაცი არ გამოიძახა მელიტონამ რადგან იყო ექსპერიმენტული შემადგენლობა და პლიუს ამას მოტივაცია რა ექვს ერზე საუბრობს აქ ხალხი ვერ გავიგე ექვსერზე და იტალიასთან თუ ვინმეს გონია რო ჩვენი გუნდი ესე ითამასებს ის რაგბის გარტყმაში არ ყოფილა. ზედმეტი კრიტიკა კიდე უადგილო მგონია რადგან მელიტონამ მემგონი უფრო იცის რაგბი და მისი ნიუანსები ვიდრე აქ შემოსულმა ნებისმიერმა გულშემატკივარმა.
qutaiseli
20 მარტი 2017 07:31
0
ნაკრების მწვრთნელი უნდა შეიცვალოს, მილტონს კი ჩააბარეთ ქართული საკლუბო გუნდი რომელიმე და დააფინანსეთ რომ იმ გუნდმა კარგად ითამაშოს და ქართული რაგბისფლაგმანი გახდეს
ff
20 მარტი 2017 02:19
0
მოკლედ წავიკითხე პოსტები და ერთ დასკვნამდე მივედი, თურმე რუმინეთთან თამაში სვანიძეებს წაუგიათ. არადა მეც ვუყურე და შეიძლება ხმამაღალი ნათქვამია, აქ ვინც წერს იმათზე მეტი გამეგება რაგბიში და არც ეს გვარი Mეხატება დიდად გულზე, მაგრამ ეს ხალხი არაფერს შუაშია.. გუნდმა ვერ ითამაშა თავისი თამაში. რაგბში ყველაპერი შეიძლება მოხდეს, ასე არ შეიძლება ყველაფრის წყალში გადაყრა, მე სხვა კითხვა მაქვს თქვენთან ყველასთან, აბა როდის და სად უნდა გამოიცადონ ახალგაზრდა მოთამაშეები? პირიქით, რატომ უფრო მეტი არ გამოცადეს? თუ ტქვენ შედეგზე ხართ ორიენტირებული? აბა მსოფლიოზე ვინ, რომელი მოთამაშეები უნდა გაიყვანონ?
Lasha
20 მარტი 2017 01:39
0

სიახლეები პოპულარული