"ბორჯღალოსნები" რუმინეთის ნაკრებთან დამარცხდნენ

AutoSharing Option
19 მარტს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სტუმრად რუმინეთთან რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეხუთე ტურის მატში ანგარიშით 7:8 დამარცხდა.

გამომდინარე აქედან ივერიელის თასის მფლობელი რუმინეთი გახდა. აღსანიშნავია, რომ რუმინეთმა საქართველოს დამარცხება 2011 წლის შემდეგ პირველდ შეძლო.

სამწუხაროდ "ბორჯღალოსნებმა" საიუბილეო მეორასე შეხვედრაში მოგება ვერ მოიპოვეს.

ანგარიშის გახსნა უკვე მესამე წუთზე რუმინეთის ნაკრებმა მოახერხა. მასპინძლებმა ქართველი მორაგბეების შეცდომით ისარგებლეს და ბურთი დაამიწეს.

გარდასახვა მეტოქემ არაზუსტად შეასრულა და რუმინელები 5 ქულით დაწინაურდნენ.

მერაბ კვირიკაშვილს ანგარიშის სხვაობის შემცირება შეეძლო, თუმცა ჯარიმა ვერ გაიტანა.

ტაიმის მიწურულს 37-ე წუთზე
ლელოს დადება მერაბ შარიქაძემ შეძლო და ანგარიში გაათანბრა, ხოლო გარდასახვა კვირიკაშვილმა ზუსტად შეასრულა და "ბორჯღალოსნები" წინ გაიყვანა 7:5.

- მერაბ შარიქაძის ლელო და მერაბ კვირიკაშვილის გარდასახვა [VIDEO]

რუმინელებმა 52-ე წუთზე ჯარიმა გაიტანეს და ისევ დაწინაურდნენ 7:8.

70-ე წუთზე კვირიკაშვილს შანსი ჰქონდა "ბორჯღალოსნები" წინ გაეყვანა, მაგრამ ჯარიმა ვერ გაიტანა. 73-ე წუთზე კვირიკაშვილმა ურთულესი საჯარიმო დარტყმა შეასრულა, მაგრამ ბურთი ძელმა აისხლიტა და ანგარიში უცვლელი დარჩა.

- გაშვებული შანსი - მერაბ კვირიკაშვილმა ძელს გაარტყა [VIDEO]

საბოლოოდ "ბორჯღალოსნები" ანგარიშთ 7:8 დამარცხდნენ.
მკითხველის კომენტარები / 121 /
წაგება არაუშავს მარა ამ თამაშის ხარისხით საბაბი მივეცით ექვსი ერის ბოსებს რო უარი გვითხრან ისევ და ვერც გაამტყუნებ
Lova
19 მარტი 2017 23:05
0
ასეთი თამაშით თამაშით ექვს ერზე არა, მაგრამ ოთხ ერში აუცილებლად მიგვიღებენ.. რუმინეთის ნაკრებს ვეთამაშებოდით თუ ბარბაროსებს? ამდენი ნატურალიზებული მოთამაშე ვის გაუგია...? მთელი ჩემპიონატი ძალიან სუსტად ჩავატარეთ... რაშიც უდიდესი წვლილი მოტივაციის არქონამ იქონია...
musenbezi
19 მარტი 2017 23:03
0
არაუშავს ხალხოწაგებას და თან ოპტიმალური სემადგენლობაც არ იყო..ნემსაძის ტრამვაც გასათვალისწინებელია.
პაატა
19 მარტი 2017 23:01
0
პატივცემულებო!, ნურავის ნუ დაადანაშაულებთ, აქ დამნაშავე არაა საძებნი, უბრალოდ, გუნდმა და მწვრთნელმა უნდა გააკეთო ანალიზი. მოგებას წაგება მოსდევს და წაგებას მოგება (თუარ დაეცი ვერ წამოდგები და თუარ დგახარ ვერ დაეცემი)! ასე რომ, ეს არის მხოლოდ გაკვეთილი. რაც შეეხება თამაშს-რუმინეთის ნაკრების სიტუაციაში ჩვენ რომ ავღმოჩენილიყავით, არც ჩვენ წავაგებდით (მსოფლიოზე გასვლას ინაგდებდა ამ თამაშით და გაინაგდა კიდეც). აქამდე ხო გვანიჭებდნენ სიამოვნებას? ერთი წაგებით გადაუყაროთ შრომა წყალში? არა! ჩვენ ვართ მათი გულშემატკივარი და მუდამ ვეყოლებით გვერდძე
Давид
19 მარტი 2017 22:55
0
კოლელიშვილი რატომ არ თამაშობდა?
??????
19 მარტი 2017 22:50
0
ხო, წავაგეთ რა ვქნათ ახლა? უნდა ვაღიაროთ,რომ რუმინეთმა თავი გადადო.სულ ვერ მოიგებ.ჭკუის სასწავლებელია.ასე მედიდურად არ უნდა უყურებდე შენს მოწინაარმდეგეებს.აი დავისაჯეთ კიდეც. რა ვიცი იქნება ამ მწვრთნელმაც ამოწურა თავისი შესაძლებლობები.და კიდევ არ გვაწყენდა 2-3 ნატურალიზებული მოთამაშე.რუმინეთმა მაგათ ხარჯზე მოგვიგო.
გელა
19 მარტი 2017 22:34
0
ამ ერთ წაგებას არა უშავს,მაგრამ გასათვალისწინებელია ის შეცდომები, რასაც ბოლო დროს ყველა მატჩში უშვებდით,დღეს კი შერკინებაშიც გვაჯობეს.მგონი, დროა ჰეიგს მადლობა ვუთხრათ და უფრო მაღალი კლასის მწვრთნელი მოვიწვიოთ გასავითარებლად, თორე ასე მგონია ერთ ადგილას ვიტკეპნებით. 6 ერი ჯერ შორსაა....
status quo
19 მარტი 2017 22:30
0
რა ბოღმის ნთხევას აქვს ადგილი, რამ გადაგრიათ ხალხო, ზოგიერთებს მგონი გაეხარდა წაგება და ნიშნის მგებით წერენ აქ რაღაცეებს. ექვს წელიწადში ერთხელ რომ რუმინეთი რის ვაივაგლახით მოგიგებს მაგისგან ტრაგედიის შექმნა არ ღირს. დღეს ცუდათ ითამაშეს ბიჭებმა მაგრამ სპორტია ხდება ხოლმე. ჩემი აზრით ყველაფერი კარგად მიდის და ეს წელსვე გამოჩნდება ტესტმატჩებში.
vitoo
19 მარტი 2017 22:28
0
აბა ჰე ყველაფრისმცოდნეებო, მილტონ ჰეიგზე უკეთესად რომ ერკვევით რაგბში, აცალეთ ექსპერიმენტების ჩატარება ახალ სტილზე გადასვლისათვის. სწორედ რუმინეთთან უნდა გამოჩენილიყო ხარვეზები!
rigiti
19 მარტი 2017 22:21
0
ტრაგედია არაა,ასეთი წაგება, ანგარიშს შეხედეთ 7:8.
ეს რაგბის ანგარიშია?
ნერვების თამაში იყო -ფაქტიურად ფინალი- გამარჯვებული ევროპის ჩემპიონია.
ისე, მართლა რაღაც ხდება,რუსეთთანაც "ვიღაცამ" დიდი ანგარიშით მოგების უფლება არ მოგვცა.
ეს ყველაფერი მოთამაშის ფსიქიკაზე მოქმედებს.
არ ვიცი,.. იმედია რაგბი არ გვიღალატებს!
19 მარტი 2017 22:13
0

სიახლეები პოპულარული