"ბორჯღალოსნები" რუმინეთის ნაკრებთან დამარცხდნენ

AutoSharing Option
19 მარტს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სტუმრად რუმინეთთან რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეხუთე ტურის მატში ანგარიშით 7:8 დამარცხდა.

გამომდინარე აქედან ივერიელის თასის მფლობელი რუმინეთი გახდა. აღსანიშნავია, რომ რუმინეთმა საქართველოს დამარცხება 2011 წლის შემდეგ პირველდ შეძლო.

სამწუხაროდ "ბორჯღალოსნებმა" საიუბილეო მეორასე შეხვედრაში მოგება ვერ მოიპოვეს.

ანგარიშის გახსნა უკვე მესამე წუთზე რუმინეთის ნაკრებმა მოახერხა. მასპინძლებმა ქართველი მორაგბეების შეცდომით ისარგებლეს და ბურთი დაამიწეს.

გარდასახვა მეტოქემ არაზუსტად შეასრულა და რუმინელები 5 ქულით დაწინაურდნენ.

მერაბ კვირიკაშვილს ანგარიშის სხვაობის შემცირება შეეძლო, თუმცა ჯარიმა ვერ გაიტანა.

ტაიმის მიწურულს 37-ე წუთზე
ლელოს დადება მერაბ შარიქაძემ შეძლო და ანგარიში გაათანბრა, ხოლო გარდასახვა კვირიკაშვილმა ზუსტად შეასრულა და "ბორჯღალოსნები" წინ გაიყვანა 7:5.

- მერაბ შარიქაძის ლელო და მერაბ კვირიკაშვილის გარდასახვა [VIDEO]

რუმინელებმა 52-ე წუთზე ჯარიმა გაიტანეს და ისევ დაწინაურდნენ 7:8.

70-ე წუთზე კვირიკაშვილს შანსი ჰქონდა "ბორჯღალოსნები" წინ გაეყვანა, მაგრამ ჯარიმა ვერ გაიტანა. 73-ე წუთზე კვირიკაშვილმა ურთულესი საჯარიმო დარტყმა შეასრულა, მაგრამ ბურთი ძელმა აისხლიტა და ანგარიში უცვლელი დარჩა.

- გაშვებული შანსი - მერაბ კვირიკაშვილმა ძელს გაარტყა [VIDEO]

საბოლოოდ "ბორჯღალოსნები" ანგარიშთ 7:8 დამარცხდნენ.
მკითხველის კომენტარები / 121 /
კარგიტ რა რიტ ვერ მოვიდა მომავალი!რომელი თამასში მოგეტონათ,ბელგიიდან დაწყებული.მერე რა რო ვიგებდით,ამერიკულ ფეხბირთს უფრო ჰგავდა ცვენი თამაში.ეხლა ტუ არ ვთქვით მერე გვიან იქნება!
levani
19 მარტი 2017 20:56
0
ძალიან გულდასაწყვეტია, რომ აგებ, თან პრეტენზია გვაქვს, რომ უფრო მაღალი დონიდ ტურნირები გვეკუთვნის და თუ ასეთი ამბიცია გვაქვს რუმინეთს და მისნაირ გუნდებს ნებისმიერი შემადგენლობით ნდა ვუგებდეთ.
ttt
19 მარტი 2017 20:51
0
მადლობა რუმინეთს. სარკეში ჩაგვახედა და აზრზე მოგვიყვანა. არ ვსაუბრობ დაბოღმილი, უბრალოდ ა მარცხმა მოწინააღმდეგების წისქვილზე დაასხა წყალი და ყურადღებით უნდა ყოფილიყვნენ. ხო ხედავდთ ისედაც იძახიან ევროპელები 6 ერისთვის მზად არ ხართო
დემე
19 მარტი 2017 20:50
0
გორგოძს განწყობა არ მომწონს ძალიან. თიტქოს გამოცვალესო. რა დაემართა? ტან 'პარაჟენჩესკულ" განწყობილებებს თესავს, თან ამპარტავნული "ზამაშკები" გაუჩნდა, მსაჯებსაც ეცხუბება და კაცმა რომ თქვას, მოედანზეც ვერაფერს ვერ აკეთებს ( მისი დონის მოთამაშის პირობაზე )
ჯემალი
19 მარტი 2017 20:48
0
გეტანხმები,ფეხბურთიც მაგ ცაწყობებმა დაგუპა და ეხლა რაგბს მიადგნენ
levani
19 მარტი 2017 20:47
0
ძალიან ბევრი ხარვეზია ყველა რგოლში. სასწრაფოდ მოსაძებნია მეკოს შემცვლელი, მეორე ხაზის მოთამაშეები, ბოქლომას გადაეცით ნეპოტიზმს შეეშვას, მაგის ძმისშვილი არ არის სანაკერბო დონეზე ფიზიკურად მონაცემები აკლია. ველა ტამაშში უპირატესობა სათამაშო მოწინაარმდეგეს ქონდა და ის მოგებული ტამაშბეიც ასევე იყო. "მელიტონა" ჰეიგმა ამოწურა თავისი შესაძლებლობები. ადამიანი ჩამოუყვანეს უკანა ხაზის თამაშს გამოსასწორებლად მაგრამ წინ სვლა არ სჩანს. დაცვასც კაცნაკლულები სჩანან, და თავდასხმაში უაზროდ დგანან და ერთი და იგივე კომბინაციას ათამაშებენ. 10 ნომერი ხაზს უნდა აკონტროლებდეს და ითხოვდეს მათგან სწორად დადგომას, რადგან ბურთს სტატიკაში იღებენ, მოწინააღმდეგე ყოველთვის თავზე აზით. მერე კიდევ სულ ცერად სირბილი როგორც ბურთს იღებენ როგორ შეიძლება? უკანა ხაზელი რომ ამოდის ცერად ბურთის მიღებისავე უნდა ასწორებდეს სირბილს და პირდაპირ ჩათვლის მოედნისკენ უნდა ჰქონდეს სახე. თავი თავს უტისკენ ერეკებია. რუმინეთს ხაზი არ უვარგა ტორემ ხომ ნახეთ რა უქნა იაპონიამ სწორად ხელი თამაშით? სულ კაცნაკლულებივით ვიყავით დაცვაში მათ წინააღმდეგ. ფეხით მეკომ საშინლად ითამაშა და როცა დასარტყმელი იყო ბურთი არ დაარტყა და აიტანა და ჩაბარდა. მელიტონა ჩადის ყველაზე უხერხულ და ძლიერ მოწინააღმდეგესთან სათამაშოდ და პირველი ხაზის ყველაზე საჭირო მოთამაშეებს არ დაუძახა. ამათ წინააღმდეგ მძემე არტილერიის ჩამოყვანა იყო საჭირო ან წასაგებად იყვნენ ჩასულები. მალე ნახავთ რომ ასე თუ გაგრძელდა გერმანია ერთ ორ წელიწადში გადაგვივლის. უფრო ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. იმედია ეს წაგება გამოაღვიძებს საჭირო ხალხს. 6 ერში რომ უნდათ ასეთ გუნდებს 20 ქულით მაინც უნდა უგებდნენ. გუნდს არანერი ტაქტიკა არ ეტყობა და არც მწვრთნელის ხელი და ეს შეცვლებით და მოტამაშეების შერჩევიდანაც სჩანს ამ თამაშში.
ნიკო
19 მარტი 2017 20:44
0
არაუშავს ბიჭებო გენაცვალეთ წაგება არაა მთავარი, მთავარია შემდეგში გაითვალისწინოთ შეცდომები და გამოასწოროთ! მადლობა ჩვენს ბიჭებს! გულშემატკივარისაც ნუ გაგიკვირდებათ მიაჩვიეთ მოგებებს და მეტს ელოდებიან რათქმაუნდა ესეც უნდა იყოს თქვენს ძალაში ეჭვი არავის ეპარება!
dato
19 მარტი 2017 20:44
0
1) სად გაქრა აგრესია,(გინაც ჯიგარი) რომლის გარეშეც ვითამაშეთ, და არა მარტო ეს თამასი. უკვე ესპანეთთან გამოჩნდა რამდენად სუსტად ვართ. 2) ამის მერე ჩვენი ე.წ. ჟურნალისტები წერენ, რუსეტი დავამარცხეთ, გილოცავთო. დიდი დანაშაული, როდესაც გუნდმა აშკარად ცააგდო მატჩი. 3) ჰეიგის სრულიად გაუგებარი და არათანმიმდევრული საკადრო პოლიტიკა: მეორე ხაზი შეცვლის გარეშე, ჭეიშვილს იძახებს და არ ათამაშებს, მაშინ რად უნდა? არადა არიან მაისურაძე, თავბერიძე, იგივე ჩხაიძე. სად არის ფრუიძე? თუ ახალგაზრდებს ვცდით, მასინ მოდი ფრუიძე ათამაშე,, ათამაშე მირიან გიორგაძე, ათამაშე ჯინჭველაშვილი. ან რომ ხედავ ამ ხმალაძეს არაფერი არ გამოსდის, რატომ არ აძლევ შანსს მალაღურაძეს. 3 ნომერზე ბეკოშვილი რომ სუსტია ( იმედია ჯერეჯერობით) -გამოჩნდა. არ მოგყავს ფეიქრიშვილი? გუნდს ეჩვევეა? ჯანდაბას, კაი. მოიწვიე კაკოვინი! ეს კაცი საერთოდ რატომ აითვალწუნა ვერ გავიგე. თან ორივე ბურჯზე დგება. ( ტაბიძე გამონაკლისი გამონათებაა. ალბათ ჩილაცავას და ზირაქასაც კი აჯობებს). ძალიან გვაკლდა შალვა სუთიაშვილი! მოკლედ, ან ექსპერიმენტებს დგამ და შანსს აძლევ ახალგაზრდებს ან შეკრიბე რა მართლა ოპტმალური შემადგენლობა. $) გორგოძის და ნარიაშვილის ასე უზურგოს ( მარტო მაგათი დამატება) უდიდესი შეცდომა იყო. მიდი ეხლა და უმტკიცე ვინმეს, შემადგენლობა არ მყავდაო. ეს თამაში იყო კატასტროფა და ერთი 5 წლით დაგვხოია უკან, რომ იცოდეთ. ამას ჯობდა მტლად ახალგაზრდულით გვეთამაშა და 20 ქულით წაგვეგო/ ეხლა ნახე რაებს დაწერენ და იტყვიან, 6 ერი არა...
გულშემატკივარი
19 მარტი 2017 20:44
0
რუმინეთთან თამაში, რუსეთთან თამაში, ესპანეთთან თამაში - არცერთი არ ვარგოდა, ხან რას დავაბრალეთ ხან რას, თუმცა ფაქტი ერთია - ვერ ვვითარდებით და წინ ვერ მივდივართ, დღეს შეცვლების საშუალებაც არ გვქონდა!!! ძალიან სერიოზული დაფიქრებაა საჭირო, რაღაცა ხდება .....
ლაშა
19 მარტი 2017 20:43
0
ეესპანეთთან და რუსეთანაც ჩანდა რომ ჩვენი გუნდი რეგრეს განიცდის, საერთოდ არ ეტყობათ მწვრთნელის ხელი, რაღაც ქაოტურ რაგბს ვთამაშობდით, რა გახდა ეს დერეფნის მოგება წინა მსოფლო ჩემპიონატიდან მოყოლებული, რომ ვერ გამოვასწორეთ, დაცვაში თამაშზე საერთოდ აღარაფერს ვამბობ და ახლა კიდევ შერკინებაში ვვდომინირებდით და იქაც პრობლემები გვაქვს, არც ბბურთის თამაში გამოგვდის რა ხდება ეს უკვე დიდი პრობლემაა, ნუ დააბრალებთ როტაციას და ახალგაზრდების გამოცდას დღეს ძირითადი შშემადგენლობა თამაშობდა. მოკლედ რამე თუ არ შეიცვალა ესე მეშინია ფეხბურთივით არ ჩაქვრეს ჩვენი რაგბის მომავალი. და 6-ერამდე ჯერ ძალიან შორს ვართ გამოჩნდა.
gio
19 მარტი 2017 20:41
0

სიახლეები პოპულარული