"ბორჯღალოსნები" რუმინეთის ნაკრებთან დამარცხდნენ

AutoSharing Option
19 მარტს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სტუმრად რუმინეთთან რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეხუთე ტურის მატში ანგარიშით 7:8 დამარცხდა.

გამომდინარე აქედან ივერიელის თასის მფლობელი რუმინეთი გახდა. აღსანიშნავია, რომ რუმინეთმა საქართველოს დამარცხება 2011 წლის შემდეგ პირველდ შეძლო.

სამწუხაროდ "ბორჯღალოსნებმა" საიუბილეო მეორასე შეხვედრაში მოგება ვერ მოიპოვეს.

ანგარიშის გახსნა უკვე მესამე წუთზე რუმინეთის ნაკრებმა მოახერხა. მასპინძლებმა ქართველი მორაგბეების შეცდომით ისარგებლეს და ბურთი დაამიწეს.

გარდასახვა მეტოქემ არაზუსტად შეასრულა და რუმინელები 5 ქულით დაწინაურდნენ.

მერაბ კვირიკაშვილს ანგარიშის სხვაობის შემცირება შეეძლო, თუმცა ჯარიმა ვერ გაიტანა.

ტაიმის მიწურულს 37-ე წუთზე
ლელოს დადება მერაბ შარიქაძემ შეძლო და ანგარიში გაათანბრა, ხოლო გარდასახვა კვირიკაშვილმა ზუსტად შეასრულა და "ბორჯღალოსნები" წინ გაიყვანა 7:5.

- მერაბ შარიქაძის ლელო და მერაბ კვირიკაშვილის გარდასახვა [VIDEO]

რუმინელებმა 52-ე წუთზე ჯარიმა გაიტანეს და ისევ დაწინაურდნენ 7:8.

70-ე წუთზე კვირიკაშვილს შანსი ჰქონდა "ბორჯღალოსნები" წინ გაეყვანა, მაგრამ ჯარიმა ვერ გაიტანა. 73-ე წუთზე კვირიკაშვილმა ურთულესი საჯარიმო დარტყმა შეასრულა, მაგრამ ბურთი ძელმა აისხლიტა და ანგარიში უცვლელი დარჩა.

- გაშვებული შანსი - მერაბ კვირიკაშვილმა ძელს გაარტყა [VIDEO]

საბოლოოდ "ბორჯღალოსნები" ანგარიშთ 7:8 დამარცხდნენ.
მკითხველის კომენტარები / 121 /
ჰეიგმა რა გააკეთა ნაკრებისთვისო? ჰეიგის მოსვლამდე რუმინეთის დონეზე ვიყავით ეხლა ბევრად წინ წავედით და შემდეგი ნახტომისთვის ვემზადებით. ნამდვილად არ იყო თამაში ისეთი როგორიც გვინდოდა, ჰეიგმაც ვერ გადააწყო გუნდი მეორე ტაიმში მაგრამ ამ 6 წლის მანძილზე პროგრესი არ დაინახო რთულია. რუმინეთს კარგი შანსი მივეცით ზაფხულში იტალიას გადაასწროს რეიტინგში და ვნახოთ როგორ გამოიყენებენ. იმედია ჩვენი ბიჭები ამ მარცხს კარგად გაანალიზებენ და აწი სერიოზულად მოეკიდებიან ყველა მეტოქეს. ყველა გუნდისთვის ამ ტურნირზე ჩვენ ვართ საზომი და ერთი თავით მინიმუმ მაღლა. ეს რუმენითი 10დან 1-ს თუ მოგვიგებდა და დღეს ეს ერთი იყო. 2 წლის მერე ვნახოთ ვინ სად იქნება თამაშის ხარისხით.
gia
19 მარტი 2017 20:36
0
ტროლი, რა შუაშია ნატურალიზებული, რა ბავშური არგუმენტი მოგაქვს. შენა, პაპორტებსაც ხომ არ შეუმოწმებდი და დაბადების მოწმობის არქივის ცნობასაც ხომ არ მოთხოვდი, იქნებ ვინმე გადაზრდილიც ჰყავთ... გამოვიდა მინდორზე და ჰქვია რუმინეთის ეროვნული ნაკრები და მორჩა. მიზანი კი ექვსი ერის გათამაშებაა, სადაც დღევანდელი შედეგის გადმოსახედიდან, კიდევ მინიმუმ ხუთი წლით გადაიწია.
ოკრიბელი
19 მარტი 2017 20:34
0
არაუშავს, ჩვენ ახალ გუნდ ვაყალიბებთ ვიდრე ჩემპიონატი დაიწყებოდა ამისათვის მზად უნდა ვყოფილიყავით, ეს წაგება არაფერია, მთავარა რომ გუნდში სელექცია გაგრძელდეს
giorgi
19 მარტი 2017 20:32
0
არა უშავს, მეტოქის მოედანზე ვთამაშობდით.
მოგება და წაგება ძმებია.
ქარიც იყო, ბურთი წამოიღო, ჯარიმა არ გავიდა.
არ დაგვავიწყდეს, რომ გუნდში თაობის ცვლილებაა.
კარგი იქნებოდა იქ მჯდომ ქართველ მილიონერებს 200 კაციანი გულშემატკივართა გუნდიც რომ ქაეყვანათ. არ გაღატაკებოდნენ .
მე მაინც მიყვარს რაგბი!!!.
19 მარტი 2017 20:23
0
სვანიძეს რა უნდა ნაკრებში თქო რომ დავწერე კინაღამ თმები დაიპუტეს აქ. ბიძამისმა რომ მოახვედრა ნაკრებში ხო დარწმუნდით, ნაკრები ფაქტიურად 14 კაცით თამაშობდა.თუმცა რეგრესირებს ნაკრები უკვე, ეს ბევრი რაღაცის ბრალია.....
rodemde
19 მარტი 2017 20:12
0
ბიჭებს არ ვამართლებ, მაგრამ მხოლოდ ჩვენების ცუდ თამაშზე აქცენტის გამახვილება არასწორია - რა იქნებოდა რუმინეთი ნატურალიზებული მოთამაშეების გარეშე? ის, რასაც ბოლო ექვსი წელი ვუყურებდით და იოლად ვუგებდით... იაპონია ასმილიონიანი ერია და მათაც ჰყავთ უცხოელები.... ჩვენ შეგვიძლია, ნაკრები უცხოელებით გავაძლიეროთ, ან საკუთარი ძალებით ვამტვრიოთ ექვსი ერის კარები... მეორე გზა დროში გაგვეწელება, მაგრამ მიზნამდე აუცილებლად მიგვიყვანს... მეკოს რომ ის ჯარიმა გაეტანა, შეიძლება, დიდი უსამართლობა არ ყოფილიყო, მაგრამ რეალობას მაინც დაგვაშორებდა - მადლობა რუმინელებს...
მსქროლავი ტროლი
19 მარტი 2017 20:10
0
სრულ სტაგნაციას განიცდის ჩვენი გუნდი, შარშანდელი ზაფხყლის ტეატების მერე სერიოზული უკან სვლა გვაქვს! რისთვის ჩამოიყვანეს შერკინების მწვრთნელი ვინკემ გამაგებინოს?! შერკინებაშიც სერიოზული რეგრესი გვქავს! დერეფანი საერთოდ კატასტროფა იყო! რისთვის ხდებოდა ფლანგებე ააებუაზროდ ჩათამაშება გაუგებარია! არსად არ მინახავს ამდენჯერ გუნდს აუტში გადაეყვანოს მოწინააღმდეგე!მელიტონას დიდი მადლობა, მაგრამ დროა სხვა დონისწვრთნელი მოიყვანონ ნაკრებში!!! ცოდოები არიან ბიჭები, ეს უკვე ძალიან სერიოზული სტრესი მიიღეს! არ თქვათ ეხლა რუმინეთი ძლიერი გუნდიაო, ერთი საშუალოზე დაბალი დონის ნაკრებია, მაგრამ ჩვენი დამარცხებისთვის საკმარისი აღმოჩნდა...100%-ით ჩვენი ბრალია წაგება! რუსეთთან ძალოან მკაფიოდ გამოჩნდა რომ სერიოზული პრობლემები გვქონდა და მწვრთნელებმა ვერაფერი გამოასწორეს...
პაატა
19 მარტი 2017 20:09
0
რა იყოთ რა დაბოღმილები წერთ, 10 წელიწადში ერთხელღა გვიგებენ რუმინელები და იმასაც ვეღარ იტანთ? რა უმადურები ხართ, ბიჭებს გულს ნუ ტკენთ, მარტო მაშინ ხართ გულშემატკივრები როცა იგებენ?
ქართველი
19 მარტი 2017 20:09
0

გულშემატკივრებო,
ქართველებო ა რ არის ასეთი კომენტარები საჭირო.
- იყო შეცდომები,თან სერიოზული (ბოლო-ბოლო ჩვენი 5 დერეფანი წავაგეთ!) და გამოსასწორებელია...

უნდა გვესმოდეს-მეტოქეებიც ემზადებიან,მთელი ძალისხმევით და სერიოზულობით და სწავლობენ ჩვენ თამაშებს.მათაც უნდათ მათზე ძლიერებზე მოგება ,როგორც ჩვენ...ჩვენთვის კ ა რ გ ი ც არის დღეს ეს წაგება,მომავალი თამაშებისათვის მეტად მობილიზებული,ორგანიზებული და გააზრებულები იქნებიან თამაშებისათვის.
და ვინც რაგბი ესმის...
-6 ერისათვის-აც მზად ვართ,რომც მიგვიღონ,მე-2-წელს მთელი სერიოზულობით მოგვეკიდებიან 6 ერის გრანდები და ი ქ ა ც მოგებები დიდხანს არ დაყოვნდება.

ბოლო-ბოლო მსოფლიო რაგბს ა რ ეცნობით?!
ინგლისმა შოტლანდიას-61-21 მოუგო(?!!!)
რაო-
ეს შოტლანია ამისათვის--,,ჩამოსაწერია,, ?!
შეგახსენებთ-მანამ შოტლანდიამ -უელს 29-13.
მერე უელსმა-ირლანდიას -22-9 მოუგო , ბოლოს - ირლანდიამ-ინგლისს 13-9 (?!!!)

ეს რაგბი არის და ყოველ თამაშზე მხოლოდ თავდადებით და შეცდომების მინიმუმამდე დაყვანის შემთხვევაში მოიგებ და ამ მიმართულებით წ ა ვ ა საქართველოს ნაკრები!
ხანდახან თამაშს წააგებ,
მაგრამ ის თამასა რაც აწეულია -არ უნდა ჩამოვარდეს და მხოლოდ პროგრესირდეს და ეს ასე არის!
glaxuna
19 მარტი 2017 20:06
0
"ბიჭებს დროს სჭირდებათ ახალ სტილზე გადასასვლელად"-რაღა დრო სჭირდება კიდევ ჰეიგს ?6 წელია გუნდშია და რა გააუმჯობესა თამაშში ნაკრებმა ამ 6 წელში(გარდა რეიტინგისა)ვინმემ ჩამომითვალეთ.დროა უფრო კვალიფიციური ახალი მწვრთნელი მოვძებნოთ.
mamulo
19 მარტი 2017 19:59
0

სიახლეები პოპულარული