"ბორჯღალოსნები" რუმინეთის ნაკრებთან დამარცხდნენ

AutoSharing Option
19 მარტს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სტუმრად რუმინეთთან რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეხუთე ტურის მატში ანგარიშით 7:8 დამარცხდა.

გამომდინარე აქედან ივერიელის თასის მფლობელი რუმინეთი გახდა. აღსანიშნავია, რომ რუმინეთმა საქართველოს დამარცხება 2011 წლის შემდეგ პირველდ შეძლო.

სამწუხაროდ "ბორჯღალოსნებმა" საიუბილეო მეორასე შეხვედრაში მოგება ვერ მოიპოვეს.

ანგარიშის გახსნა უკვე მესამე წუთზე რუმინეთის ნაკრებმა მოახერხა. მასპინძლებმა ქართველი მორაგბეების შეცდომით ისარგებლეს და ბურთი დაამიწეს.

გარდასახვა მეტოქემ არაზუსტად შეასრულა და რუმინელები 5 ქულით დაწინაურდნენ.

მერაბ კვირიკაშვილს ანგარიშის სხვაობის შემცირება შეეძლო, თუმცა ჯარიმა ვერ გაიტანა.

ტაიმის მიწურულს 37-ე წუთზე
ლელოს დადება მერაბ შარიქაძემ შეძლო და ანგარიში გაათანბრა, ხოლო გარდასახვა კვირიკაშვილმა ზუსტად შეასრულა და "ბორჯღალოსნები" წინ გაიყვანა 7:5.

- მერაბ შარიქაძის ლელო და მერაბ კვირიკაშვილის გარდასახვა [VIDEO]

რუმინელებმა 52-ე წუთზე ჯარიმა გაიტანეს და ისევ დაწინაურდნენ 7:8.

70-ე წუთზე კვირიკაშვილს შანსი ჰქონდა "ბორჯღალოსნები" წინ გაეყვანა, მაგრამ ჯარიმა ვერ გაიტანა. 73-ე წუთზე კვირიკაშვილმა ურთულესი საჯარიმო დარტყმა შეასრულა, მაგრამ ბურთი ძელმა აისხლიტა და ანგარიში უცვლელი დარჩა.

- გაშვებული შანსი - მერაბ კვირიკაშვილმა ძელს გაარტყა [VIDEO]

საბოლოოდ "ბორჯღალოსნები" ანგარიშთ 7:8 დამარცხდნენ.
მკითხველის კომენტარები / 121 /
ძალიან გული დამწყდა.ნარიაშვილი რომ არა ყველა შერკინებას მოგვიგებდნენ და სულ გაგვაფარჩაკებდნენ
მახო
19 მარტი 2017 19:59
0
ნაკრების წარუმატებლობაში ვფიქრობ,რომ დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს რაგბის ფედერაციასა და გულშემატკივართა იმ ნაწილს,რომლებიც მიუხედავად ნაკრების მდარე ხარისხით ჩატარებული თამაშებისა,მაინც მაამებლობას ეწეოდნენ ნაკრების მიმართ.აწი გაითვალისწინეთ!
გივი271
19 მარტი 2017 19:57
0
არც ერტ კარგ ნაკრებს არ ყავს 20 ცლის ბურჯი რად გვინდა ტაბიდზე ან მატარადზე ან ბეკოსჰვილი სამომავლოდ!!! როცა გყავს კაკოვინი ასეისჰვილი მამუკასჰვილი(ვიცი კლუბსჰი ახალი გადასულია) ქუბრიასჰვილი(ვიცი ტრავმირებულია) ჩილაჩავა, ფეიქრიშვილი, ტოპ 14 ლიდერის გუნდის ბურჯი ყაულასჰვილი და კიდევ ბევრი(ნარიაშვილმა იტამაშა 80 ტსუტი სად ხდება ეგრე პირველ ხაზში) + სად არის შალვა სუტიაშვილი+კოლელიშვილი(მენტალური გადაგლა)+მცჰედლიდზე(ბოდიში დისკვალიფიკაცია)ვახო მაისურადზე და სვანიდზესტვის ნაკრები დზაან ადრეა???? მელიტონი ტსარსული მგონია
lasha sokhadze
19 მარტი 2017 19:57
0
amat ra undat to 6 ershi, sazodaoba ikneba.
saba
19 მარტი 2017 19:57
0
მოტივაციის გარეშე თამაში ეტყობა ძალიან ძნელია ესეც მოსალოდნელი იყო ხოლო ექვს ერზე საუბრისას მინდა ერთი რამ უთხრა რაგბის გულშემატკივრებს რომ იქ სულ სხვა საქრთველოს ნაკრები იქნება ასე რო ამ თამაშით ჩვენი გუნდის ძალის განსაზღვრა ცოტა არიყოს გულუბრყვილობა უფრო მგონია ვიდრე რაგბის ღრმა ცოდნა ჩვენი გუნდი ასეთი თამაშის დროსაც კი ფავორიტი იყო ბოლო წუთამდე მოედანზე. რა რუმინეთი რის რუმინეთი თუ დროზე არუშველეს ჩვენებმა თავს რუმინეთის და ესპანეთის დონეზე მართლა შეიძლება დავეცეთ.
quTaiseli
19 მარტი 2017 19:55
0
ისედაც პირველზე ვერ გავედით, ვერააა.
ერთნაირი 19-19 ქულა მოვაგროვეთ, მაგრამ რადგანაც პირადი თამაში წავაგეთ რუმინეთთან, რუმინეთი გავიდა პირველზე, ჩვენ მეორეზე.
პირველზე ვერა
19 მარტი 2017 19:55
0
6 ershi amati tamashi sazodaoba ikneba, derefnidan burts ver igeben)))) da imden shezdomebs ushveben ra vizi))))
duda
19 მარტი 2017 19:55
0
როცა გორგოძეს, ბავშური საქციელი, "დათვის მოგუდვა" გავაპროტესტეთ, ცუდ თამაშთან ერთად და სარუმინეთოდ განგაში ავტეხეთ, ვიღაცეებმა რუსეთუმეები და ერის მოღალატეებად შეგვრაცხეს. ახლა კი... მწვრთნელმა, ვფიქრობ ამოწურა თავის შემოქმედება და დროა კარგი მადლობა ვუთხრათ და გავუშვათ თავის სახლში, ზელანდიაში.
ოკრიბელი
19 მარტი 2017 19:55
0
მეც ვეთანხმები მწვრთნელთან დაკავშირებით,ადრე ჰეიგმა ნამდვილად დიდი პოზიტივი შეიტანა გუნდში, მაგრამ მგონი ამოწურა თავი, ღმერთმა ქნას რომ ვბცდებოდე
ალეკსანდრე
19 მარტი 2017 19:54
0
რისიც მეშინოდა ის მოხდა.კარგია ახალგაზრდების გამოცდა,მაგრამ ასეთ მეტოქესთან ამის გაკეთება უაზრობაა და ჰეიგის ეს უაზრო ექსპერიმენტი(მხედველობაში მაქვს რუმინეთთან თამაშში) სიმწრით მოგროვილი 1,5 ქულის დაკარგვად დაგვიჯდა. მე მგონი ჰეიგმა მოტივაცია დაკარგა,6 წელი აქაა და3 კიდევ გარანტირებული აქვს,იცის რომ მეტს საქართველოს ნაკრებში ვერაფერს მიაღწევს და მოდუნდა. მე მგონი ჰეიგის შემცვლელის ძებნის დაწყების დრო მოვიდა.
mamulo
19 მარტი 2017 19:54
0

სიახლეები პოპულარული