"ბორჯღალოსნები" რუმინეთის ნაკრებთან დამარცხდნენ

AutoSharing Option
19 მარტს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სტუმრად რუმინეთთან რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეხუთე ტურის მატში ანგარიშით 7:8 დამარცხდა.

გამომდინარე აქედან ივერიელის თასის მფლობელი რუმინეთი გახდა. აღსანიშნავია, რომ რუმინეთმა საქართველოს დამარცხება 2011 წლის შემდეგ პირველდ შეძლო.

სამწუხაროდ "ბორჯღალოსნებმა" საიუბილეო მეორასე შეხვედრაში მოგება ვერ მოიპოვეს.

ანგარიშის გახსნა უკვე მესამე წუთზე რუმინეთის ნაკრებმა მოახერხა. მასპინძლებმა ქართველი მორაგბეების შეცდომით ისარგებლეს და ბურთი დაამიწეს.

გარდასახვა მეტოქემ არაზუსტად შეასრულა და რუმინელები 5 ქულით დაწინაურდნენ.

მერაბ კვირიკაშვილს ანგარიშის სხვაობის შემცირება შეეძლო, თუმცა ჯარიმა ვერ გაიტანა.

ტაიმის მიწურულს 37-ე წუთზე
ლელოს დადება მერაბ შარიქაძემ შეძლო და ანგარიში გაათანბრა, ხოლო გარდასახვა კვირიკაშვილმა ზუსტად შეასრულა და "ბორჯღალოსნები" წინ გაიყვანა 7:5.

- მერაბ შარიქაძის ლელო და მერაბ კვირიკაშვილის გარდასახვა [VIDEO]

რუმინელებმა 52-ე წუთზე ჯარიმა გაიტანეს და ისევ დაწინაურდნენ 7:8.

70-ე წუთზე კვირიკაშვილს შანსი ჰქონდა "ბორჯღალოსნები" წინ გაეყვანა, მაგრამ ჯარიმა ვერ გაიტანა. 73-ე წუთზე კვირიკაშვილმა ურთულესი საჯარიმო დარტყმა შეასრულა, მაგრამ ბურთი ძელმა აისხლიტა და ანგარიში უცვლელი დარჩა.

- გაშვებული შანსი - მერაბ კვირიკაშვილმა ძელს გაარტყა [VIDEO]

საბოლოოდ "ბორჯღალოსნები" ანგარიშთ 7:8 დამარცხდნენ.
მკითხველის კომენტარები / 121 /
ბიჭებს მადლობა,მაგრამ ჰეიგი შესაცვლელია.გუნდს არ ეტყობა რომ მწვრთნელი ყავს. დრიზე შეცვალეთ ჰეიგი,რომ ახალმა მწვრთნელმა დარჩენილ 2 წელიწადში შეძლოს ახალი გუნდის შეკვრა.
mamulo
19 მარტი 2017 22:08
0
კაი ხო გეწყინათ გავიგეთ. რა მოხდა სახლში რუმინეთამაშეთ ეს წრე არ არი ტრაგედია აკლდა ბიჭებს მოტივაცია რუმინეთს კიდე მაქსიმუმი ქონდა შარშანდელი გაიხსენეთ, რაც მოხდა. აბა დაფიქრდით რუმინეთმა აქ 37:9 წააგო და სირცხვილით ვერ ჩავიდოდა ალბათ სახლში ესთი ამბავი, რომ ატეხილიყო. ისე კრიტიკა ძალიან კარგია მეც ვფიქრობ, რომ სვანაძე არ არის ნაკრების დონის ვერცერთი უპირატესობის ხაზი ვერ გადალახა კოშაძე ბევრად ჯობია ფრუიძეც. მეორე ხაზშიც სათადარიგოები გვინდა. იმედია ტრამვები არ იქნება მძიმე. მეკოს პრობლემა აქვს და ეტყობა ფსიქოლოგიურად გატეხილია, მაგრამ ნაკრებს ნუ გადავაყოლებთ ერთ კაცს 10 ნომერი უმნიშვნელოვანესია და ვეღარ თამაშობს ვინმე გვჭირდება გვინდა ვინმე შემცვლელიიიი. იმედი მაქ მომავლის
me
19 მარტი 2017 22:06
0
მე ასე მესმის ექსპერიმენტი შეიძლება შედარებით სუსტ მეტოქესთან ჩაატარო და არა რუმინეთის გამოცდილ ნაკრებთან. ახლა კი ყველას სალაპარაკო მივეცით რომ ჩვენი ადგილი 6 ერში არ არის. მსაჯებიც სპეციალური დავალებით არიან ჩვენს მიმართ ცოტ- ცოტა რო დაგვწვან... მოკლედ რა ნატო და რა 6 ერი. უბრალოდ მათ საბაბი არ უნდა მივცეთ,მაგრამ რა, აგერ საჩუქარი გავუკეთეთ, ასე არ შეიძლება...
maximus
19 მარტი 2017 22:06
0
მომიტევეთ, მაგრამ თამაშის ახალ დონეზე გადასვლა არ გულისხმპბს წარსულში დაბრუნებას ანუ ესპანეთთან და რუსეთთან გაჭირვებით მოგებას და რუმინეთთან წაგებას! ბოდიში მაგრამ ეს არ არის სწორი მიდგომა! ეს ეტაპი განვლილია და სისტემატიურად უნდა ვამტკიცებდეთ ჩვენს უპირატესობას!!! დღევანდელმა მარცხმა საერთაშორისო სარაგბო თემს დაანახა რომ ჩვენში რაგბის პროგრესს აკლია მდგრადობა! სამწუხაროდ ეს ჩვენი სენი გახდა! აშშ-სთან რუსთავში მარცხი, იაპონიასთან მარცხი და ეხლა კიდე რუმინეთთან... ფედერაციამ პირდაპირ უნდა თქვას რას გვეუბნებიან გარეთ: რას და მეორე დონის გუნდებს (იაპონიას, კუნძულებს, კამადას და აშშ-ს) ჩავარდნების გარეშე უნდა უგებდეთ რომ განგიხილოთ 6 ერის კანდიდატათო...ჩვენ კიდევ ერთა თასი დავთმეთ...არ შეიძლებოდა ამის დაშვება, ისევ "ხუთწლედის" გეგმაში დავბრუნდით და თავს ნუ მოვიტყუებთ რომ ჩვენი რაგბისთვის ეს დამარცხება არც არაფერი პრობლემააო! ფედერაციის სამუშაო გეგმა ჩავარდა და ეს უნდა ითქვას!შექმენით ბატონებო ახალი გეგმა რომელიც რეალურ შედეგზე იქნება ორიენტირებული, თორემ მელიტონამაც დაიწყო უკვე ბაქი-ბუქობა და მოვიღეთ რაც მოვიღეთ...
პაატა
19 მარტი 2017 22:03
0
6 ერში თუ გვინდა გასვლა, ამათ უნდა ვანგრევდეთ, რუსეთს და ღუმინეთს 30 ქულით ხოლო დანარჩენებს ხო თავზე უნდა უვლიდეთ თაგვებივით.ნებისმიერი შემადგენლობით, მე 6 ერის თამაშებს რო ვუყურებ არ მინდა, რომ დამთავრდეს ისე მომწონს და ვერ გამიგია ჩვენ მათთან როგორ უნდა ვითამაშოდ კარგად. ჯერ აქ ისე უნდა ვიგებდეთ,რომ მთელი მსოფლიო ლაპარაკობდეს და მერე უნდა გამოვთქვათ პრეტენზიები 6 ერზე, რომ იქ ერთ ერთი ფავორიტები ვიყოთ
zviadi
19 მარტი 2017 21:59
0
წარმოუდგენელია მაგრამ გაყიდული მგონია ეგ თამაში, ახალგაზრდები მაინც ეთამაშა. მოლი ორჯერ შეკრეს, ორივეჯერ შედეგიანად და ვსო, მერე ისევ აბდაუბდა თამაში..

ჰეიგი წადი რა გეხვეწები...
rygby11
19 მარტი 2017 21:55
0
მთავარია სწორი ანალიზი გაკეთდეს და სირაქლემას პოზაში არ ჩავდგეთ! თაობათა ცვალა და ა.შ. გსაგებია, მაგრამ სრულიად გაუგებარია ასეთი დაუბალანსებელი შედგენლობით რუმინეთში ჩასვლა და ფინალის თამაში! არცერთი თამაში ამ ციკლში არ ვარგოდა და დავაბრალეთ ექსპერიმენტებს, რუმინეთთან მაონც გვეთამაშა შედეგზე!!! რაში წაგვადგება ეს წაგება ჩემთვის გაუგებარია! თამაშს ვერ ვავითარებთ და სტატისტიკა მაინც შეგვენარჩუნებინა! ფაქტი ერთია რომ ფედერაციიდან დაწყებული ნაკრებშიც რაღაც ხდება...ძალიან არ მინდა ვიფიქრო რომ ჰეიგმა "დაამუღამა" აქაურობა და აყვა რაღაც რაღაცეებს...ნიჟარაძის დროს თამასა საკმაოდ მაღლა აიწია და დიდი თხოვნაა თავს ნუ შეირცხვენთ დღევანდელი "შეფები"! იყავით ობიექტურები და ამხელა პეოგრესს წყალს ნუ გაატანთ! ერთი თამაშის წაგების გამო არ არის ეს ნეგატივი, ნნეგატიური ტენდენცია გამოჩნდა ნაკრებში, სამწუხაროდ სერიოზული რეგრესია და უნდა ვიმსჯოლთ ყველამ რა არის ამის მიზეზი! ფაქტია ერთა თასი დავთმეთ და 6 ერში გვინდაო გავიძახოდით...ყველა ნაკრებში მიმდინარეობს ექსპერიმენტები და ახალგაზრდების გამოცდა, მაგრამ არა თამაშის ხარისხის ასე თვალშისაცემი გაუარესებია ხარჯზე! ამასაც ხომ სწორი დაგეგმარება და მართვა სჭირდება, რაც როგორც გამოჩნდა სამწუხაროდ არც ფედერაციას და არც სწვრთნელო შტაბს არ გააჩნია... ჯერ არ არის გვიან საფუძვლიანი კორექტივების შეტანა ნაკრების განვითარების გეგმაში! ძალიან უკან დავიხიეთ თამაშის ხარიახით შარშანდელი ზაფხულის ტესტების მერე...
თავს ნუ მოვიტყუებთ
19 მარტი 2017 21:49
0
ჩემო ქართელებო,ნუ ავიცრუებთ ერთი მარცხის გამო გულს ამ ძვირფს ბიჭებზე,რომლებიც გადაგებულნი არიან საქართველოზე.
ეს სპორტია. რა მოხდა მერე,თუ რუმინეთმა გაიმარჯვა?..ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ჩვენზე ძლიერები არიან. ხდება ხოლმე, ხანდახან მარცხი აღმოჩნდება საწინდარი დიდი აღმავლობისა...
რუმინეთს დღეს ჩენზე მეტად სურდა გამარჯვება და მოიგო...საჭირო დროს, საჭირო მოტივაციისას, 10-დან 10-ს მოვუგებთ...
სწორი დასკვნები და არა ლანძღვა....რა საკადრისია გინება? - ამ ჩვენს ბიჭებს ხომ იმდენი სიხარული უჩუქებიათ ჩვენთვის !!!
უფრო მეტი სიყვარულით დავუდგებით გვერდით ახალ გამარჯვებამდე !!!
მერწმუნეთ, მალე დადგება დრო, ყველა დიდი სარაგბო ნაკრები ანგარიშს გაგვიწევს !!!
ჩოხოსანი
19 მარტი 2017 21:49
0
ნეპოტიზმს არა!!!!! სწორედ ნეპოტიზმია რომ ღუპავს ქვეყანას ამ ხალხმა რით ვერ შეიგნო!!!
mitro2
19 მარტი 2017 21:36
0
მადლობა ჩვენს ბიჭებს, მაგრამ ერთი რამ გამოჩნდა, რომ თუ გინდა ევროპის 6 ერში 7 ერად შესვლა რუსეთის, ესპანეთის და რუმინეთის დონის გუნდებს ნებისმიერი შემადგენლობით თავისუფლად მინიმუმ 30 ქულით უნდა უგებდე, ნუ გუშინ რასაც ვუყურე ევროპის 6 ერის ტურნირზე რა ითამაშეს გუნდებმა მე ასეთი წარმოდგენა დამრჩა და უკაცრავად თუ რამეს არასწორს ვწერ!
gogi
19 მარტი 2017 21:36
0

სიახლეები პოპულარული