"ბორჯღალოსნები" რუმინეთის ნაკრებთან დამარცხდნენ

AutoSharing Option
19 მარტს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სტუმრად რუმინეთთან რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეხუთე ტურის მატში ანგარიშით 7:8 დამარცხდა.

გამომდინარე აქედან ივერიელის თასის მფლობელი რუმინეთი გახდა. აღსანიშნავია, რომ რუმინეთმა საქართველოს დამარცხება 2011 წლის შემდეგ პირველდ შეძლო.

სამწუხაროდ "ბორჯღალოსნებმა" საიუბილეო მეორასე შეხვედრაში მოგება ვერ მოიპოვეს.

ანგარიშის გახსნა უკვე მესამე წუთზე რუმინეთის ნაკრებმა მოახერხა. მასპინძლებმა ქართველი მორაგბეების შეცდომით ისარგებლეს და ბურთი დაამიწეს.

გარდასახვა მეტოქემ არაზუსტად შეასრულა და რუმინელები 5 ქულით დაწინაურდნენ.

მერაბ კვირიკაშვილს ანგარიშის სხვაობის შემცირება შეეძლო, თუმცა ჯარიმა ვერ გაიტანა.

ტაიმის მიწურულს 37-ე წუთზე
ლელოს დადება მერაბ შარიქაძემ შეძლო და ანგარიში გაათანბრა, ხოლო გარდასახვა კვირიკაშვილმა ზუსტად შეასრულა და "ბორჯღალოსნები" წინ გაიყვანა 7:5.

- მერაბ შარიქაძის ლელო და მერაბ კვირიკაშვილის გარდასახვა [VIDEO]

რუმინელებმა 52-ე წუთზე ჯარიმა გაიტანეს და ისევ დაწინაურდნენ 7:8.

70-ე წუთზე კვირიკაშვილს შანსი ჰქონდა "ბორჯღალოსნები" წინ გაეყვანა, მაგრამ ჯარიმა ვერ გაიტანა. 73-ე წუთზე კვირიკაშვილმა ურთულესი საჯარიმო დარტყმა შეასრულა, მაგრამ ბურთი ძელმა აისხლიტა და ანგარიში უცვლელი დარჩა.

- გაშვებული შანსი - მერაბ კვირიკაშვილმა ძელს გაარტყა [VIDEO]

საბოლოოდ "ბორჯღალოსნები" ანგარიშთ 7:8 დამარცხდნენ.
მკითხველის კომენტარები / 121 /
ერთადერთ შემთხვევაში გავამართლებდი ამ წაგებას, ახალგაზრდები რომ ეთამაშებინათ, საერთოდაც თავიდან სწორი მიდგომა ქონდათ როცა ამბობდნენ რომ ეს ტურნირი ახალგაზრდების გამოსაცდელად და სუსტი მხარების დაასახევწად უნდა გამოეყენებინათ... ბოლომდე ახალგაზრდები უნდა ეთამაშებინათ, სჯობდა მათ წაეგოთ და გამოცდილება შეეძინათ. სამომავლოდ იმედია გაითვალისწინებენ, თუ ვაცხადებთ პრეტენზიას რომ ჩვენ უფრო მაღალ კლასის გუნდებთან ვიმსახურებთ თამაშს მაშინ ესე უნდა მოიქცნენ და თუ ჩვენი ამოცანა მხოლოდ ევროპის თასია, რომელიც 6 ჯერ ზედიზედ მოიგეს მაშინ კი ბატონო, შედეგი ყოველთვის იგივე იქნება, ვერ განვვითარდებით, განვიათარება ახალმა თაობებმა უნდა მოიტანონ და მათ უნდა მიექცეს ყველაზე მეტად ყურადღება. თან ამ ტურნირს ჩვენთვის არანაირი აზრი არ ქონდა , უკვე ვართ განთესილები მსოფლიო ჩემპიონატზე.
დათო
19 მარტი 2017 19:50
0
ვინც 6 ერზე ცუდად პედალირებს, იმას ვეტყვი რომ რაც უფრო დიდი ხნით გადაიწევს 6 ერი მით მეტი რეგრესი გვექნება, ამიტომაც ძალიან სწორი იყო ახალგაზრდების გამოძახება, ნეტა აქაც სულ ახალგაზრდებით გვეთამაშა, დიდი დროა მსოფლიომდე და ახლაა სწორედ ექსპერიმენტების დრო, სადაც წაგების სიმწარეც აუცილებელი კომპონენტია, ტან წელს ამ ბიჭების ნაწილმა მსოფლიოს 20 წლამდელთა ჩემპიონატზე უნდა ითამაშოს და ამ წაგებაზე მეტად მნიშვნელოვანი მათი გამოცდილების მიღებაა, ასე რომ მოლაყბეებო ტყუილად ნუ დაშვრებით, ყველაფერი გეგმაზომიერი იყო.
გამოსასწორებელია რაქში თამაში და დერეფანი (თუმცა ნემსაძე ეგრევე დაგვემტვრა და მარქაფაც არ გვყავდა შესაბამისი)...
და საერთოდ მოგვეგო რუსებისთვის პრემიალურით და ჩვენი იქნებოდა თასი წაგების მიუხედავად
irakli Apkhaidze
19 მარტი 2017 19:50
0
თითვეულ მორაგბეს პატივს ვცემ...მაგრამ დგეს ისჯიგარი და მონდომება ვერდავინახე...ძალიან ცუდი რაღაცები შევნიშნე ბოლო თამაშებში და ნეტა ვცდებოდე ძალიან მინდა.დღეს საქართველო ნახევარიც არიყო იმსაქართველოსი ჩვენ რაც გვინახია...
გიორგი777
19 მარტი 2017 19:49
0
ჩვენ დგეს ექვს ერზე ოცნების უფლება აგვიკრდზალეს
კახა
19 მარტი 2017 19:49
0
კარგია ექსპერიმენტი,მაგრამ მეტისმეტი რეტის რეტიო ნათქვამია.ამდენი ცვლილებებით ნაკრებმა სათამაშო ნახაზი და სახე თითქმის მთლიანად დაკარგა,ყოველი მომდევნო თამაში წინაზე უარესი გამოდიოდა და ბოლოს უკვე ვეღარც ვიტყვით რა გვქონდა ამ თამაშში კარგი,ყველაფერი დაიშალა.გასაგებია,რომ ეს ექსპერიმენტები მომავლის ანგარიშით ტარდება,მაგრამ თუ გუნდმა რწმენა დაკარგა,მისი აღდგენა კიდევ უფრო გაჭირდება და შიდა ატმოსფეროც დაიძაბება.მილტონ ჰეიგმა რა თქმა უნდა თავისი საქმე ჩვენზე გაცილებით კარგად იცის,მაგრამ დათა თუთაშხიას ასინეთასი არ იყოს,ორი თვალი იმდენს ვერ დაინახავს,რამდენსაც ოთხი.იმედი ვიქონიოთ რომ ეს წაგება ცივი შხაპი იქნება და ჩვენი ნაკრები ეიფორიიდან თუ არა,თავის ზეშეფასებიდან მაინც გამოვა.რუმინელებმა დაგვიმტკიცეს,რომ შეიძლება ჩვენზე სუსტები არიან,მაგრამ არა იმდენათ,რომ ექსპერიმენტული შემადგენლობითაც ვაჯობოთ.ნურც მსაჯს დავაბრალებთ ბევრს,ცხადი იყო,რომ ჩვენ თვითონაც ვერ ვიყავით მოწოდების სიმაღლეზე.
სოსო
19 მარტი 2017 19:48
0
დგევანდელი ტამაშის მერე ექვსი ერი ჰორიზონტზეც აგარ მოჩანს.საშინელი თამაში უამრავი გაუმართლებელი ბავშვური შეცდომით.მგონი ჰეიგმაც ამოწურა თავისი ტავი.
კახა
19 მარტი 2017 19:44
0
მაგარი გატეხა ამ შედეგმა. ჩვენმა გუნდმა რა თამაშიც აჩვენა ექვს ერს არ უნდა გააკარო
toka
19 მარტი 2017 19:44
0
ისედაც პირველ ადგილზე გავედით ))))
pele-ს
19 მარტი 2017 19:40
0
უფრო მაღალი დონის მწვრთნელი გვჭირდება ბატონებო. თუ არადა ვნახავთ, წელს ვერცერთ ტესტს ვეღარ მოვიგებთ, ვერც ივნისში და ვერც ნოემბერში, ( გააჩნია ნოემბერში რა გუნდებს მოგვცემენ თბილისში). არც წაგებაზეა, უბრალოდ გუნდს პროგრესი არ ეტყობა. გამოცვალეთ, რომ ახალმა მწვრთნელმა გამოიყენოს ეს ორი წელი მსოფლიომდე. მადლობა უთხრათ და გაუშვათ. ცოდოები არიან ბიჭები.
მწვრთნელი???????
19 მარტი 2017 19:39
0
ბიჭებს დროს სჭირდებათ ახალ სტილზე გადასასვლელად, არაუშავს. მგონი მოლი სულ ერთელ დააყენეს და ისიც კარგად. აშკარაა ცდილობენ. მმავალ ერთა თასზე და 2019სთვის ამ კომპონენტს უფრო დახვეწავენ.
არაუშავს
19 მარტი 2017 19:39
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული