"ბორჯღალოსნები" რუმინეთის ნაკრებთან დამარცხდნენ

AutoSharing Option
19 მარტს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სტუმრად რუმინეთთან რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეხუთე ტურის მატში ანგარიშით 7:8 დამარცხდა.

გამომდინარე აქედან ივერიელის თასის მფლობელი რუმინეთი გახდა. აღსანიშნავია, რომ რუმინეთმა საქართველოს დამარცხება 2011 წლის შემდეგ პირველდ შეძლო.

სამწუხაროდ "ბორჯღალოსნებმა" საიუბილეო მეორასე შეხვედრაში მოგება ვერ მოიპოვეს.

ანგარიშის გახსნა უკვე მესამე წუთზე რუმინეთის ნაკრებმა მოახერხა. მასპინძლებმა ქართველი მორაგბეების შეცდომით ისარგებლეს და ბურთი დაამიწეს.

გარდასახვა მეტოქემ არაზუსტად შეასრულა და რუმინელები 5 ქულით დაწინაურდნენ.

მერაბ კვირიკაშვილს ანგარიშის სხვაობის შემცირება შეეძლო, თუმცა ჯარიმა ვერ გაიტანა.

ტაიმის მიწურულს 37-ე წუთზე
ლელოს დადება მერაბ შარიქაძემ შეძლო და ანგარიში გაათანბრა, ხოლო გარდასახვა კვირიკაშვილმა ზუსტად შეასრულა და "ბორჯღალოსნები" წინ გაიყვანა 7:5.

- მერაბ შარიქაძის ლელო და მერაბ კვირიკაშვილის გარდასახვა [VIDEO]

რუმინელებმა 52-ე წუთზე ჯარიმა გაიტანეს და ისევ დაწინაურდნენ 7:8.

70-ე წუთზე კვირიკაშვილს შანსი ჰქონდა "ბორჯღალოსნები" წინ გაეყვანა, მაგრამ ჯარიმა ვერ გაიტანა. 73-ე წუთზე კვირიკაშვილმა ურთულესი საჯარიმო დარტყმა შეასრულა, მაგრამ ბურთი ძელმა აისხლიტა და ანგარიში უცვლელი დარჩა.

- გაშვებული შანსი - მერაბ კვირიკაშვილმა ძელს გაარტყა [VIDEO]

საბოლოოდ "ბორჯღალოსნები" ანგარიშთ 7:8 დამარცხდნენ.
მკითხველის კომენტარები / 121 /
თუ არ იცი იკითხე მაინც, ბოქლომას ძვალი გაგეჩხირება ყელში, არ არის ის კაცი ბოქლომა რომ ნაკრების მცვრთნელებს მიუთითოს ვინ ათამაშოს, ვერ გცნობია ეგ კაცი.... ეტყობა შენ ხარ მიჩვეული ასეთ რაღაცეებს... ამიტომ სანსმ რამეს დაცერ, იკითხე.... რაც შეეხება ძმისშვილს, ვერ თამაშობა და არც ათამაშებენ მწვრთნელები..... აქ დაპოსტვებს იქ მიდი ფედერაციაში და კაცურად თქვი შენი გულისტკივილი.
Nikos
20 მარტი 2017 01:18
0
სამწუხაროდ დღეს ბორჯღალოსნებმა ძალიან უსახურად ითამაშეს. რისი ბრალი იყო არ ვიცი - ტაქტიკის, შემადგენლობის, მოტივაციის ნაკლებობის, გადაღლის თუ ა.შ. მაგრამ საშინლად დაბალი ხარისხის თამაში იყო. წაგებას თავი დავანებოთ (მითუმეტეს მსაჯიც არ იყო მოწოდების სიმაღლეზე) მაგრამ რამდენი დერეფანი წავაგეთ? შერკინება სად გვყავდა? სად იყო თამაშის გაშლა რომელსაც ვცდილობთ ბოლო თამაშებია? 1 ლელო გავიტანეთ და მხოლოდ მაშინ ჩანდა გუნდი, მეტი შანსი შეტევაში არც გვქონია (მეკოს გაფუჭებულ 9 ქულას რუმინეთის გაფუჭებული 8 შეგვიძლია შევუფარდოთ). ასე არ უნდა გვახვევდეს თამაშს რუმინეთისნაირი გუნდი. 6 ერამდე კი სტაბილური მე10 უნდა ვიყოთ. მე მაინც მჯერა რომ შედეგი გვექნება და ლამაზ რაგბზეც გადაეწყობა გუნდი - ძველი სტილით აუცილებლად მოვუგებდით ამათ.
levani
20 მარტი 2017 00:50
0
ვინც ვერ გაიგო რა მოხდა აუხსნი ის ვინც ევროპაში ჩვენ 6 ერში გადასვლას ითხოვდა და სტატიებს აქვეყნებდა და ამ 6 ერის მონოლითის დანგრევას ცდილობდა ხმას ვეღარ ამოიღებენ აღმოჩნდა რომ ჯერ მეორე დონის გუნდებთან ვაგებთ და ჩვენი ადგილი ელიტაში არ არის აი ეს მოხდა თორე წაგება საჭირო იყო და ღირსები ვიყავით 20 წლის ბიჭებით რომ დავაპირეთ რუმინეთის დამარცხება ამას რაგბის ენაზე უპატივცემულობა ქვია და დამსახურებულად დავისაჯეთ არ შეიძლება ეთამაშო გუნდს რომლის ძლიერი მხარე შერკინებაა 20 წლის ბიჭებით და ნეხეთ როგორ გვარიანათ გვათრიეს
live
20 მარტი 2017 00:40
0
ყველაფერ ერთად ანტირეკორდი დავამყარეთ მეტოქის 22 მეტრიან არეალში ვიყავით მეორე ტაიმში 0.00 წუთი დიახ 0.00 წუთი თუ არ გჯერათ მეორე ტაიმს უყურეთ ასეთი ცუდი არაფერი მინახავს გერმანიასთან იყო ცუდი მარა იმათ კლასი არ ეყოთ რუსეთანაც იყო ცუდი მარა არც იმათ ქონდათ კლასი ხოლო ოდნავ მეტი კლასი ვისაც ქონდა გერმანია-რუსეთზე ა ბატონო შედეგი სამწუხაროდ
ნოდო
19 მარტი 2017 23:58
0
6 ერში იმიტომ გვინდა შესვლა,რომ მოვუგეთ რუმინეთის დარ გუნდებს 30 ქულით. თუ ახლა შევძლებთ მაგას 6 ერის გარეშე რაღა გვინდა ექვს ერში? !
გიორგი
19 მარტი 2017 23:55
0
სირცხვილია , ესპანეთთან,რუსეთთან და რუმინეთთან რაც ვითამაშეთ ეს იყო სამარცხვინო . 6 ერში ამ ნაკრებით? რატომ უნდა შეგვიშვან. აუტს ვერ აწვდიან, საჯარიმოს ვერ ურტყავენ,ბურთი ხელიდან უვარდებათ და რა 6 ერზეა საუბარი!!!
nestor sunadze
19 მარტი 2017 23:54
0
საქართველოს ნაკრების პრობლემები უკვე ესპანელებთან და რუსებთან ჩანდა. შედეგმაც არ დააყოვნა. 7 ქულა თამაშში კატასტროფაა. ბევრი ტექნიკური წუნი, ნაკრების ასეთი ცუდი თამაში არ მახსოვს.
მერაბი
19 მარტი 2017 23:54
0
ზოგადად თამაში ჩავაგდეთ ფაქტია, თუმცა მედალს ორი მხარე აქვს სამაგიეროდ იმედია დაინახავს ყველა შეცდომას სამწვრთენლო შტაბი და მომავალში აღარ დაუშვებს მსგავს შეცდომებს. მეკოსთან მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის მაგრამ მან უკვე ამოწურა თავისი რესურსი (ასაკი თავისას შვება) აშკარად მოსაძიებელია ახალი ბეკები (11,14,15) სვანიძე აშკარად არ არის სანაკრებოდ მზად. საბოლოოდ ერთა თასი ვინ მოიგო ჩვენ თუ რუმინეთმა? რაგბი ევროპას საიტზე პირველ ადგილზე საქართველოა ჩვენი რაგბის კავშირის გვერდზე კი რუმინეთი :)
kaxa
19 მარტი 2017 23:23
0
მიმდინარეობს თაობათა ცვლა. ეს თამაშის ხარისხსაც დაეტყო, ამგრამ სხვგვარად ვერც იქნებოდა. კარგია, რომ თაობათა ცვლა მსოფლიომდე 2,5 წლით ადრე მიმდინარეობს და იმედია დროულად დასრულდება. თამაში არც მე მოეწონა, მაგრამ უფრო მასშტაბურად შევხედოთ განვლილ ტურნირს. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები გამოვცადეთ. მათი ნახევარი მაინც, 1-2 წელიწადში ნაკრების სრულუფლებიან წევრი გახდება და ეს გამოცდილება მათთვის შეუფასებელია. მოვიცადოთ რამდენიმე თვე და ივნისის ტესტების შემდეგ დავუბრუნდეთ მწვრთნელების საკითხს. ცხელ გულზე კარგი გადაწყვეტილებები არ მიიღება.
gogig
19 მარტი 2017 23:06
0
ჩვენი მოგების შემთხვევასი ვინ გადიოდა მსოფლიო თასზე? რაგბი ევროპას პრეზიდენტი რუმინელია და ხელი ხელს ბანს სიტუაცია შეიძლება ყიფილიყო..თუ რუსეტი უნდ აგასულიყო,მასინ რუმინელებისგასვლა მირჩევნია პირადად

ყური მიგდე
19 მარტი 2017 23:06
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული