ფაქტი, რომელმაც ყველა დააბნია - რატომ გადასცეს თასი "ბორჯღალოსნებს"

AutoSharing Option
რუმინეთის მორაგბეთა ნაკრები "ბორჯღალოსნებთან" მოგების შემდეგ რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული და ანთიმოზ ივერიელის თასის მფლობელი გახდა.

- "ბორჯღალოსნები" რუმინეთის ნაკრებთან დამარცხდნენ

ამ გამარჯვებით რუმინეთს საქართველოს მსგავსად 19 ქულა გაუხდა და პირველ ადგილზე გადავიდა. "ბოჯღალოსნებს" 18 ქულა ჰქონდათ, თუმცა ბოლო მატჩში ერთი ქულა (სანუგეშო) მოიპოვეს.

ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო და ფოტოები, სადაც ტურნირის ორგანიზატორები ტურნირის ჯილდოს "ბორჯღალოსნებს" გადასცემენ, თუმცა რაგბი ევროპის ჩემპიონატის დებულების თანახმად სატურნირო ცხრილში თანაბარი ქულების შემთხვევაში ურთიერთდაპირისპირების შედეგები ითვლება და არა ბურთების შეფარდება.

აღსანიშნავია, რომ ასევე შეცდა რაგბი ევროპის
ჩემპიონატის ოფიციალური საიტიც, რომელმაც სატურნირო ცხრილში საქართველო პირველ ადგილზე გაიყვანა. 

საბოლოოდ კი საქართველოს ტურნირის ჯილდო ჩამოართვეს და რუმინეთს გადასცეს.
მკითხველის კომენტარები / 21 /
ექვსი ერის გუნდებთან, რომ წავაგებთ, განსაკუთრებით პირველ ეტაპზე, უნდა გადავყაროთ ბიჭები? რაც მოხდა გაკვეთილისთვის შეიძლება კარგიც იყოს.
bondo
13:58 20-03-2017
0
წელს რეგრესია აშკარად.ერთა თასის არცერთ მატჩში კარგი თამაში არ გვიჩვენებია. შერკინებამ მოისუსტა, მაგრამ მთავარი მაინც ხელით თამაშის არქონაა. სანამ არ ვისწავლით ხელით თამაშს შეტავისას ერთ ადგილს დავტკეპნით სულ.
dato
13:17 20-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული