კანადელი მორაგბე: ქართველებთან თამაშის შემდეგ სიარულიც კი ჭირს

AutoSharing Option
ხუთშაბათს რაგბი კანადამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 10 ივნისს საქართველოს ნაკრებთან ტესტმატჩს კალგარის "რაგბი პარკი" უმასპინძლებს, ერთი კვირის შემდეგ კი კანადის ნაკრები ედმონტონში რუმინეთის ნაკრებს დაუხვდება.

"ეს მატჩები ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოს რეიტინგში წინსვლისთვის. ამერიკასთან მატჩის წინ ორი სოლიდური მეტოქე გვეყოლება", - განაცხადა კანადის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკ ბლევინსმა, რომელიც სწორედ კალგარელია.

"ქართველები, როგორც ერი, ძალიან ძლიერები არიან ფიზიკურად და ეს კარგად ჩანს სარაგბო მოედანზე. ამ ბიჭებთან თამაშისას ისეთ დარტყმებს იღებ, რომ მატჩის მერე სიარულიც კი ჭირს. ეს კი შენს ორგანიზმსა და
გონებას სერიოზულ ტესტს უტარებს, ზუსტად ის არის, რაც ასე გვჭირდება", - ამბობს კანადელი მორაგბე.

გრემ მოფეტი (კანადის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი): "ჩვენ ვხვდებით რეიტინგით ათი საფეხურით წინ მდგომ მეტოქეს, რომლისთვისაც რაგბი ეროვნული სახეობაა. ყოველთვის დიდებულია, როცა შენზე წინ მდგომის დამარცხების შანსი გეძლევა. ეს დიდი გამოწვევაა ჩვენთვის, მწვრთნელებისთვისა და მოთამაშეებისთვის. ყველაფერს გავიღებთ ამ თამაშების მოსაგებად".

***
ამასობაში ცნობილი გახდა, რომ 24 ივნისს არგენტინა-საქართველოს ტესტმატჩს ინგლისელი არბიტრი ლუკ პირსი მოემსახურება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული